Jump to content

Recommended Posts

Posted

ბარსელონაში გამართულ პრეზენტაციაზე კომპანია Huawei-მ წარადგინა მთელი რიგი ახალი და განახლებული პროდუქტები, რომელთა შორისაა დასაკეცი სმარტფონი Huawei Mate Xs, პლანშეტი Huawei MatePad Pro, ლეპტოპი MateBook X Pro და როუტერები Wi-Fi 6+ სტანდარტის მხარდაჭერით. წარმოდგენილ იქნა ასევე კომპანიის პროდუქტების ციფრული ეკოსისტემის სამომავლო განვიარების სტრატეგია. 

image.jpeg 

HUAWEI Mate Xs გახლავთ გასულ წელს წარდგენილი დასაკეცი სმარტფონის იდეის განხორციელებული ვარიანტი. მას აქვს ფლაგმანური პროცესორი Kirin 990, 5G მობილური ქსელის მხარდაჭერა, აღურვილია Leica-სთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული კამერით, რომელიც ოთხი მოდულისგან შედგება: მათი გაფართოებებია 40 მპ, 16 მპ ფართოკუთხიანი ოპტიკა, 8 მპ ტელეობიექტივი და დამატებითი მოდული, რომელიც გამოსახულების სიღრმეს განსაზღვრავს. სმარტფონს ფრონტალური კამერა არ აქვს კონსტრუქციის თავისებურებიდან გამომდინარე, მის როლს ძირითადი კამერა ასრულებს. მოწყობილობა მუშაობს ოპერაციულ სისტემა EMUI 10.0.1-ზე. 

მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება დისპლეის დაკეცვის ფუნქციის მხარდაჭერასა და ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციაში მუშაობისთვის. 
image.jpeg 

პლანშეტ Huawei MatePad Pro-ს მულტისქრინ-ფუნქციის მხარდაჭერა აქვს, რომელიც დაფუძნებულია ტექნოლოგია Huawei Share-ზე. ეს ფუნქცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს - იმუშაოს კონტენტზე ერთდროულად ორ მოწყობილობაში და ჩამოაყალიბოს ეკოსისტემა რამდენიმე მოწყობილობისგან. ასევე შესაძლებელია პლანშეტის, როგორც კლავიატურის გამოყენება სმარტფონში მუშაობისას, თუკი ამის საჭიროება იქნება. ხელმისაწვდომია პლანშეტის ვერსია 5G მოდულით - Huawei MatePad Pro 5G. Mate Xs სმარტფონის მსგავსად პლანეტიც Kirin 990 პროცესორის ბაზაზეა აგებული. დისპლეის დიაგონალი 10,8 დუიმს შეადგენს.  აღსანიშნავია, რომ თხელი ჩარჩოებისა და გვერდების მომგებიანი შეფარდების წყალობი პლანშეტის ეკრანი წინა პანელის 90%-ს იკავებს, რაც ამ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელია პლანშეტებს შორის. MatePad Pro მუშაობს EMUI 10-ზე, აქვს სამ აპლიკაციაში მუშაობის მხარდაჭერა, ასევე ესაძლებელია ეკრანის ალბომის რეჟიმი გამოყენება. პლანშეტს აქვს სტილუსი Huawei M-Pencil. 

image.jpeg 

გარდა ამისა, კომპანიამ წარადგინა განახლებული ლეპტოპები MateBook X Pro, რომლებშიც გამოყენებულია Intel Core 10 აობის პროცესორები, აღჭურვილია სენსორული დისპლეებითა და თხელი არჩოებით. ასევე წარდგენილ იქნა Wi-Fi 6+ სტანდარტის მქონე Huawei Wi-Fi AX ხაზის როუტერები, რომლებიც შემუშავდა Wi-Fi 6-ის ბაზაზე. 

  • 11 months later...
Posted

კომპანია Huawei პრობლემებისა და გამოწვევების მიუხედავად რჩება დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე. 22 თებერვალს მან წარადგინა თავისი ყველაზე ინოვაციური მოდელი - Huawei Mate X2. იგი ჩაანაცვლებს Huawei Mate Xs-ს, რომლის პრემიერა შედგა დაახოებით ერთი წის წინ. 

image.jpeg 

ახალი თაობის სმარტფონი Samsung Galaxy Z Fold2 მოდელის სტილისაა. კორპუსის მინიმალური სისქე შეადგენს მხოლოდ 4 მილიმეტრს, მოწყობილობაში დაყენებულია ორი დისპლეი. ძირითადი ეკრანის ზომაა 8 დუიმი, გვერდების შეფარდება - 8 : 7.1, გაფართოება - 2480 x 2200 პიქსელი. 

image.png 

კორპუსის უკანა მხარეს მოცემულია 6.45-დუიმიანი მატრიცა გვერდების შეფარდებით - 21 : 9, გაფართოება შეადგენს 2700 x 1160 პიქსელს. ორივე პანელი დამზადებულია ორგანლი შუქდიოდებით (OLED), კადრის განახლების სიხშირეა 90 ჰერცი, მხარდაჭერილია 100%-იანი DCI/P3 ფერთა გამა. უკანა ეკრანზე მოცემულია ოვალური ჭრილი 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერის ქვეშ. 

image.png 

კომპანია აღნიშნავს, რომ Huawei Mate X2 სმარტფონში გამოყენებულია დაკეცვის განახლებული მექანიზმი, რომელიც გამძლეობითა და ხანგრძლივი მუშაობით გამოირჩევა. მოწყობილობის წონა შეადგენს 295 გრამს, დაკეცილ მდგომარეობაში სისქე შეადგენს 13.6  14.7 მილიმეტრს. 

image.jpeg 

ფლაგმანური სმარტფონის უკანა პანელზე განავსებულია ძირითადი კამერა. მეორე თაობის მოდელი გახლავთ მსოფლიოში პირველი დასაკეცი სმარტფონი, რომელსაც აქვს პერისკოპული ტელეობიექტივი, რომლის გაფართოებაა 8 მეგაპიქსელი და უზრუნველყოფს ათმაგ ოპტიკურ Zoom-ს. მეორე ობიექტივი განკუთვნილია სამმაგი Zoom-ისთვის ხარისხის დაკარგვის გარეშე. მისი გაფართოებაა 12 მეგაპიქსელი. 

image.jpeg 

ძირითად და ფართოკუთხიან მოდულებში მოცემულია 50 მპ და 16 მპ გაფართოების მქონე სენსორები, შესაბამისად. სმარტფონი ასევე გამოირჩევა 4K UHD ვიდეოს გადაღებით 60 კადრი/წმ სიჩქარითა და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციით. 

image.png 

Huawei Mate X2-ის აპარატულ საფუძველს წარმოადგენს 5-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Kirin 9000 მაქსიმალური 3.13 გჰც სიხშირით და გრაფიკა Mali-G78 MP24. სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება 256 და 512 გბ შიდა მეხსიერების მქონე მოდიფიკაციებში. ორივე მოდიფიკაციაში ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 8 გბ. კვების ქვესისტემის სახით წარმოდგენილია 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 55-ვატიანი სადენიანი დამუხტვის მხარდაჭერით. 

image.jpeg 

მეორე თაობის დასაკეც ფლგმანს არ აქვს საფირმო ოპერაციული სისტემა Harmony OS 2.0. იგი მუშაობს პროგრამულ უზრუნველყოფა EMUI 11-სა და Android 10-ზე. აღვნიშნავთ, რომ კომპანია Huawei-ს ასორტიმენტში არ არის არც ერთი სმარტფონი Android 11-ის ბაზაზე.  Google-ის სერვისების ანალოგად წინასწარ არის დაინსტალირებული Huawei Mobile Services  აპლიკაციების მარკეტიდან. 

image.jpeg 

Huawei Mate X2-ს აქვს სტერეოდინამიკები, ინფრაწითელი სენსორი, Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 ადაპტერები და Near Field Communication ტექნოლოგიის მხარდაჭერა. დამუხტვისა და პერსონალურ კომპიუტერთან სინქრონიზაციისთვის განკუთვნილია სიმეტრიული USB-C. სმარტფონში არ იქნება მოცემული 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. ასევე ხელმისაწვდომი არ არის წყლისგან დაცვის სტანდარტი. 

image.jpegimage.jpegimage.jpegimage.jpeg 

ახალი სმარტფონის გაყიდვა ჩინეთში 25 თებერვლიდან დაიწყება. Mate X და Mate Xs მოდელები ოფიციალურად იყიდებოდა ევროპაში, თუმცა ახალი თაობის სმარტფონის პრეზენტაციაზე ამის შესახებ არაფერი გამოცხადებულა. 256 გბ მეხსიერების მქონე Huawei Mate X2 მოდელის ფასი შეადგენს 2780 აშშ დოლარს, 512-გიგაბაიტიანი მოდელისა კი - 2940 აშშ დოლარს. 

  • Upvote 1
  • 3 years later...
Posted

Huawei-ის სამომხმარებლო განყოფილების გენერალური დირექტორი Richard Yu შენიშნეს უჩვეულო დასაკეცი სმარტფონით, რომელსაც ორ სახსარზე სამი ეკრანი აქვს.  უახლესი ცნობების თანახმად ამ მოწყობილობის პრეზენტაცია შესაძლოა მომავალ თვეში მოხდეს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Huawei 

სოციალურ მედიWeibo-ს ანგარიშ WHYLAB-მა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც რიჩარდ იუ იყენებდა დასაკეცი სმარტფონს სამმაგი ეკრანით, რომელი ხელში ეჭირა დაკეცილ მდგომარეობაში. ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სისქე ჩვეულებრივი დასაკეცი სმარტფონების მსგავსია, მაგრამ ის შესაძლოა უფრო თხელი იყოს Samsung Galaxy Z Fold 6-სა და უფრო ადრეულ მოდელებთან შედარებით, წერს Android Authority. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: WHYLAB/Weibo 

ახალი მოწყობილობის მთავარი მახასიათებელია ორი სახსარი, რომელიც საშუალებას იძლევა სმარტფონი ორჯერ დაიკეცოს. ეს საინჟინრო გადაწყვეტილებ შესაძლებელს ხდის გასაშლელი ეკრანის ზომშთამბეჭდავ 10 დუიმამდე გაიზარდოს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ამჟამად არსებული დასაკეცი სმარტფონების დისპლეის ზომებს (7.6-8 დუიმი) და შესაძლოა გახდეს დიდეკრანიანი პლანშეტების სრულად შემცვლელი. 

თუმცა, როგორც Android Authority აღნიშნავს, ასეთ ინოვაციურ დიზაინს შეიძლება ჰქონდეს პოტენციური უარყოფითი მხარეები, რაც გულისხმობს ეკრანზე ორი ნაკეცის არსებობას ორი სახსრის გამოყენების გამო, ასევე კომპონენტების ხარჯების გაზრდას უფრო დიდი ეკრანის ზომისა და დამატებითი სამაგრის გამო. 

ცნობილ ინსაიდერ Digital Chat Station-ის ცნობით მოწყობილობის პრეზენტაცია შესაძლოა სექტემბერში მოხდეს. სმარტფონის მახასიათებლებისა და შესაძლებლობების შესახებ ყველა დეტალის გასარკვევად Huawei-ის ოფიციალურ განცხადებას უნდა დაველოდოთ. 

 

  • 1 month later...
Posted

რესურს AndroidAuthority- შეიტყო გასულ კვირას ჩინეთში წარმოდგენილი სამსექციური დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონ Huawei Mate XT-ის გლობალური გამოშვების დრო. რესურსის მიხედვით, რომლის პროგნოზები არაერთხელ დადასტურდა, Mate XT-ის გლობალური გამოშვება 2025 წლის პირველ კვარტალში მოხდება. 

image.png 

ფოტოს წყარო: Huawei 

მიუხედავად მაღალი ღირებულებისა - Mate XT-ის ფასი 16/256 გბ მეხსიერების მქონე მოდელის შემთხვევაში იწყება 19999 იუანიდან (დაახლოებით 2800 აშშ დოლარი), ახალი პროდუქტის წინასწარი შეკვეთების რაოდენობა რეკორდებს ხსნის - შეკვეთილია დაახლოებით 4.9 მილიონი 11 სექტემბრის მდგომარეობით. 

როგორც წესი, ევროპაში ჩინელი მწარმოებლების სმარტფონების ფასი გაცილებით მაღალია ჩინეთთან შედარებით. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომი Mate XT მოდელი 3000 აშშ დოლარად ან უფრო ძვირად იყოს შემოთავაზებული. 

Huawei-ს აღმასრულებელ დირექტორ Yu Chengdong-ის (ასევე ცნობილი, როგორც რიჩარდ იუ) თქმით Mate XT-ის განვითარებას ხუთი წელი დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ახალი პროდუქტი ყველა კომპონენტი საიმედო და უპრობლემოდ მუშაობს, რასაც ადასტურებს ბლოგერების პირველი მიმოხილვები. 

  • Power_VANO changed the title to Huawei - სიახლეები
Posted

Huawei-მ წარადგინა ჰიბრიდული პლანშეტი MatePad Edge 

Huawei-მ წარმოადგინა ფლაგმანურ პლანშეტი 2-1-ში MatePad Edge. მოწყობილობას შეუძლია პლანშეტიდან კომპიუტერად გარდაქმნა. მისი ინოვაციური დიზაინი მოიცავს HarmonyOS 5 პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ოპტიმიზებულია პლანშეტისა და კომპიუტერის რეჟიმებს შორის ერთი ჟესტით გადართვისთვის. 

 image.png

ფოტოს წყარო: Huawei 

კომპიუტერის რეჟიმი მხარს უჭერს სრულ დესკტოპ აპლიკაციებს, როგორიცაა საოფისე პაკეტები, ვიდეო რედაქტირების პროგრამები, წარმადობის ზრდის აპლიკაციები და სხვა. ფართოეკრანიანი რეჟიმის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად Huawei თანამშრომლობს კომპიუტერის აპლიკაციებისა და აქსესუარების ჩინურ მწარმოებლებთან, როგორიცაა Mouse. 

 image.png

მოწყობილობის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ასპექტი კომპიუტერისა და პლანშეტის რეჟიმებს შორის წამის მეასედში გადართვის შესაძლებლობაა. კლავიატურას აქვს კლავიშის 1.8 მმ-იანი გადასვლა, Free Touch სენსორული პანელი, 175 გრადუსამდე რეგულირებადი დახრის კუთხე და 28 მმ სახსრის სიმაღლე. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ Huawei M-Pencil Pro სტილუსი ხატვისა და 3D მოდელირებისთვის. 

 image.png

მოწყობილობას აქვს 14.2-დუიმიანი OLED დისპლეი ეკრანისა და კორპუსის 94%-იანი თანაფარდობით, 3.1K გაფართოებით (3120 × 2080 პიქსელი), 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 1000 კდ/² მაქსიმალური სიკაშკაშით. დიდი ეკრანის მიუხედავად MatePad Edge-ის სისქე მხოლოდ 6.85 მმ-ია და იწონის 780 გრამს, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ გამოყენებას. კორპუსი დამზადებულია მყარი, მთლიანი ავიაციური ალუმინისგან, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას. პლანშეტის უფრო მაღალი კლასის ვერსიები - MatePad Edge Soft Light Screen და MatePad Edge Liquid Cooling Edition - იყენებენ იგივე ეკრანს, მაგრამ სპეციალური საფარით, რომელიც ამცირებს სიკაშკაშეს და აუმჯობესებს კომფორტს მუშაობისას. 

 image.png

Huawei MatePad Edge-ს აქვს 12900 მა/სთ მოცულობის ბატარეა 140-ვატიანი სუპერ სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. სრული დამუხტვა დაახლოებით 60 წუთს გრძელდება. 

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს წინა 32-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი კამერა f/2.4 ოპტიკით. უკანა პანელზე განთავსებულია ორი კამერა: 50-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა f/1.8 ოპტიკით და 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი მაკრო კამერა f/2.2 ოპტიკით. ახალ მოწყობილობას ასევე აქვს ექვსი სტერეო დინამიკი და ოთხი მიკროფონი Huawei Sound პარამეტრებით. 

 image.png

პლანშეტი წარმოდგენილია კომპიუტერის დონის პროცესორებით - Kirin X90 და Kirin X90A, ვერსიის შესაბამისად. Mate 80 სერიის მსგავსად ჩიპის მახასიათებლები არ გახმაურებულა, თუმცა Huawei აცხადებს, რომ თხევადი გაგრილების MatePad Edge Liquid Cooling Edition იყენებს უფრო მძლავრ Kirin X90-ს, ხოლო MatePad Edge Soft Light Screen და MatePad Edge - Kirin X90A-ს. 

MatePad Edge დიდ ფაილებს 6.7-ჯერ უფრო სწრაფად ხსნის, ხოლო CAD ფაილებს - 2-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე მისი წინამორბედი, MatePad Pro. პლანშეტი მხარს უჭერს 4K ვიდეო ექსპორტს, RAW სურათების რედაქტირებას და თამაშებს 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. 

 image.png

გაგრილების თვალსაზრისით, მოწყობილობა იყენებს უნიკალურ, დაბალი სიმეტრიის სტრუქტურას. ძირითადი კომპონენტებია ულტრათხელი, 3.6 მმ-იანი ორი ქულერი და ორფაზიანი ორთქლის კამერის მოდული. გაგრილების სისტემა შეესაბამება კომპაქტური დედა დაფის დიზაინს და აღჭურვილია ბრტყელპანელიან ინდუსტრიაში გამოყენებულის მსგავსი, ულტრათხელი, 0.335 მმ-იანი მიკროტუმბოს გამაგრილებელი აპკით, რაც აუმჯობესებს სითბოს გაბნევის სისწრაფეს. 

დედა დაფის მაღალი ტემპერატურის მქონე ზონისთვის Huawei იყენებს შიდა გაგრილების სისტემას, რომელიც ჰაერის ნაკადის 20%-ს გაშლის და პირდაპირ აგრილებს გამათბობელ ელემენტს, რითაც ამცირებს პირველადი სითბოს წყაროს ტემპერატურას 2°C-ით და ზრდის ეკვივალენტურ TDP-ს (თერმული დიზაინის სიმძლავრე) 1.5ვატით. 

თხევადი გაგრილების მქონე Huawei MatePad Edge აერთიანებს ულტრაზუსტ მიკროტუმბოს გამაგრილებელი სითხის ულტრათხელ ფენასთან. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს სითბოს და სიცივის სწრაფ ცირკულაციას კორპუსში. ტექნოლოგია ასევე ამცირებს ეკრანზე ყველაზე ცხელი წერტილის ტემპერატურას 2-3°C-ით. 

კომპლექტაციები და ფასები: 

  • Huawei MatePad Edge 16/256 გბ - 5999 იუანი (დაახლოებით 845 $); 
  • Huawei MatePad Edge 16/512 გბ - 6499 იუანი (დაახლოებით 915$); 
  • Huawei MatePad Edge Soft Light Screen 16/512 გბ - 7299 იუანი (დაახლოებით 1030$) 
  • Huawei MatePad Edge Soft Light Screen 24 გბ/ 1 ტბ - 7999 იუანი (დაახლოებით 1130$) 
  • Huawei MatePad Edge Soft Light Screen 24 გბ/ 1 ტბ (კლავიატურით) - 9999 იუანი (დაახლოებით 1410$) 
  • Huawei MatePad Edge Liquid Cooling Edition 32 გბ/ 2 ტბ (კლავიატურით) - 12 999 იუანი (დაახლოებით 1835$). 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.