Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Mt.Gox-ის ბირჟის ყოფილმა მფლობელმა და ხელმძღვანელმა მარკ კარპელესმა გამოაცხადა სექტემბერში პოლონეთში კრიპტო პლატფორმა EllipX-ის გაშვება, რომელიც ორიენტირებულია- იქნება „გამჭვირვალობასა“ და მომხმარებლებისთვის მოსახერხებლობაზე, წერს The Block. 

კარპელესი გახდება EllipX-ის CTO. პლატფორმის გუნდი ორიენტირებულია MiCA-ს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. 

ანტრეპრენერმა იმედი გამოთქვა, რომ EllipX გახდება ინდუსტრიის სტანდარტი. მისი თქმით, Mt.Gox-თან მუშაობის გამოცდილებამ, ჰაკერებთან და თანხების დასაბრუნებლად ათწლიანმა მუშაობამ უბიძგა მას ასეთ პოზიციონირებამდე მისვლა. 

„თუ გადახედავთ ტოპ 100 პლატფორმას [...] და ჩამოხვალთ ქვემოთ სიაში, ხუთი ან ექვსი სახელის შემდეგ ვერც კი გაიგებთ რა კომპანიები მართავენ მათ“, - განმარტა Mt.Gox-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა. 

გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად EllipX გეგმავს სხვადასხვა ტიპის აქტივობას, როგორც ეს TradFi-შია რეალიზებული. 

კარპელესის თქმით ამ მხრივ სტრუქტურა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მსგავსი იქნება. 

„ჩემი მომავლის ხედვა არის ის, რომ ერთმა ორგანიზაციამ განახორციელოს ვაჭრობა პლატფორმაზე სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ბროკერებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ლოკალიზებულ სერვისებს. კრიპტოვალუტების ფაქტობრივი მოძრაობა მოხდება კლირინგ ფირმების მეშვეობით, როგორიცაა BitGo, რომლებიც დარჩებიან ბროკერებისგან განცალკევებით,” - განმარტა მან. 

EllipX აპირებს გაუზიაროს ტექნიკური მონაცემები მომხმარებლებს, ასევე ჩაატაროს თითოეული ცალკეული ერთეულის აუდიტი მესამე მხარის მიერ. 

გუნდი აპირებს უზრუნველყოს მომხმარებლის დადებითი გამოცდილება მრავალმხრივი გამოთვლითი ტექნოლოგიის მქონე საფულე EllipX Wallet-ის მეშვეობით. 

კარპელესი ასევე გეგმავს არაკომერციული ორგანიზაციის შექმნას სახელწოდებით Ungox, რომელიც შესთავაზებს კრიპტო პროექტებისა და ბირჟების რეიტინგის სისტემას. 

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში პლატფორმამ დაიწყო დაახლოებით 140.000 BTC-ის (იმ დროისთვის ~ 9 მლრდ აშშ დოლარი) განაწილება მომხმარებლებს შორის. Mt.Gox-ის მომხმარებლების სამოქალაქო რეაბილიტაციის პროცესი 2018 წლის ივნისში დაიწყო. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.