Jump to content

AMD გააერთიანებს თამაშებისთვის განკუთვნილ RDNA-სა და ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლებისთვს განკუთვნილ CDNA-ს ერთ გრაფიკულ არქიტექტურა UDNA-ში


Recommended Posts

Posted

Tom's Hardware-თან საუბარში AMD-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტა და გამომთვლელი და გრაფიკული გადაწყვეტილებების ჯგუფის გენერალურმა მენეჯერმა Jack Huynh-მა განაცხადა, რომ კომპანია კიდევ ერთხელ გეგმავს გეიმინგ გრაფიკული ბარათებისა და გამოთვლითი ამაჩქარებლების გრაფიკული არქიტექტურების გაერთიანებას. ეს აუცილებელია დეველოპერების მოთხოვნილებების მასშტაბირებისა და დაკმაყოფილებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ AMD- გადაწყვიტა ფლაგმანური ვიდეო ბარათების შეზღუდული სეგმენტიდან ყურადღება გადაეტანა ენთუზიასტების მოქმედების გაფართოებაზე მასობრივი ბაზრის GPU-მოდელების სეგმენტში. თუმცა, იმავე საუბარში ჰუინმა აღნიშნა, რომ RDNA და CDNA არქიტექტურები გაერთიანდებოდ მომავალში. 

image.jpeg 

2020 წელს AMD-მ გამოაცხადა GCN-ის შემდეგ გრაფიკული არქიტექტურების დაყოფა RDNA-ად (თამაშისთვის) და CDNA-ად (მონაცემთა ცენტრებისთვის). CDNA გრაფიკული არქიტექტურა გამოიყენებოდა, როგორც სპეციალიზებული ამაჩქარებლების, Radeon Instinct-ის, საფუძველი, რომეთაც მოგვიანებით დაარქვეს უბრალოდ Instinct. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს გამართლებული ჩანდა გრაფიკული არქიტექტურების გამოყოფა და ოპტიმიზაცია გარკვეული სცენარებისთვის, დეველოპერებს გაუჭირდათ ამ ოპტიმიზაციების ნავიგაცია. შედეგად, კომპანიამ გადაწყვიტა არქიტექტურები კვლავ გაეერთიანებინა. 

„AMD-ში დიდი ცვლილების ნაწილი უკავშირდება იმას, რომ დღეს ჩვენ გვაქვს CDNA არქიტექტურა მონაცემთა ცენტრების Instinct ამაჩქარებლებისთვის და RDNA არქიტექტურა სამომხმარებლო გრაფიკული ბარათებისთვის. ისინი განშტოებულია. ჩვენ მათ გავაერთიანებთ ერთ არქიტექტურაში, სახელად UDNA. ეს იქნება ერთიანი არქიტექტურა, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც Instinct-ის, ასევე სამომხმარებლო გადაწყვეტილებებისთვის. ამ გაერთიანების წყალობით ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივებთ ამოცანებს დეველოპერებისთვის, რომლებსაც დღეს უნდა აირჩიონ რომელ არქიტექტურასთან იმუშაონ“, - განაცხადა ჰუინმა. 

არქიტექტურის გამარტივებითს წყალობით დეველოპერებს დასჭირდებათ ყურადღების ფოკუსირება მხოლოდ ერთ სისტემაზე, მიუხედავად იმისა, მუშაობენ GPU-ებიის დიდ კლასტერებთან თუ ერთ გეიმინგ GPU-სთან. 

კომპანია ასევე წინასწარ გეგმავს სამი თაობის გრაფიკულ არქიტექტურას (RDNA5, UDNA6 და UDNA7), რათა შეინარჩუნოს ოპტიმიზაცია მათი გადატვირთვის გარეშე ყოველ ჯერზე, როცა AMD შეცვლის მეხსიერების იერარქიას. 

AMD-ს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია ერთიან UDNA გრაფიკულ არქიტექტურაზე გადასვლის სტრატეგია. როდის მოხდება ეს - RDNA 5-ის გამოშვებისას თუ უფრო გვიან - უცნობია. ფაქტობრივად, კომპანიას ჯერ კიდევ არ გაუმხელია ინფორმაცია მომავალი RDNA 4 გრაფიკული არქიტექტურის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ გახდება Radeon 8000 გრაფიკული ბარათების საფუძველი. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.