Jump to content

Recommended Posts

Posted

მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო Ethereum ETF ვაჭრობა საფონდო ბირჟებზე, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტამ დაფიქსირდა რეკორდული დღიური ფასის კლება 7%-ით, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა სამ თვის მანძილზე. წერის მომეტში Ethereum 3182 აშშ დოლარი ღირს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Kanchanara/unsplash.com 

Bitcoin-ის ფასი 2%-ით შემცირდა 64 ათას აშშ დოლარამდე, ბოლო 12 საათის განმავლობაში ციფრული აქტივების ბაზარი შემცირდა 250 მლნ აშშ დოლარზე მეტით და ერთ დღეში მისმა ზარალმა თითქმის 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

როგორც Reuters-მა აღნიშნა, ბოლო კვირებში მსოფლიოს მრავალი კომპანიის აქციები ღირებულება შემცირდა - განსაკუთრებით ესენია ტექნოლოგიური კომპანიების ფასიანი ქაღალდები და რისკის აქტივები, რომელთა აღმავლობა და ვარდნა ხშირად ემთხვევა კრიპტოვალუტების კურსის მოძრაობას. 

Bloomberg-ის თანახმად კრიპტო ბაზრის კლება დაემთხვა ოთხშაბათს აშშ-საფონდო ბირჟის მაჩვენებლების ვარდნას, რასაც სააგენტომ უწოდა ყველაზე უარესი დღე 2022 წლის შემდეგ და ეს მოვლენა ახსნა ინვესტორების ენთუზიაზმის შემცირებით ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პერსპექტივების გამო ასევე მათი შესაძლებლობების - აენაზღაურებინათ ჩადებული ინვესტიციები. 

ტექნოლოგიურად მძიმე NASDAQ ინდექსი შემციდა 3.6%-ით 17.342 პუნქტამდე, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2022 წლის შემდეგ. ამერიკული საფონდო ინდექსი NASDAQ 100, რომელიც მოიცავს ბირჟაზე 100 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის აქციებს, შემცირდა 1 ტრლნ აშშ დოლარზე მეტით ერთ დღეში, ხოლო შვიდი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის ჯამური კაპიტალიზაცია ერთ დღეში 760 მლრდ აშშ დოლარით შემცირდა. 

მათი კვალად, შემცირდა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კომპანიების აქციები, როგორიცაა მაინინგ ფირმები. Coinbase-მა დაკარგა ღირებულების 2.3%, ხოლო Riot Platforms-მა და Marathon Digital-მა - 3.4-4%, შესაბამისად. 

 

Posted

არანაირი გავლენა არა აქვს ჯერ-ჯერობით მაგის გაშვებას, თუმცა იგივე სიტუაცია იყო ბიტკოინის etf-ზეც, 40000$ დაეცა 47000$ გაცდენის შემდეგ, მაგრამ მერე 50000$ ავიდა რამდენიმე კვირაში და მაგის შემდეგ უკვე ფაქტიურათ 1 თვეში გაცდა უკვე 70000$ ბიტკოინის კურსი, ანუ არ ჩანდა გაშვების შემდეგ რომ რამე დიდი მატება დაფიქსირდებოდა ახლო მომავალში

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.