Jump to content

Recommended Posts

Posted

მობილურ ბენჩმარკ AnTuTu-ს დეველოპერებმა გამოაქვეყნეს Android სმარტფონების წარმადობის ახალი რეიტინგი ივნისის ტესტის მონაცემებზე დაყრდნობით. ფლაგმანური მოწყობილობების სეგმენტში კვლავ გაიმარჯვა გეიმინგ სმარტფონმა Asus ROG Phone 8 Pro. მანამდე ის ასევე ლიდერობდა აპრილის რეიტინგში, მაგრამ მაისში პირველი ადგილი დაკარგა Vivo X100s-თან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: GSMArena 

ყოველი თვის დასაწყისში AnTuTu-ს დეველოპერები აქვეყნებენ სტატისტიკას ფლაგმანურ სეგმენტში ყველაზე მაღალი წარმადობის Android სმარტფონების, ასევე საშუალო დონის სმარტფონების შესახებ. სტატისტიკა ეფუძნება ჩინეთის მონაცემებს და მოიცავს მხოლოდ იმ მოწყობილობებს, რომლებიც მინიმუმ ათასჯერ იქნა გამოცდილი. 

image.jpeg 

ივნისში ყველაზე მაღალი წარმადობის Android სმარტფონი ფლაგმანურ სეგმენტში AnTuTu-ს მიხედვით, იყო Asus ROG Phone 8 Pro, რომელმაც აჩვენა საშუალო შედეგი 2.135.740 ქულა. მას მოჰყვა Oppo Find X7 2.103.557 ქულით. მესამე ადგილზეა iQOO Neo9S Pro 2.097.626 ქულით. 

მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა Red Magic 9 Pro+ სმარტფონი 2.080.236 ქულით. შემდეგ ოთხ ადგილს იზიარებს Vivo-ს და მის ქვებრენდ iQOO-ს მოწყობილობები - X100 Ultra, X100 Pro, iQOO 12 და X100. OnePlus 12 მეცხრე პოზიციაზეა, ათეულს კი Oppo Find X7 Ultra ხურავს. ივნისის ათ ყველაზე მაღალი წარმადობის მქონნე Android სმარტფონს შორის ექვსი მოწყობილობა აღჭურვილია Qualcomm Snapdragon 8 Gen 3-ით, დანარჩენი ეფუძნება MediaTek Dimensity 9300-ს ან Dimensity 9300+-ს. 

image.jpeg 

საშუალო დონის მოწყობილობების ზედა სეგმენტს ლიდერობდა OnePlus Ace 3V Snapdragon 7+ Gen 3-ით, რომლის მაჩვენებელი საშუალოდ 1.434.328 ქულას შეადგენდა. მის შემდეგ მოდის იმავე ჩიპზე აგებული Realme GT Neo6 SE. მესამე ადგილზეა Redmi K70E Dimensity 8300 Ultra-ით, მას მოჰყვება Snapdragon 7+ Gen 2-ზე დამყარებული Realme GT Neo5. იგივე ჩიპი გამოიყენება Redmi Note 12 Turbo-ში, რომელმაც ივნისის რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა. 

მეექვსედან მეცხრე ადგილებზე განთავსებული ოთხი სმარტფონი წარმოდგენილია Dimensity 8200 პროცესორით - ესენია Oppo Reno12 (ჩინური ვერსია), iQOO Z8 (ჩინური ვერსია), iQOO Neo7 SE და Redmi Note12T Pro. ათეულს ხურავს 2022 წელს გამოშვებული OnePlus Ace Dimensity 8100 Max. 

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.