Magdalena Posted July 8, 2024 Posted July 8, 2024 Meta Platforms-ის კვლევების განყოფილებამ დანერგა ახალი გენერაციული ალგორითმი 3D Gen, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას მაღალი ხარისხის 3D ობიექტები ტექსტის აღწერილობის საფუძველზე. დეველოპერების თქმით ახალი ნეიროქსელი ანალოგებს აღემატება შექმნილი მოდელების ხარისხითა და გენერაციის სიჩქარით. ფოტოს წყარო: 3D gen „ამ სისტემას შეუძლია შექმნას 3D ობიექტები მაღალი გაფართოების ტექსტურებით“, - ნათქვამია სოციალურ ქსელ Meta Threads-ში. ასევე აღინიშნება, რომ ნეიროქსელი მნიშვნელოვნად აღემატება მსგავს ალგორითმებს გენერირებული ობიექტების ხარისხით და მათთან შედარებით 3-10-ჯერ უფრო სწრაფია გენერირების სიჩქარის მხრივ. Meta 3D Gen-ს შეუძლია შექმნას 3D ობიექტები და ტექსტურები მარტივი ტექსტის აღწერილობიდან ერთ წუთზე ნაკლებ დროში. ფუნქციურად ახალი ალგორითმი ზოგიერთი არსებული ანალოგის მსგავსია, როგორებიცაა Midjourney და Adobe Firefly. განსხვავება ის არის, რომ 3D Gen ქმნის მოდელებს, რომლებიც მხარს უჭერენ ფიზიკურად კორექტულ რენდერს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნეიროქსელის მიერ შექმნილი მოდელები შეიძლება გამოყენებულ იქნას რეალურ ცხოვრებაში ობიექტების მოდელირებისა და რენდერინგის აპლიკაციებში. "Meta 3D Gen არის ორეტაპიანი მეთოდი, რომელიც აერთიანებს ორ კომპონენტს: ერთი ტექსტის 3D-ად გადაქცევისთვის და მეორე - ტექსტის ტექსტურებად გადაქცევისთვის", - ნათქვამია ალგორითმის აღწერაში. დეველოპერების თქმით ეს მიდგომა საშუალებას იძლევა შეიქმნას „უფრო მაღალი ხარისხის 3D გენერაცია იმერსიული კონტენტისთვის“. 3D Gen აერთიანებს ორ ძირითად ენის მოდელს, Meta AssetGen-სა და TextureGen-ს. Meta აცხადებს, რომ პროფესიონალი 3D მხატვრების გამოხმაურების საფუძველზე კომპანიის ახალი ტექნოლოგია უპირატესია კონკურენტ ანალოგებზე, რომლებიც ასევე იძლევა ტექსტის აღწერიდან 3D ობიექტების გენერირების საშუალებას. https://tinyurl.com/ycy4cyuk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.