Jump to content

Recommended Posts

Posted

ახლახასნ გავრცელდა ეს როუდმაფი სურათზე ყველაფერი ჩანს თუმცა მაინც ვიტყვი რომ LGA 2011 სოკეტზე გამოვა sandy bridge-E 2011 წლის მეოთხე ნახევარში და ამ ოჯახის ყველა პროცესორი უფრო ძლიერი იქნება ვიდრე i7-2600K... ექსტრიმ კატეგორიაში ქეში იზრდება 15 მეგაბაიტამდე (4 ბირთვიანი მოდელი მაგარი რამ უნდა იყოს ფასი წარმადობით თამაშებში ნუ მაზერის ფასს გააჩნია კიდე იმიტომ რომ ქუად ჩენელის და კიდევ ბევრი რამის მხარდაჭერა ექნება ამ სოკეტს) ხოლო 2012 წელს გამოვა აივი ბრიჯი 1155 სოკეტზე

1101d25e3334.jpg

ინტელი ალბათ საბოლოოდ გადავიდა 2 მაზერზე ანუ ყოველ ახალ თაობას 2 სხვადასხვა მაზერზე გამოუშვებს ერთს მონსტრს და ძვირს ხოლო მეორეს ზომიერ ფასში ზომიერი შესაძლებლობებით

პ.ს. ჩემი აზრით სენდი ბრიჯ E-ზე 8 ბირთვიანი პროცესორებიც უნდა ვიხილოთ...

  • Upvote 5
Posted

მეზიზღება ინტელი :D

fully unlocked...

8 ბირთვიანები ალბათ 2012 წლის ბოლოს იქნება

მაგრამ მაგის რაზგონი აღარ მოესწრება ალბათ :D

გავიტანე პორტალზე

Posted

8 ბირთვიანები ალბათ 2012 წლის ბოლოს იქნება

მაგრამ მაგის რაზგონი აღარ მოესწრება ალბათ :D

:lollol:

Posted

ინტელს მემგონი 12 ბირთვიანის გამოშვებაც შეუძლია უკვე(ქსეონებს არ ვგულისხმობ) მაგრამ არ ჩქარობენ და ნელნელა აძლიერებენ პერფორმანს მაგრამ მაინც წინ არიან წარმადობით AMD-სთან

Posted

ისე ეგ ინფო რუსულათ ვისაც უნდა აქ შეუძლია ნახოს http://www.ixbt.com/news/hard/index.shtml?14/56/60

ეს კიდე ჩიპსეტების როადმაპი http://www.ixbt.com/news/hard/index.shtml?14/56/61

ხო ამ ყველაფერს ამ წლის პირველი კვარტალის რეკორდული მოგება ემატება http://www.ixbt.com/news/hard/index.shtml?14/56/63 რაც იმის მაუწყებელია რომ ძალიან მაგრა მიდის ინტელის საქმეები რასაც იგივეს ვერ ვიტყოდი AMD-ზე პროცესორებს რაც შეეხება, ნუ ჯერ-ჯერობით ყოველ შემთხვევაში

Posted (edited)

ტვინი წაიღეს რა ამ ახალი ჩიპსეტებით და სოკეტებით

დაილოცოს ბებერი 775

Edited by მონარქი
Posted

ტვინი წაიღეს რა ამ ახალი ჩიპსეტებით და სოკეტებით

დაილოცოს ბებერი 775

დაილოცოს ბებერი AM3

რამდენი ინტელის თაობა გაიარა !!!

  • Upvote 1
Posted

დაილოცოს ბებერი AM3

რამდენი ინტელის თაობა გაიარა !!!

და ყველამ აჯობა :D

1155-ზე 6 ბირთვიანებს რა შეეძლებათ ეგ მაინტერესებს ძალიან

ძალიან :D

Posted

და ყველამ აჯობა :D

1155-ზე 6 ბირთვიანებს რა შეეძლებათ ეგ მაინტერესებს ძალიან

ძალიან :D

არამგონია ეხლანდელ პ67 ებს ქონდეთ მაგ 6 ბირთვიანის მხარდაჭერა, 22 ნმ იქნება და ამიტომ ვფიქრობ ასე :)

Posted

არამგონია ეხლანდელ პ67 ებს ქონდეთ მაგ 6 ბირთვიანის მხარდაჭერა, 22 ნმ იქნება და ამიტომ ვფიქრობ ასე :)

"ზეებს" ექნებათ :D

ესენი კი თავისთავად ვერ ჩართავენ

Posted

Leaked Roadmap shows Two Lines of Enthusiast Sandy Bridge-E CPUs http://guru3d.com/news/leaked-roadmap-shows-two-lines-of-enthusiast-sandy-bridgee-cpus/ აქაც დაიდო უკვე ეგ ინფო

Posted

დაილოცოს ბებერი AM3

რამდენი ინტელის თაობა გაიარა !!!

AM3 მა რაც გაიარა ყველა თაობა ჯობდა მაგას ინტელის

1156,1366,1155 ყველა ჯობს მაგ სოკეტს

775 მარადმწვანე სოკეტია რა

ხალხი ჯერ კიდე ყიდულობს მაგ სოკეტის კვადებს

775 მა რაც დროს გაუძლო მე ეგეთი არაფერი მაგონდება

ვინც 10 წლის წინ პ5B იყიდა ჯერ კიდე ხმარობენ უახლესი კვადებით და 1066 დდრ2 იტ

Posted

ხო ეგრეა ნამდვილათ ეხლაც კი შემიძლია Q9550-ის დათრევა და ჩემ P5B-ზე 3.6GHZ-ზე სტაბილურათ მუშაობა, მაგ სიხშირეზე საკმაოთ კარგ პერფორმანს იძლევა თანამედროვე იგრებში დაჟე ფერმის კარტებზეც კი

Posted

ანუ რისი თქმა გინდათ რომ ინტელი რომ წარამარა ცვლის სოკეტებს კარგია?

თორემ პერფორმანსში რომ ინტელი ჯობნის მსმენია მაგაზე მეც :D

Posted

გააჩნია ვისთვის, ინტელისთვის კარგია ჩვენთვის მომხარებლებისთვის არა

  • 3 months later...
Posted

i5-655K, Core i5-760 და Core i7-875K ერთი წლის შემდეგ პენსიაზე გაუშვებენო http://www.3dnews.ru/news/615146/

Posted

ერთი წლის მერე პენსიაზე კი არა კუბოში უნდა გაუშვან :D

Posted

ერთი წლის მერე პენსიაზე კი არა კუბოში უნდა გაუშვან :D

ხალხი კიდევ არ არაზგონებს

რაზგონის მერე პროცესორი მხოლოდ 6 წელი ცოცხლობსო :D

Posted

მიმდინარე წლის II ნახევარში, Intel-ი აპირებს 'მასიურ გასუფთავებას' პროცესორთა რიგებში, რითაც გზას უხსნის პერსპექტიულ 32 ნმ, Sandy Bridge-E პროდუქტებს LGA2011-ზე და 22 ნმ ორ და ოთხბირთვიან Ivy Bridge (LGA1155)-ებს. ეს შეეხება ბაზრის ყველა სეგმენტს.

G44GEMLW.jpg

მე-3 კვარტალში, ანუ უკვე დღეს, შეწყდება 6-ბირთვიან ფლაგმან Core i7-980X Extreme Edition-ის, Core 2 Quad-ის ყველა სერიის, Core 2 Duo E8600, E8500 და Pentium E5400-ების მიწოდება. მე-4-ში კი, მათ ბედს გაიზიარებენ Core i7-970 (LGA1366), Core i7-880/875K/870S, Core i5-760/750S/655K (ყველა – LGA1156) და უმცროსი Core 2 Duo E7600/E7500, Pentium E6600/E5500, Celeron E3300/450/430. გარდა ამისა, Intel-ის პარტნიორებს გაეგზავნებათ შეტყობინება 2012 წლის I კვ-ში მოსალოდნელ, პრაის-ლისტიდან ამოსაღებად განკუთვნილ, Core i7-960/950/930, Core i5-661 (Clarkdale-ი აჩქარებული გრაფიკით) და Core i3-530-ების შესახებ.

Posted

ხალხი კიდევ არ არაზგონებს

რაზგონის მერე პროცესორი მხოლოდ 6 წელი ცოცხლობსო :D

6 წლის მერე რა სირად უნდათ ერთი ვიცოდე

Posted

6 წლის მერე რა სირად უნდათ ერთი ვიცოდე

წლინახევრის წინ ვიყიდე 930 და 650 ლარად და 400 ლარად ვეღარ გამიყიდია

2 წელიწადში გასაჩუქებელი გამიხდება

ინახე მერე 6 წელი ნახევარგამტარები :chojinfc:

Posted

წლინახევრის წინ ვიყიდე 930 და 650 ლარად და 400 ლარად ვეღარ გამიყიდია

2 წელიწადში გასაჩუქებელი გამიხდება

ინახე მერე 6 წელი ნახევარგამტარები :chojinfc:

ეგრე 2 წლის წინ 1500 ლარად ვიყიდე კომპი ახლა კი 800 ლარად ვეღარ გავყიდი მაგას

მურის კანონის მიხედვით ყოველ 2 წელიწადსი ხო ორმაგდება წარმადობა არა? ხოდა იგივე კანონით ყოველ 2 წელიწადში ნაწილების ფასი ნახევრდება :D ლოგიკურია

Posted

ხო კიდე კარგი რომ ფასი ოთხჯერ არ ეცემა, ისეთი ტემპებით უშვებენ ამ ახალ მაზერ-პროცესორ-ვიდეოკარტებს რომ ორჯერ თუ იაფდება ეგ კიდე არაფერი, მეც ასე 2000 ლარამდე მაქვს მიცემული ყველაფერი და ეხლა 1000 ლარში თუ გავყიდე რაც მაქვს დიდი მადლობელი უნდა ვიყო იმენა

  • 2 weeks later...
Posted

ეგ რეალობაა თU რა ჯანდაბაა, http://www.ebay.com/itm/SUPERCHARGED-3700K-Extreme-Intel-Core-i7-2600K-990X-/270800826186?pt=CPUs&hash=item3f0cfcaf4a#ht_11303wt_1207

3700K Extrem

Posted

ეგ რეალობაა თU რა ჯანდაბაა, http://www.ebay.com/itm/SUPERCHARGED-3700K-Extreme-Intel-Core-i7-2600K-990X-/270800826186?pt=CPUs&hash=item3f0cfcaf4a#ht_11303wt_1207

3700K Extrem

წერია რაც არის 2600k დარაზგონებული, ვიღაც ფულის გაკეთებას ცდილობს ნუბასებზე,

პენტიუმ 5-ს ყიდის.

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.