Magdalena Posted July 24, 2024 Posted July 24, 2024 ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანოებმა შემოიღეს ციფრული აქტივების კლასიფიკატორი კანონპროექტ MiCA-ს წესების შესასრულებლად ევროპის საბანკო ორგანომ, ევროპის სადაზღვევო და საპენსიო მართვის ორგანომ და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სამმართველომ გამოაქვეყნეს ერთობლივი საკონსულტაციო დოკუმენტი, რომელიც ასახავს ციფრული აქტივების სამომავლო სტანდარტებსა და კლასიფიკაციას. კლასიფიკატორი მოიცავს მეთოდიკას იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა ციფრული აქტივი MiCA-ს წესებს, იგი ეფუძნება კითხვებს მინიშნებების გამოყენებით, როგორიცაა - ვინ არის ტოკენის ემიტენტი და არის თუ არა იგი ბლოკჩეინზე დაფუძნებული თუ ფინანსური დერივატივების ტიპი. მარეგულირებლების თქმით, კრიპტოაქტივების ერთიანი კლასიფიკატორი უნდა დაეხმაროს ინდუსტრიის მონაწილეებს დაადგინონ, შეესაბამება თუ არა აღნიშნული ტოკენი სტანდარტულ კრიპტოაქტივს MiCA-ს წესების მიხედვით, ან შეიძლება თუ არა იგი კლასიფიცირებული იყოს სხვა ტიპის აქტივად, როგორიცაა ელექტრონული ფულის ტოკენი (EMT) ან აქტივებით გამყრებული ტოკენი (ART). მანამდე ამერიკულ კომპანია Circle-ის ევროკავშირში სტრატეგიისა და პოლიტიკის დირექტორმა პატრიკ ჰანსენმა და მთავარმა სტრატეგიულმა დირექტორმა დანტე დისპარტემ განაცხადეს, რომ MiCA-ს წესების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით მომავალი წელი „ გარდამტეხი“ იქნება. https://tinyurl.com/4d4s7ckv Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.