Magdalena Posted July 23, 2024 Posted July 23, 2024 AMD ინტერესს აღვივებს უახლესი Ryzen AI 300 (Strix Point) მობილური პროცესორების მიმართ, რომელთა დებიუტი მიმდინარე თვეში შედგება. კომპანიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ახალი პროდუქტები უფრო სწრაფი იქნება Apple M3 Pro პროცესორთან შედარებით, წერს The Verge. ფოტოს წყარო: AMD AMD იშვიათად ატარებს პირდაპირ შედარებას Apple-ის პროცესორებთან. თუმცა უახლეს პრეზენტაციაზე კომპანიამ ყურადღება გაამახვილა Zen 5 არქიტექტურაზე დაფუძნებული Ryzen AI 300 პროცესორების ტექნიკურ მახასიათებლებზე და მათი წარმადობა შეადარა Intel-ისა და Qualcomm-ის ჩიპებს. AMD-მ ასევე განაცხადა, რომ მისი ახალი მობილური Ryzen აღემატება MacBook Air-ს გამოსახულების დამუშავებაში, 3D რენდერსა და თამაშებში." AMD ამბობს, რომ მისი ახალი ჩიპები "15%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე M3 Pro" Cinebench-ზე და შეუძლია ოთხ დისპლეისთან დაკავშირება "განსხვავებით MacBook Air-ისგან, რომელსაც მხოლოდ ორი დისპლეის მხარდაჭერა აქვს". AMD-ის მტკიცებების დამოუკიდებლად დადასტურება ჯერ არ არის შესაძლებელი. თავად კომპანიას ასევე არ წარმოუდგენია გრაფიკები Ryzen AI 9 HX 370-ისა და Apple M3 Pro-ის შესადარებლად. საჭიროა დაველოდოთ Ryzen AI 300-ზე აგებული პირველი ლეპტოპების და მათი მიმოხილვების გამოჩენას. მიუხედავად ამისა, უახლესი ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ AMD შეიძლება მართალი იყოს თავის მტკიცებებში ნაწილობრივ მაინც. ფოტოს წყარო: Tom's Hardware Tom's Hardware-ის მიხედვით Ryzen AI 9 HX 370 პროცესორის წარმადობის ტესტის შედეგები ახლახანს გამოჩნდა Cinebench R23-ის მონაცემთა ბაზაში. ერთნაკადიან ტესტში პროცესორმა 2010 ქულა დააგროვა, მრავალნაკადიანში - 23 302 ქულა. ამავე მონაცემთა ბაზის მიხედვით ახალი პროდუქტი უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე AMD Ryzen 9 7945HX3D, Intel Core Ultra 9 185H პროცესორები და Apple M3 Max ჩიპი ერთნაკადიან წარმადობაში, რომლებმაც დააგროვეს შესაბამისად 1931, 1849 და 1968 ქულა. მრავალნაკადიან Cinebench R23 ტესტში 23.302 ქულით 12-ბირთვიანი და 24-ნაკადიანი Ryzen AI 9 HX 370 აღმოჩნდა უფრო სწრაფი, ვიდრე 16-ბირთვიანი და 22-ნაკადიანი Intel Core Ultra 9 185H, რომელმაც დააგროვა 16.750 ქულა, მაგრამ ჩამორჩებოდა 16-ბირთვიან და 32-ნაკადიან Ryzen 9 7945HX3D-ს (33.450 ქულა) და 16-ბირთვიან Apple M3 Max-ს (24.028 ქულა). შეგახსენებთ, რომ Apple M3 Pro-ს 12 ბირთვი აქვს. აღსანიშნავია, რომ Cinebench R23 ტესტი Ryzen AI 9 HX 370-ისთვის ჩატარდა Windows 10 ოპერაციული სისტემის პირობებში, რომელსაც Ryzen AI 300 პროცესორები ოფიციალურად არ უჭერენ მხარს. https://tinyurl.com/mpn36pyv Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.