Magdalena Posted July 20, 2024 Posted July 20, 2024 NVIDIA-მ მნიშვნელოვნად გაზარდა Blackwell-ის თაობის ამაჩქარებლების შეკვეთის მოცულობა TSMC-ისგან, იტყობინება TrendForce United Daily News-ზე (UDN) დაყრდნობით. წყაროს ცნობით NVIDIA აპირებს არა 40 ათასი, არამედ 60 ათასი ახალი თაობის ამაჩქარებლის მიღებას და მათგან 50 ათასი იქნება GB200 NVL36 სამონტაჟო სისტემები. ამავდროულად, Blackwell კვლავ დეფიციტური იქნება, როგორც ამას NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი ჯერ კიდევ ზამთარში აცხადებდა. B200 მოიცავს ორ ნაწილს, რომლებიც გაერთიანებულია 2.5D CoWoS-L შეფუთვით და დაკავშირებულია NV-HBI ინტერკავშირით. ჩიპს აქვს 208 მილიარდი ტრანზისტორი, რომლებიც დამზადებულია TSMC-ის custom-იზებული 4NP პროცესის გამოყენებით. GB200 აერთიანებს ორ B200 ამაჩქარებელს და ერთ 72-ბირთვიან Grace Arm პროცესორს. GB200 NVL72 სუპერ ამაჩქარებელი, თავის მხრივ, ერთ სტეკში აერთიანებს 18 1U ნოუდს - თითოეულში წყვილი GB200-ია (დაფა Bianca, 72 × B200 და 36 × Grace), რომლებიც დაკავშირებულია NVLink 5 სალტეთი. ეს სისტემა მოიხმარს 120 კილოვატს, აქვს თხევადი გაგრილების სისტემა და კვების ერთი DC-სალტე. ფოტოზე: NVIDIA GB200 GB200 NVL72-ს საკმაოდ სპეციფიკური მოთხოვნები აქვს გარემოს მიმართ, ამიტომ NVIDIA გვთავაზობს უფრო მარტივ სუპერამაჩქარებელს - GB200 NVL36-ს, რომელიც ყველაზე გავრცელებული უნდა გახდეს ამ სერიაში. ეს პლატფორმაც დაიკავებს მთელ თაროს, მაგრამ იყენებს 2U კვანძებს იმავე Bianca დაფებით (სულ 36xB200 და 18xGrace), ენერგომოხმარება შეადგენს მხოლოდ 66 კვტ-ს. მიუხედავად ამისა, მაინც მოიზარება ორი GB200 NVL36 სტეკის გამოყენება, რომლებიც დაკავშირებულია ინტერკავშირით. ასე რომ, GB200 NVL72 მაინც უფრო ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ფოტოს წყარო: NVIDIA როგორც SemiAnalysis აღნიშნავს, GB200 NVL36 ასევე ხელმისაწვდომი იქნება Ariel დაფებით, რომლებსაც აქვთ თითო B200 და ერთი Grace ჩიპი. და ბოლოს, 2025 წლის მეორე კვარტალში გამოჩნდება B200 NVL72 და B200 NVL36 სისტემები x86 პროცესორებით (Miranda). გარდა ამისა, NVIDIA-მ წარმოადგინა ცალკეული MGX ნოუდები GB200 NVL2 GB200 წყვილით. ზოგადად, კომპანიას დასჭირდება ბევრი B200 ამაჩქარებელი, რათა შეინარჩუნოს ლიდერობა ბაზარზე. UDN-ის მიხედვით GB200 NVL36-ის ფასი იქნება დაახლოებით 1.8 მლნ აშშ დოლარი, GB200 NVL72 ეღირება 3 მლნ აშშ დოლარი, ხოლო უბრალო B100 ამაჩქარებლის ფასი 30-35 ათასი აშს დოლარია გარე მხარის ანალიტიკოსების შეფასებით. თავად კომპანია ოფიციალურად არ ასაჯაროებს თავისი პროდუქციის ღირებულებას. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა ამ ბაზარზე, რომლის წინააღმდეგ მხოლოდ Intel-მა გამოაცხადა საჯაროდ Gaudi AI ამაჩქარებლების ღირებულება. თუმცა, ადრე NVIDIA-ს ხელმძღვანელმა მიანიშნა, რომ B200-ის ფასი დაახლოებით 30-40 ათასი აშშ დოლარი იქნება. https://tinyurl.com/rz6ps92b Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.