Jump to content

Recommended Posts

Posted

Bitcoin-ის ღირებულება ორთვიან მინიმუმამდე დაეცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული გაურკვევლობისა და ტოკიოს გაკოტრებული კრიპტო ბირჟა Mt. Gox-იდან  ბაზარზე Bitcoin-ების შემოდინების შესახებ არსებული ვითარების ფონზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Copilot 

ხუთშაბათს მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი ორთვიან მინიმუმამდე ჩამოვიდა, რაც ერთი თვის წინ დაწყებულ ვარდნის გაგრძელებაა. Bitcoin-ის ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა 57.843 აშშ დოლარამდე, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2 მაისის შემდეგ. Reuters-ის ცნობით კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტამ ღირებულების 6%-ზე მეტი დაკარგა. 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Bitcoin-ის კურსზე გავლენას ახდენს შეშფოთება შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ჯო ბაიდენის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით. „თუ ბაიდენი შეიცვლება და ამაზე ახლა ბევრს ლაპარაკობენ, ახალი კანდიდატი შეიძლება არც ისე ხელსაყრელი იყოს კრიპტოვალუტისთვის“, - განაცხადა საერთაშორისო სოციალური სავაჭრო პლატფორმ eToro-ს ანალიტიკოსმა ჯოშ გილბერტმა. 

მიუხედავად წლის კარგად დაწყებისა, რაც აშშ-ში საბირჟო ვაჭრობის ფონდების (ETFs) ამოქმედებას უკავშირდებოდა და მარტის შუა რიცხვებში განაპირობა რეკორდული მოგება 73.803.25 აშშ დოლარიან დონეზე, წამყვანი კრიპტოვალუტის ღირებულება ახლა 21%-ზე მეტით დაეცა მაქსიმუმთან შედარებით. 

ანალიტიკოსები ასევე ეყრდნობიან ინფორმაციას, რომ ბირჟა Mt. Gox-მა, რომელიც ოდესღაც მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტო სავაჭრო პლატფორმა იყო 2014 წელს გაკოტრებამდე, კრედიტორებისთვის გადახდა დაიწყო. ამან შესაძლოა დამატებითი ზეწოლა მოახდინოს Bitcoin-ის ფასზე, თუ კრედიტორები დაიწყებენ მათ მიერ მიღებული ტოკენების მასობრივ გაყიდვას. 

IG-ის ბაზრის ანალიტიკოსმა ტონი სიკამორიმ განაცხადა: „მოსალოდნელია, რომ Bitcoin-ის ზოგიერთი თავდაპირველი მყიდველი დაიწყებს გაყიდვას ბაზარზე, რაც საკმაოდ მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს. თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ მიუხედავად არსებული სიტუაციისა, Bitcoin-ს შეუძლია ხელახლა დააფიქსიროს მარტის მაჩვენებლები და შესაძლოა გაიზარდოს 80 ათას აშშ დოლარამდე. 

კრიპტობაზრის საერთო კლების ფონზე Ethereum, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა, ასევე იყიდებოდა 1%-ზე მეტით 3213 აშშ დოლარად და მისი ფასი 22%-ზე მეტი შემცრდა მარტში არსებულ მაქსიმუმთან შედარებით. 

Posted

კი კარგი სერიოზული დაცემა ქონდა, დაეცა თებერვლის მაჩვენებლებამდე ბიტკოინის კურსი, თუმცა ეთერეუმი ისევ 1800$+ ფარგლებში გაჩერდა ეხლაც, თუმცა უკვე ორშბათიდან მოყოლებული 54000$-ან კარგ 59000$ გაცდა დღეს უკვე კურსი, ანუ ისევ ზრდა დაიწყო პაუელის აჩერედნოი დაკლადის შემდეგ, მაგის წინ იცის ხოლმე სერიოზული დაცემები თუმცა წინა ეგეთ გამოსვლაზე მარტო 56500$ დააგდეს და ეხლა უკვე 53500$-მდეც ჩამოვიდა, თუმცა აქვს შანსები 70000$ თუ არა სულ მცირე 65000$ გაცდენის ახლო მომავალში ბიტკოინს, ოლიმპიადისთვის შეიძლება გაძლიერდეს საკმაოთ, რატომღაც იცის მაგ პერიოდში კრიპტომ გაძლიერება და მერე ისევ ეცემა ხოლმე აგვისტოს ბოლო-სექტემბრის შვა რიცხვებამდე

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.