Jump to content

Recommended Posts

Posted

გასული კვირის ბოლოს Bitcoin-ის კურსი 60 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა. შემდეგ კლების ტენდენცია გაგრძელდა და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულება 50 ათას დოლარზე დაბლა დაეცა. ამის შემდეგ პირველმა კრიპტოვალუტამ შეძლო მცირედი მოგების დაფიქსირება და ამ სტატიის წერის დროისთვის მისი ფასი დაახლოებით 53.602 აშშ დოლარი იყო. 

image.jpeg 

სერვის TradingView-ინფორმაციით Bitcoin-ის ფასი ზედიზედ ოთხი დღეა იკლებს და გარკვეულ მომენტში 49 112 აშშ დოლარს მიაღწია. ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის შემდეგ სხვა ციფრული აქტივების ღირებულებაც შემცირდა. მაგალითად, Ethereum-ის კურსი დაეცა 2060 აშშ დოლარამდე, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2024 წლის 3 იანვრის შემდეგ. ამჟამად Ethereum-ის ფასი დაახლოებით 2399 აშშ დოლარია. ამ ფონზე ინდექსი CoinDesk 20, რომელიც თვალყურს ადევნებს ზოგიერთ ყველაზე ლიკვიდურ არა-Stablecoin ტოკენს, თითქმის 20%-ით შემცირდა. 

Ethereum-ის ფასის თითქმის 25%-იანი ვარდნა იყო ყველაზე უარესი ერთდღიანი ვარდნა ტოკენისთვის 2021 წლის მაისის შემდეგ. ნეგატიური დინამიკის მიზეზი იყო ხმები იმის შესახებ, რომ კრიპტოვალუტების მსხვილი მარკეტმეიკერი Jump Trading თავიდან იშორებდა არსებულ აქტივებს. ეს იმიტომ ხდება, რომ კრიპტო საფულემ, რომელიც სავარაუდოდ ეკუთვნის Jump Trading-ს, გადასცა 46 მლნ ასშ დოლარი ღირებულების 17.576 Ethereum-მონეტა ცენტრალიზებულ ბირჟებს. 

 კრიპტოვალუტების ღირებულების ხანგრძლივი ვარდნა განპირობებულია იმით, რომ ინვესტორები აქტიურად იშორებენ თავიდან სარისკო აქტივებს. ეს გამოწვეულია ფინანსური ბაზრების ფართომასშტაბიანი კლებით, გლობალური რეცესიის შიშით და ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით. იაპონური ინდექსი Nikkei 225 12.4%-ით შემცირდა, Stoxx Europe 600 ინდექსი - 3%-ზე მეტით, ხოლო S&P 500 ფიუჩერსები 3.3%-ით შემცირდა. 

Posted

ეგ ძალიან სტრანი მელტდაუნი იყო, ვითომ იაპონიის ბირჟაზე მაიმუნობდენო რაღაცას, მერე იუანსაც დააბრალეს ეგ დროპი დოუ ჯონსზე და ბიტკოინზე რაც დაფიქსირდა, ეხლაც აფრთხილებენ ვითომ ინვესტორებს რომ მინიმუმ შეიძლება გამეორდესო ეგეთი  ვარდნა ახლო მომავალში, თუმცა არც ისაა გამორიცხული რომ ისევ შეუნთონ და გაცდეს მალევე ბიტკოინი 70000$, დოუ ჯონსზე იქნება ბევრი რამე ეხლაც დამოკიდებული, საქმე იმაშია რომ მაგ ვარდნის პერიოდში 70000$-ან ძალიან სწრაფი ტემპებით როცა დაეცა ბიტკოინი 5 დღეში ფაქტიურათ თვითონ დოუ ჯონსიც 40200-ან სამ დღეში ჩამოვიდა 38500 რაც იშვიათათ ხდებოდა ბოლო წლის მანძილზე მაინც, ეგრევე ათასნაირი კრიზისი და კრახი შემოტენეს მაგ ვარდნის შემდეგ, ანუ შეიძლება ძლიერი რეცესია მოყვესო და ეგ პირველი პრიცნაკები იყოსო მაგისი, მაგრამ ჯერ-ჯერობით თითქოს დროებით დასტაბილურდა სიტუაცია და ძალიან მალე დაბრუნდა 62000$ ბიტკოინის კურსი ფაქტიურათ 4-5 დღეში უკვე, ეხლაც 60600$ გაჩერებული კურსი, 50-50% მემგონი ისევ დაცემა დაიწყება თუ უკვე ძლიერი გაზდაც კი, შეიძლება რამე საშვალოც დაფიქსირდეს ახლო მომავალში

Posted

რა კაიფია ეს 1 კვირის დაგვიანებით გახსნილი ტემები )))

Posted

ისე დღეს 1 წუთით ასე ჩვენი დროით 1.05-ის ალბათ ნაისჰაშის ბირჟაზე რაღაცამ ისევ გაუბერა და ორდერი რომ გყენებოდა ასე 50500$ მაინც ახურდავებდა 1 წუთის მანძილზე მაგდენზე, რამდენის დახურდავება მოასწრეს არ ვიცი, მაგრამ რასაც ვუყურებ მინიმუმ რამდენიმე ათასის თანხაა დახურდავებული, პირადათ ამიგდია ეგრე 700$+ ერთ დახურდავებაზე რამდენჯერმე ეთერაზე, ეხლა ვერ გამოვიჭირე ვერაფერი რახან ძველი ორდერი მეყენა 47000$-ზე და მე ვერაფერი ვერ დამიხურდავა რა თქმა უნდა https://www.nicehash.com/my/tradeview/BTCUSDT

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.