Jump to content

Recommended Posts

Posted

ტელეფონის ქეისზე უაზრო რამე მარტო ალბათ პულტს რომ ახვევს ხალხი ცელოფანია

წლებია ტელეფონებს ქეისის გარეშე ვატარებ

ვარდნითაც მივარდება ხშირად  მაგრამ არაფერი სერიოზული დაზიანება დიდად არცერთს არ მოსვლია

შეილება უფრო დაცული იყოს მაგრამ ეზოში რომ გადიხარ თავზე კასკას იხურავ და მუხლებზე სამუხლარებს ?

რა იცი და დაეცემი კაცო თავი არ უნდა დაიცვა

სპეციალურად აკეთებენ ტელეფონებს უმაგრესი მატერიალებით რომ ჯერ გამძლე იყოს ყოველნაირი ქეისის გარეშე მერე ხელში საკაიფოდ იჯდეს და იგრძნობოდეს

ამის დათმობა ცოტათი მეტი დაცვისთვის არ ღირს

Posted

მერე ეგ მატერიალები და აწყობის ეგეთი ხარისხი აქვს პრემიუმ ხარისხის ტელეფონებს და ეგეთი ტელეფონი რომ დაგივარდება და თუნდაც პატარა ნაფხაჭნი რომ დაედოს გატეხილში რომ არ დარჩე მაგიტომ აკეთებენ იმ ეკრანის დამცავებსაც და ქეისებსაც. 

და საშუალო და ბიუჯეტური კლასის ტელეფონები კიდევ აწყობის ხარისხით რომ არ გამოირჩევიან იმიტომ ბევრად მარტივად იკაწრება, იბზარება ეკრანი და ა.შ. 

ასე რომ ხარისხიანი ქეისი ნამდვილად არის საჭირო მიუხედავად იმისა რომ ტელეფონის სილამაზეს თმობ, დაცული ხარ ბევრად, თან ნორმალური ბრენდები უკვე მილითარი დონის დაცვას უკეთებენ ხარისხიან ქეისებს, რომლებსაც კუთხეები დასქელებული აქვთ, კამერების კუნძულები ამოწეულია რომ დაცემისას კამერა არ დაზიანდეს, ეკრანის გარშემო ჩარჩოები ამოწეულია რომ ეკრანიდ აცული იყოს და ა.შ. 

ხარისხიან ქეისებს უშვებს ეს ბრენდები ESR და Spigen. (შედარებით ადამიანურ ხელმისაწვდომ ფასად)

53e87611-9948-4e27-a287-6f6ae64ea75d._CR

f7f5bed0-bbe5-45fb-bf8b-a4f92423e4f2._CR

Posted

ვისთვის როგორ, ბევრი მინახავს რომლებიც არ დებენ ქეისში იმიტო რო არ გვიყვარსო , რაც მოუვა მოუვიდესო, ასქელებს ტელეფონსო დაამახინჯებსო, და რო უჩვენებიათ ხან უკანა პანელი ქონდათ გაბზარული ხან ეკრანი ცოტა მომსხვრეული 

მაგრამ ჩემი აზრით საჭიროა , იმიტო რო ელემენტარულად რო ჩაგივარდეს  დაიკაწრება კორპუსი ან ეკრანი დაიბზარება , ეხლა თუ მოგბეზრდა და უკვე გკიდია და იმდენი ფული გაქ რო ხშირად ცვალო მაშინ ხო 

არ ვიცი მე ყოველთვის ქეისში მაქვს და თან ტყასვის დასაკეცი , მაგრათ იცავს დავარდნასაც და ეკრანსაც თავისთავად , გაყიდვაც რო იყოს ეგრე შენეხაული უფრო გაიყიდება 

ეხლა ეს ვიყიდე ალიზე , კარგ ფასებში იყიდება და საკმაოდ ხარისხიანი 

 

 

 

 

A175eb1e2615f464598ba604ea18d49246-jpg-8

 

  • Upvote 1
Posted

ღმერთმა ბევრი მოგცეთ მაგრამ ზოგს განვადებით გამოაქვს 4კ ლარიანი ტელეფონიდა და 3 წელი უნდა იხადოს.იმან რო კეისში არ ჩადოს და ბრონი არ დააკრას წარმოუდგენელი და ალოგიკურია ჩემთვის.თუ იმდენი გაქვს რომ ერთი ამის დედაცო და გახვალ და მეორეს იყიდის ეგეთ შემთხვევაში კეისის დედაც ვატირე

  • Upvote 1
Posted
1 hour ago, vechny said:

ღმერთმა ბევრი მოგცეთ მაგრამ ზოგს განვადებით გამოაქვს 4კ ლარიანი ტელეფონიდა და 3 წელი უნდა იხადოს

ზოგადად ერთი ადგილი თუ არ გაქ არც უნდა იყოდო, ყველაფერი უნდა გქონდეს შენი სოციალური სტატუსის შესაბამისი, არ მესმის იმ ხალხის ავტობუსებში რო იჭყლიტებიან  ჯიბეში 10 ლარი უდევთ და 4000 ლარიანი ტელეფონები უჭირავთ ამ დროს, მაგარ გოიმობად მიმაჩნია

მე პირადად ვხმარობ კეისებს იმიტო რო ძაან მისრიალებს ხელში თანამედროვე სმარტები, დღეში 3-ჯერ დამივარდება მაგის გარეშე, სანამ შუშის რკინის და ათასნაირ უაზრო არაპრაქტიკულ პრიალა მასალაზე გადავიდოდენ არ ვიყენებდი ხოლმე

  • Upvote 2
Posted

ეკრანის დამცავს არ ვხმარობ საერთოდ, მაგრამ კეისზე ვერ ვიძახი უარს, რადგან დავითის არ იყოს მაგრად სრიალებს ხელში და სანამ ჯიბიდან ამოვიღებ ტელეფონს უკვე მეზობლის ბაღჩაში ვეძებ. 

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.