Jump to content

Recommended Posts

Posted

კრიპტოვალუტის ბირჟMt.Gox-ის გახმაურებული გაკოტრებიდან ათი წლის შემდეგ კომპანიის კრედიტორები, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბირჟის მომხმარებლები, საბოლოოდ მიიღებენ ანაზღაურებას. ბოლო 10 წლის განმავლობაში Bitcoin-ის ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდის წყალობით ბევრ მათგანს შეუძლია ასტრონომიული მოგების მოლოდინი ჰქონდეს, აცხადებს CNBC. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Erling Løken Andersen / Unsplash 

2014 წელს იმდროინდელმა უმსხვილესმა კრიპტო ბირჟა Mt.Gox-მა, რომელიც ახორციელებდა ტრანზაქციებს Bitcoin-სა და ეროვნულ ვალუტებს შორის, გაკოტრება გამოაცხადა ჰაკერების მხრიდან თავდასხმების სერიის შემდეგ, რის შედეგად მოიპარეს დაახლოებით 850 000 Bitcoin. ბირჟის დახურვის დროს ერთი Bitcoin დაახლოებით 600 შშ დოლარი ღირდა და ზარალის მთლიანი ოდენობა მაშინ დაახლოებით 480 მლნ აშშ დოლარად იყო შეფასებული. 

თუმცა, წლების განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის ღირებულება 100-ჯერ გაიზარდა და დღეს Bitcoin-ის ფასი 60 ათას აშშ დოლარს აჭარბებს. ბირჟის გაკოტრების დროს „გაყინული“ Mt.Gox-ის მომხმარებლების აქტივები ახლა ღირს ათობით და ზოგ შემთხვევაში ასჯერ მეტი ორიგინა თანხასთან შედარებით. ერთ-ერთმა მოსარჩელემ, გრეგორი გრინმა ილინოისიდან, 2014 წელს შეიტანა სარჩელი Mt.Gox-ის წინააღმდეგ და ამტკიცებდა, რომ მის ანგარიშზე 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin იყო. დღეს ამ აქტივების ღირებულება შეფასებულია 2.5 მლნ აშშ დოლარად ანუ მოხდა ზრდა 10000%-ით. თუმცა, როგორც CNBC აღნიშნავს, უცნობია, რა თანხას მიიღებს ის. 

ბირჟის გაკოტრების პროცედურის ზედამხედველობაზე სასამართლოს მიერ დანიშნული მმართველის თქმით მომხმარებლებისთვის ანგარიშსწორება ივლისიდან დაიწყება. მთლიანობაში დაახლოებით 20 ათასი ადამიანი მიიღებს კომპენსაციას, ხოლო გადახდების მთლიანი ოდენობა იქნება დაახლოებით 140.000 Bitcoin (დაახლოებით 9 მლრდ აშშ დოლარი ამჟამინდელი კურსით). გადახდები განხორციელდება როგორც Bitcoin-ში, (BTC) ასევე Bitcoin Cash-ით (BCH), ორიგინალი კრიპტოვალუტის ფორკით. 

მოსალოდნელია, რომ მომხმარებელთა უმეტესობა ამჯობინებს გადახდების მიღებას კრიპტოვალუტაში, ვიდრე ფიატური ფული. ეს ასევე გამოწვეულია საგადასახადო შედეგებით, რადგან ბევრ იურისდიქციაში, სადაც კაპიტალის მოგების მაღალი გადასახადია, კრედიტორებს შეუძლიათ დაზოგონ მნიშვნელოვანი თანხები მიღებული Bitcoin-ების საფულეში შენახვით და არა მათი გაყიდვით. 

ამავდროულად, JPMorgan Chase-ის ანალიტიკოსებმა გამოთქვეს გაფრთხილება, რომ Mt.Gox-ის კრედიტორების მიერ Bitcoin-ების მასიურმა გაყიდვამ შეიძლება გამოიწვიოს ამ კრიპტოვალუტის ფასის მოკლევადიანი ვარდნა ივლისში. თუმცა, ბაზრის აღდგენა აგვისტოშიმოსალოდნელი. 

საინტერესოა, რომ Mt.Gox-ის ბევრი უმსხვილესი კრედიტორი არის ცნობილი ფიგურა კრიპტოვალუტების სამყაროში, კერძოდ, მათ შორისაა Bitcoin-ის ადრეული ინვესტორი როჯერ ვერი, Blockstream-ის თანადამფუძნებლები - (კომპანია, რომელიც ქმნის კრიპტოვალუტის პროდუქტებსა და სერვისებს ) - ადამ ბეკი და გრეგ მაქსველი, ასევე Bitcoin Foundation-ის ყოფილი ხელმძღვანელი ბრიუს ფენტონი. ექსპერტების აზრით მათი უმეტესობა ამჯობინებს არ გაყიდოს თავიანთი მონეტები უახლოეს მომავალში. 

Mt.Gox-ის გაკოტრება ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო აღმოჩნდა და მომავალი გადახდები ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე მოვლენაბლოკჩეინის ტექნოლოგიების სამყაროში. 

Posted

რაც არ უნდა იყოს დღეს ჯერ-ჯერობით განაგრძობს დაცემას ბიტკოინი და ეთერეუმიც მიყვა რა თქმა უნდა, 63800$-ან რაზეც მოასწრო ორშაბათისთვის ასვლა უკვე დააგდეს ჯერ 56800$-მდე დაახლოებით, თუმცა მაგის შემდეგ ჯერ-ჯერობით 58000$ ფარგლებშია ბიტკოინი გაჩერებული

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.