Magdalena Posted August 9, 2024 Posted August 9, 2024 გასული კვირის ბოლოს Bitcoin-ის კურსი 60 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა. შემდეგ კლების ტენდენცია გაგრძელდა და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულება 50 ათას დოლარზე დაბლა დაეცა. ამის შემდეგ პირველმა კრიპტოვალუტამ შეძლო მცირედი მოგების დაფიქსირება და ამ სტატიის წერის დროისთვის მისი ფასი დაახლოებით 53.602 აშშ დოლარი იყო. სერვის TradingView-ს ინფორმაციით Bitcoin-ის ფასი ზედიზედ ოთხი დღეა იკლებს და გარკვეულ მომენტში 49 112 აშშ დოლარს მიაღწია. ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის შემდეგ სხვა ციფრული აქტივების ღირებულებაც შემცირდა. მაგალითად, Ethereum-ის კურსი დაეცა 2060 აშშ დოლარამდე, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2024 წლის 3 იანვრის შემდეგ. ამჟამად Ethereum-ის ფასი დაახლოებით 2399 აშშ დოლარია. ამ ფონზე ინდექსი CoinDesk 20, რომელიც თვალყურს ადევნებს ზოგიერთ ყველაზე ლიკვიდურ არა-Stablecoin ტოკენს, თითქმის 20%-ით შემცირდა. Ethereum-ის ფასის თითქმის 25%-იანი ვარდნა იყო ყველაზე უარესი ერთდღიანი ვარდნა ტოკენისთვის 2021 წლის მაისის შემდეგ. ნეგატიური დინამიკის მიზეზი იყო ხმები იმის შესახებ, რომ კრიპტოვალუტების მსხვილი მარკეტმეიკერი Jump Trading თავიდან იშორებდა არსებულ აქტივებს. ეს იმიტომ ხდება, რომ კრიპტო საფულემ, რომელიც სავარაუდოდ ეკუთვნის Jump Trading-ს, გადასცა 46 მლნ ასშ დოლარი ღირებულების 17.576 Ethereum-მონეტა ცენტრალიზებულ ბირჟებს. კრიპტოვალუტების ღირებულების ხანგრძლივი ვარდნა განპირობებულია იმით, რომ ინვესტორები აქტიურად იშორებენ თავიდან სარისკო აქტივებს. ეს გამოწვეულია ფინანსური ბაზრების ფართომასშტაბიანი კლებით, გლობალური რეცესიის შიშით და ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით. იაპონური ინდექსი Nikkei 225 12.4%-ით შემცირდა, Stoxx Europe 600 ინდექსი - 3%-ზე მეტით, ხოლო S&P 500 ფიუჩერსები 3.3%-ით შემცირდა. https://tinyurl.com/y67phuw6 Quote
George Posted August 9, 2024 Posted August 9, 2024 ეგ ძალიან სტრანი მელტდაუნი იყო, ვითომ იაპონიის ბირჟაზე მაიმუნობდენო რაღაცას, მერე იუანსაც დააბრალეს ეგ დროპი დოუ ჯონსზე და ბიტკოინზე რაც დაფიქსირდა, ეხლაც აფრთხილებენ ვითომ ინვესტორებს რომ მინიმუმ შეიძლება გამეორდესო ეგეთი ვარდნა ახლო მომავალში, თუმცა არც ისაა გამორიცხული რომ ისევ შეუნთონ და გაცდეს მალევე ბიტკოინი 70000$, დოუ ჯონსზე იქნება ბევრი რამე ეხლაც დამოკიდებული, საქმე იმაშია რომ მაგ ვარდნის პერიოდში 70000$-ან ძალიან სწრაფი ტემპებით როცა დაეცა ბიტკოინი 5 დღეში ფაქტიურათ თვითონ დოუ ჯონსიც 40200-ან სამ დღეში ჩამოვიდა 38500 რაც იშვიათათ ხდებოდა ბოლო წლის მანძილზე მაინც, ეგრევე ათასნაირი კრიზისი და კრახი შემოტენეს მაგ ვარდნის შემდეგ, ანუ შეიძლება ძლიერი რეცესია მოყვესო და ეგ პირველი პრიცნაკები იყოსო მაგისი, მაგრამ ჯერ-ჯერობით თითქოს დროებით დასტაბილურდა სიტუაცია და ძალიან მალე დაბრუნდა 62000$ ბიტკოინის კურსი ფაქტიურათ 4-5 დღეში უკვე, ეხლაც 60600$ გაჩერებული კურსი, 50-50% მემგონი ისევ დაცემა დაიწყება თუ უკვე ძლიერი გაზდაც კი, შეიძლება რამე საშვალოც დაფიქსირდეს ახლო მომავალში Quote
david_888 Posted August 10, 2024 Posted August 10, 2024 რა კაიფია ეს 1 კვირის დაგვიანებით გახსნილი ტემები ))) Quote
George Posted August 10, 2024 Posted August 10, 2024 ისე დღეს 1 წუთით ასე ჩვენი დროით 1.05-ის ალბათ ნაისჰაშის ბირჟაზე რაღაცამ ისევ გაუბერა და ორდერი რომ გყენებოდა ასე 50500$ მაინც ახურდავებდა 1 წუთის მანძილზე მაგდენზე, რამდენის დახურდავება მოასწრეს არ ვიცი, მაგრამ რასაც ვუყურებ მინიმუმ რამდენიმე ათასის თანხაა დახურდავებული, პირადათ ამიგდია ეგრე 700$+ ერთ დახურდავებაზე რამდენჯერმე ეთერაზე, ეხლა ვერ გამოვიჭირე ვერაფერი რახან ძველი ორდერი მეყენა 47000$-ზე და მე ვერაფერი ვერ დამიხურდავა რა თქმა უნდა https://www.nicehash.com/my/tradeview/BTCUSDT Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.