Jump to content

Recommended Posts

Posted

Bitcoin-ის ღირებულებამ გადააჭარბა 62 ათას აშშ დოლარს მთლიანი ბაზრის აღმასვლის ფონზე და მოახერხა ზარალის კომპენსირება კვირის დასაწყისში მკვეთრი ვარდნის შემდეგ. თითქმის 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობით მოკლე პოზიციების ლიკვიდაცია (დათვური ფსონები) ფიუჩერსებში, საფონდო ბირჟის პოზიტიური დინამიკა და მთავარი კრიპტოვალუტის მოლოდინი, რომელიც იმეორებს ისტორიულ ციკლებს, იყო ძირითადი ფაქტორები, რამაც ეს ნახტომი გამოიწვია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Satheesh Sankaran/Pixabay 

Bitcoin-ის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში გაიზარდა 7.2%-ით, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთდღიანი მოგებაა ბოლო თვეებში. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამ ზრდას უკავშირებს საფონდო ბირჟაზე დადებით განწყობას და მოლოდინს, რომ პირველი კრიპტოვალუტა გაიმეორებს თავის ისტორიულ ბაზრის ციკლებს. „ახლა, როდესაც იაპონიის ბანკმა გამოაცხადა, რომ არ გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს და Jump Trading- მალე ამოეწურება მონეტები გასაყიდად, არ ვფირობ, რომ ფასი 50 ათას აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვა (მოკლევადიანი რყევების გამოკლებით) და ეს შეიძლება აღარასდროს განმეორდეს, - განაცხადა Transform Ventures-ის დამფუძნებელმა Michael Terpin-მა CoinDesk-თან. 

მან აღნიშნა, რომ "მომდევნო 60 დღის მიუხედავად ხარული ბაზარი გააგრძელებს აღმასვლას ტრადიციულ ოთხწლიან ციკლების მიხედვით მყარი მოგებით ოქტომბერსა და ნოემბერში." ასევე ვარაუდობენ, რომ თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მყიდველების ახალმა ნაკადმა შესაძლოა Bitcoin-ის ფას100 ათას აშშ დოლარზე მაღლა აწიოს. უფრო მეტიც, განახევრებიდან ექვსი თვის განმავლობაში ჩვეულებრივ ხდება უკან დაბრუნება და Bitcoin-ის მიმდინარე მეხუთე ციკლი არ არის გამონაკლისი. „ოქტომბერი და ნოემბერი ისტორიულად ძლიერი თვეა Bitcoin-სთვის, განსაკუთრებით ჰალვინგის მიმდინარე და მომდევნო წლის განმავლობაში“, აღნიშნა  Terpin-მა. 

Bitcoin-ის ზრდამ ასევე განაპირობა სხვა ძირითადი ტოკენების ფასების მატება. Ethereum (ETH) და Toncoin (TON) გაიზარდა 10%-ით, ხოლო SOL და ADA - 5%-ით. CoinDesk 20 ინდექსი (CD20), რომელიც აკონტროლებს ყველაზე დიდ ტოკენებს კაპიტალიზაციის მიხედვით, გაიზარდა 5.35%-ით. 

ასევე გაიზარდა აშშ-ს ბაზრების მოცულობაც, S&P 500-მა დააფიქსირა საუკეთესო დღე 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, ხოლო Nasdaq 100 გაიზარდა 3.1%-ით, რამაც ხელი შეუწყო ორშაბათის ვარდნისგან მიღწეული ზარალის კომპენსირებას, რომელმაც საფონდო ინდექსებ და კრიპტოვალუტებ მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა. 

Posted

დოუ ჯონსის 40200-ან 38500 ჩამოვსლის შემდეგ და ბიტკოინის 70000$-ან ფაქტიურათ 49200$ დაცემის შემდეგ უცნაური ტრენდია კრიპტობაზარზე ჩამოყალიბებული, ნუ დოუს ინდექსი საგრძნობლათ გაიზარდა და უკვე ასულა 40563-მდე ფაქტიურათ გუშინდელი ტორგების დასრულების შემდეგ, მაგრამ ბიტკოინს ისევ რაღაცა არ მოეწონა და განაგრძობს ისევ დაცემებს, გუშინ დაჟე 56200$-ზეც კი დაუგდიათ კურსი და ეხლა 58000$ ფარგლებშია ისევე, ანუ როგორც გუშინწინ იდგა დოუ ჯონსის გაზრდამდე მაგ ატმეტკაზე დაუბრუნებიათ, ოქროს კურსიც საკმაოთ მაღალ 2450$ ატმეტკაზეა გაჩერებული, ანუ დიდი დაცემები არ ყოფილა არც მანდ, თუმცა შეიძლება ბიტკოინის დაცემები დროებითი იყოს და თვის ბოლოს ისევ გაცდეს თუნდაც 65000$ მაინც კურსი, მერე შეიძლება ისევ მაგარი გაუჭირდეს, ეხლა საქმე იმაშია რომ ყველაზე სუსტი თვე ახლოვდება ისტორიულათ ბიტკოინისთვის, სექტემბერში ძალიან უჭირდა ხოლმე ბიტკოინს ან სტაგნაცია იწყებოდა ან სერიოზული დროპები მაგ პერიოდში, შეიძლება მაგიტომაც არ ჩქარობენ ძალზე მაღალზე აწევას კურსის, თუ აწიეს ცოტა ხნით აგვისტოს ბოლოს და მერე ისევ კარგათ დაეცეს შეიძლება + არც დოუ ჯონსის დროპები არ უნდა გამოვრიცხოთ, ანუ შეიძლება კიდე ერთხელ დაეცეს სერიოზულათ დოუს ინდექსიც ახლო მომავალში, ისე შეიძლება სექტემბრის დროპი ერთ-ერთი ბოლო უფრო სერიზოული დაცემაც იყოს ბიტკოინისთვის და მერე მასე დაბალზე აღარც კი დააგდონ უკვე კურსი, მითუმეტეს მართლა 100000-150000$ გაცდენას თუ აპირებენ ამ წლის ბოლოსთვის ან შემდეგი წლისთვის უკვე, 50000-45000$-ზე ბიტკოინი აღარც დაეცემა მაგხელაზე თუ ავიდა ალბათ და მაგიტომ

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.