Magdalena Posted August 12, 2024 Posted August 12, 2024 აშშ-ის ანტიმონოპოლიური გადაწყვეტილება აშშ-ში საფრთხეს უქმნის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ პარტნიორობას ტექნოლოგიაში და შესაძლოა Apple-ს მილიარდობით დოლარი დაუჯდეს. ამასთან, კომპანიამ განაცხადა, რომ Google-ის საძიებო სისტემას მნიშვნელოვანი ალტერნატივა არ გააჩნია. სკანდალის ცენტრში მოხვდა 2002 წლიდან დადებული ექსკლუზიური შეთანხმება Apple-სა და Google-ს შორის, რომლის მიხედვითაც Google Search-ის საძიებო სისტემა არის ნაგულისხმევი (default) საძიებო სისტემა Apple-ის ყველა მოწყობილობაზე მთელ მსოფლიოში, რამაც ორივე კომპანიას მილიარდობით დოლარის შემოსავლები მოუტანა. Google-მა Apple-ს, როგორც პარტნიორს, გადაუხადა მისი საძიებო რეკლამიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი. 2022 წელს Google-მა Apple-ს 20 მლრდ აშშ დოლარი გადაუხადა, აცხადებს Financial Times სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით. რაიონულმა მოსამართლე Amit Mehta-მ Google დამნაშავედ ცნო ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევაში, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პარტნიორობის შეთანხმებას Google-ის, როგორც პირველადი საძიებო სისტემის დაყენების შესახებ Apple-ის მოწყობილობებზე. JPMorgan-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ Apple-ისთვის რამდენიმე „არასასიამოვნო ალტერნატივას“, მათ შორის შემოსავლების გაზიარების ხელშეკრულებების დადებას ალტერნატიულ საძიებო სისტემებთან, როგორიცაა Microsoft-ის Bing, რაც „ნაკლებად მომგებიანი იქნება Apple-ისთვის Google-ის რეკლამის უმაღლესი მონეტიზაციის გათვალისწინებით“. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, შეუძლია თუ არა Apple-ს საკუთარი საძიებო სისტემის შექმნა. თუმცა, 2018 წელს Apple-ის შიდა კვლევის მიხედვით, მაშინაც კი, თუ კომპანია შეინარჩუნებს საძიებო მოთხოვნების 80%, ის მაინც დაკარგავს 12 მლრდ აშშ დოლარ შემოსავალს Google-ისგან გაყოფის შემდეგ პირველი ხუთი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, Google-ის ყოფილმა აღმასრულებელმა ჯონ ჯანანდრეამ, რომელიც ახლა Apple-ში მუშაობს, განაცხადა, რომ „არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ [Apple] შეიძლება გახდეს ფულის მკარგველი საძიებო სისტემა, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს მომხმარებლის საჭიროებებს, როგორც ამას აკეთებს Google. Google აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დადებითი განხილვის შანსები მცირეა. Google-ის ანტიმონოპოლიური დარღვევების შესახებ საბოლოო ვერდიქტიდან გამომდინარე Apple შეიძლება იძულებული გახდეს დაეთანხმოს ბევრად ნაკლებად ხელსაყრელ შეთანხმებას Microsoft-თან [საძიებო სისტემა Bing], ან საერთოდ არ დაუშვას ნაგულისხმევი საძიებო სისტემების დაყენება“, - ამბობს დამოუკიდებელი ანალიტიკოსი Eric Seufert. საინტერესოა, რომ Apple არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც შეიძლება დაზარალდეს. სასამართლო დოკუმენტების თანახმად Google-მა გადაუხადა Mozilla-ს 400 მლნ აშშ დოლარზე მეტი 2021 წელს ბრაუზერში ნაგულისხმევი საძიებო სისტემის დასაყენებლად, რაც წარმოადგენს Mozilla-ს საოპერაციო ბიუჯეტის დაახლოებით 80%-ს. აღსანიშნავია, რომ ზოგადად საძიებო ბაზარი გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შემოსვლასთან ერთად. Apple-მა უკვე გამოაცხადა პარტნიორობა OpenAI-სთან, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს საძიებო მოთხოვნები ChatGPT-ში გაგზავნონ. გარდა ამისა, კომპანია მუშაობს ხმოვან ასისტენტ Siri-ს ის გაუმჯობესებაზე საკუთარი ტექნოლოგიების გამოყენებით. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, ტრადიციული ძიება ზრდას აფიქსირებს. მოსალოდნელია, რომ შეერთებულ შტატებში სარეკლამო ხარჯები გაიზრდება საშუალოდ 10%-ით ყოველწლიურად და 2028 წლისთვის 184 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. https://tinyurl.com/bdd45vy7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.