Magdalena Posted July 22, 2024 Posted July 22, 2024 მე-14 თაობის დესკტოპის პროცესორების ნაწილის სახით Intel-მა წარადგინა პროცესორების ახალი სერია, რომლის მახასიათებელია ენერგოეფექტური E-ბირთვების არარსებობა, რაც ამ დრომდე Raptor Lake სერიის სავალდებულო ატრიბუტს წარმოადგენდა. ფოტოს წყარო: Intel წარმოდგენილია სულ 9 ახალი მოდელი, რომლებმაც სახელწოდებაში მიიღეს "E" ინდექსი, თუმცა მახასიათებლების შესაბამისად, სულ 11-ია მათი რაოდენობა. ყველა მათგანი აგებულია ექსკლუზიურად Raptor Cove-ის არქიტექტურის მაღალი წარმადობის P-ბირთვებზე (P-Cores) და Intel-ის თანახმად ორიენტირებულია ინტეგრირებულ სისტემებსა და კომერციულ სეგმენტზე. ახალ პროცესორებს აქვთ ჩვეულებრივი LGA 1700 დიზაინი, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა დისტრიბუტორმა და საცალო ქსელმა წარმოადგინოს მათ საფუძველზე აგებული სისტემები. რესურს Wccftech-ის მიხედვით ახალი ხაზის ფლაგმანია Core i9-14901KE. მას აქვს 8 ბირთვი და 16 ნაკადი, საბაზისო ტაქტის სიხშირე 3.8 გჰც და მაქსიმალური სიხშირე ტურბო-რეჟიმში - 5.8 გჰც. ქეშ-მეხსიერების მოცულობაა 36 მბ L3 და 16 მბ L2. TDP/PL1-ის დონეა 125 ვატი. საინტერესოა, რომ პროცესორზე მხარდაჭერილია აჩქარება, რაც არ არის დამახასიათებელი ინტეგრირებული სისტემებისთვის. ფლაგმანის გარდა ხაზში შედის Core i7 და Core i5 მოდელები, 8 და 6 ბირთვით, შესაბამისად. ენერგოეფექტური T-ვერსიები და ვარიანტები ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე (F) ასევე ხელმისაწვდომი იქნება ყველა სერიისთვის. ახალი მოდელების ჩამონათვალი: Core i9-14901KE - 8 ბირთვი, 5.8 გჰც-მდე სიხშირე, 36 მბ L3, 65 ვატი; Core i9-14901E - 8 ბირთვი, 5.6 გჰც-მდე სიხშირე, 36 მბ L3, 65 ვატი; Core i9-14901TE – 8 ბირთვი, 5.5 გჰც-მდე სიხშირე, 33 მბ L3, 65 ვატი; Core i7-14701E – 8 ბირთვი, 5.4 გჰც-მდე სიხშირე, 33 მბ L3, 45 ვატი; Core i7-14701TE – 8 ბირთვი, 5.2 გჰც-მდე სიხშირე, 33 მბ L3, 45 ვატი; Core i5-14501E - 6 ბირთვი, 5.2 გჰც-მდე სიხშირე, 24 მბ L3, 65 ვატი; Core i5-14501TE – 6 ბირთვი, 5.1 გჰც-მდე სიხშირე, 24 მბ L3, 45 ვატი; Core i5-14401E - 6 ბირთვი, 4.7 გჰც-მდე სიხშირე, 24 მბ L3, 65 ვატი; Core i5-14401TE - 6 ბირთვი, 4.5 გჰც-მდე სიხშირე, 24 მბ L3, 45 ვატი; ფოტოს წყარო: Intel ამ დროისთვის ახალი პროცესორები გაყიდვაში არ გამოჩენილა, ისინი სავარაუდოდ არ არის განკუთვნილი მასობრივი ბაზრისთვის, ამიტომ გარანტირებული არ არის, რომ ისინი ხელმისაწვდომი იქნება საცალო ვაჭრობაში. მაგრამ Intel ასევე ამზადებს სხვა პროცესორებს მხოლოდ P-ბირთებით. კერძოდ, Bartlett Lake-S სერია 12 მაღალი წარმადობის ბირთვით სავარაუდოდ 2025 წელს გამოვა. შესაძლოა, ამ პროცესორების გამოშვება დაკავშირებული იყოს მე-13 და მე-14 თაობის მოდელების სტაბილურობის პრობლემასთან, რადგან E-ბირთვებზე უარის თქმამ შეიძლება პოტენციურად გააუმჯობესოს სიტუაცია გარკვეული გამოყენების შემთხვევებში. https://tinyurl.com/3zcx2rz6 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.