Jump to content

Recommended Posts

Posted

მარკ ცუკერბერგის თქმით Meta "თითქმის მზად არის" წარადგინოს უახლესი შერეული რეალობის მოწყობილობის პროტოტიპი. ამერიკელ ბლოგერ კეინ სატერთან ინტერვიუში Meta-ს ხელმძღვანელმა მოწყობილობას „სრულიად ჰოლოგრაფიული“ სათვალე უწოდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Mark Zuckerberg 

ყველა ადამიანისთვის, ვისაც იგი ვაჩვენე, რეაქცია თავბრუდამხვევი იყო. მოუთმენლად ველი, რომ მოწყობილობა უფრო მეტ ადამიანს წარვუდგინო, - განაცხადა ცუკერბერგმა. 

კომპანია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე ყოველწლიურ კონფერენცია Connect-ის ფარგლებში წარადგენს შერეული რეალობის სათვალის პირველ ვერსიას, ეს იქნება პროექტ სახელწოდებით Orion. სავარაუდოდ, მოწყობილობა არ გამოვა გაყიდვაში წარდგენიდან მალევე, მაგრამ უახლესი ტექნოლოგიის დემონსტრირებამ შეიძლება გამოიწვიოს აღფრთოვანება Meta-ს ინვესტიციებთან დაკავშირებით ამ სფეროში. 

„ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ პროტოტიპის, არამედ სრული სამომხმარებლო ვერსიის შექმნაზე“, - აღნიშნა ცუკერბერგმა. 

მან აღნიშნა, რომ მოწყობილობის პროტოტიპი შესაძლოა არ გამოიყურებოდეს "ყველაზე ელეგანტურად". ცუკერბერგ არ დაუზუსტებია დეტალები, მაგრამ სათვალეს, სავარაუდოდ, ექნება სქელი ჩარჩო, რათა მოთავსდეს შერეული რეალობის მოწყობილობა. ამავდროულად, Meta-ს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ "საუბარია აუცილებლად სათვალეზე" და არა შერეული რეალობის ჰედსეტზე, როგორიცაა Meta Quest ან Apple Vision Pro. გასულ წელს Meta-ს ტექნიკურმა დირექტორმა და Reality Labs-ის განვითარების ხელმძღვანელმა ენდრიუ ბოსვორთმა განაცხადა, რომ მომავალი AR სათვალე შეიძლება იყოს „პლანეტის ყველაზე მოწინავე მოწყობილობა ამ სეგმენტში“. 

ცუკერბერგის თქმით მოთხოვნამ Meta Ray-Bans სათვალეზე, რომელსაც აქვს ინტეგრირებული კამერები და ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ არ აქვ ციფრული დისპლეი, კომპანიის მოლოდინს გადააჭარბა. ამიტომ, Meta-მ გადაწყვიტა ფოკუსირება მოეხდინა AR-ტექნოლოგიის რაც შეიძლება მეტ მომავალ პროდუქტში ინტეგრირებაზე, ამავდროულად შეინარჩუნა მოწყობილობისთვის სათვალის ფორმა. 

ადრე ვფიქრობდი, რომ გვჭირდებოდა სრულფასოვანი ჰოლოგრამები რეალობის ეფექტის გასაძლიერებლად. მაგრამ ხელოვნურმა ინტელექტმა ხელი შეუწყო ისეთი დიდი ნაბიჯების გადადგმა, რომ ახლა ვფიქრობ, უფრო მარტივი რეალიზაციის პროდუქტი უფრო მიმზიდველი იქნება“, - აღნიშნა ცუკერბერგმა. 

წლების განმავლობაში Meta-მ მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადო განყოფილება Reality Labs-ში, რომელიც პასუხისმგებელია უახლესი პროდუქტების შექმნაზე, მათ შორის VR და AR მოწყობილობებისა და Metaverse-ის ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით. თუმცა, ცუკერბერგის თქმით, შესაძლოა მრავალი წელი იყოს საჭირო, რათა ამ ყველაფერმა მნიშვნელოვანი მოგების გამომუშავება შეძლოს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.