Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-მა წარმოადგინა Alchemist არქიტექტურაზე დამყარებული დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი Arc A760A, რომელიც განკუთვნილია საავტომობილო ინდუსტრიისთვის - პრეზენტაცია შედგა ჩინეთში ღონისძიება AI Cockpit Innovation Experience-ზე. ახალი პროდუქტი შეავსებს მანქანის ბორტ კომპიუტერს და დაამუშავებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებს. 

image.jpeg 

Intel მოელის, რომ მისი SDV (Software Defined Vehicles) აპარატული პლატფორმა გავრცელდება ბევრ მანქანაში, საშუალო და პრემიუმ კლასის მოდელების სხვადასხვა დონის აღჭურვილობაში. ვიდეო ბარათი შექმნილია ძირითადად ხელოვნური ინტელექტის სისტემებიდან მონაცემების დასამუშავებლად. „ Intel-ის სტრატეგია არის ხელოვნური ინტელექტის სიმძლავრის მიწოდება ყველა ზომისა და ფორმის მოწყობილობებზე და ჩვენ მოხარული ვართ ამ შესაძლებლობები და ჩვენი ფართო ღია AI-ეკოსისტემის გამოყენებით საავტომობილო ინდუსტრიაში. ჩინეთის ელექტრომობილების განვითარების სწრაფი ტემპი და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა მას იდეალურ საცდელ პოლიგონად აქცევს ჩვენი შემდეგი თაობის ტექნოლოგიებისთვის, - განაცხადა Intel Automotive-ის ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა ჯეკ უესტმა (Jack Weast). 

Intel Arc Graphics for Automotive A760A დისკრეტული გრაფიკული ბარათი წარმოდგენილია 28 Xe ბირთვი მქონე გრაფიკული პროცესორით, 2რეითრეისინგია აჩქარების 28 ერთეული და 448 XMX/Vector Engine ერთეული, ხოლო ტაქტის სიხშირეა 1953 მჰც - შედარებისთვის Arc A750-ის სიხშირე 2.05 გჰც-ია. ხელმისაწვდომია 16 გბ ვიდეო მეხსიერება 256-ბიტიანი სალტეთი. ბარათის დასაკავშირებლად გამოიყენება PCIe 4.0 x16 ინტერფეისი. GPU უზრუნველყოფს 14 Tflops-ამდე ერთჯერადი სიზუსტის (FP32) წარმადობას. 

გრაფიკული ბარათის ხელოვნური ინტელექტის შესაძლელობები უზრუნველყოფს 229 TOPS წარმადობას, რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად გაეშვას AAA თამაშები და AI PC აპლიკაციები. ავტოინდუსტრიის შემთხვევაში, ეს ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის დამხმარეებს, რომლებიც იყენებენ ენის დიდ მოდელებს, სამგანზომილებიანი მომხმარებლის ინტერფეისის დახატვას, ექვსამდე კამერას და ოთხ დისპლეისთან დაკავშირებას. გრაფიკული ბარათი მოიხმარს 225 ვატამდე ენერგიას, მხარდაჭერილია პოპულარული ვიდეო ფორმატების კოდირება და დეკოდირება, მათ შორისაა HEVC, VP9 და AV1. Intel A760A გამოვა 2025 წლის დასაწყისში, ჯერჯერობით არცერთ ავტომწარმოებელს არ განუცხადებია მისი გამოყენების განზრახვის შესახებ. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.