Jump to content

Recommended Posts

Posted

რამდენიმე კვირის წინ კონფერენცია WWDC-ის ფარგლებში Apple-მა დააანონსა მობილური ოპერაციული სისტემის შემდეგი ვერსია, iOS 18. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის სტაბილური ვერსია საჯაროდ შემოდგომაზე გახდება ხელმისაწვდომი, Apple-მა უკვე დაიწყო მუშაობა iOS 19-სა და კომპანიის სხვა ოპერაციული სისტემების განახლებებზე, რომლებიც მომავალ წელს გამოჩნდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: 9to5mac.com 

ამის შესახებ Bloomberg-ის ჟურნალისტმა მარკ გურმანმა განაცხადა. ჟურნალისტის თქმით Apple-მაოფიციალურად დაიწყო მუშაობა 2025 წლის მთავარ ოპერაციულ სისტემებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ნაადრევად მოგეჩვენოთ, გურმანი აღნიშნავს, რომ განვითარების ეს გრაფიკი Apple-ისთვის ნორმალურია. ასევე ცნობილია, რომ iOS 19 მუშავდება კოდური სახელით Luck. macOS 16-ს ეწოდებოდა Cheer, watchOS 12-ს - Nepali, ხოლო VisionOS 3-ს Discovery. ჯერჯერობით უცნობია, რა სიახლეების დანერგვას გეგმავენ დეველოპერები მომავალ განახლებებში. 

რაც შეეხება iOS 18-ს, პროგრამული პლატფორმის ანონსის შემდეგ OS-ის პირველი ბეტა-ვერსია ხელმისაწვდომი გახდა აპლიკაციების შემქმნელებისთვის. iOS 18-ის მეორე ბეტა ვერსია დეველოპერებისთვის მიმდინარე თვის შუა რიცხვებში გამოვიდა. OS-ის პირველი სამომხმარებლო ბეტა-ვერსია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩამოტვირთვისთვის შემდეგ თვეში. iOS 18-ის სტაბილური ვერსიის გავრცელება შემოდგომაზე ახალი iPhone-ების გამოშვებასთან ერთად დაიწყება. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.