Magdalena Posted July 2, 2024 Posted July 2, 2024 კრიპტო ბირჟა Bybit გახდა მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა მსოფლიოში ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით, მას შემდეგ რაც აქტიურად დაიწყო გაკოტრებული FTX პლატფორმის ყოფილი მომხმარებლების მოზიდვა. ფოტოს წყარო: Sajad Nori/Unsplash გენერალურ დირექტორ ბენ ჩჟოუს თქმით Bybit-ის ზრდა გაძლიერდა FTX-ის მიერ დატოვებული სივრცის სერვისით შევსებით, რომელიც საშუალებას აძლევს ციფრული ტოკენების გამოყენებას გირაოს სახით მარჟინალურიშ ვაჭრობისთვის, აცხადებს ახალი ამბების პლატფორმა South China Morning Post. ”როდესაც FTX დაიშალა, ჩვენ დავინახეთ გარკვეული შესაძლებლობა,” - თქვა ჩჟოუმ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა სემ ბენკმენ-ფრიდის პოპულარული, მაგრამ თაღლითური პლატფორმის დაშლაზე, რომელსაც ახლახანს მიესაჯა ხანგრძლივი პატიმრობა. ანალიტიკურ კომპანია Kaiko-ს მონაცემებით Bybit-ის სავაჭრო მოცულობის წილი ოქტომბრის შემდეგ გაორმაგდა 16%-მდე, მარტში გადაუსწრო აშშ-ის ლიდერ Coinbase Global-ს. ჩჟოუს პლატფორმა მხოლოდ Binance Holdings-ს ჩამორჩება სპოტ და დერივატივების ტრანზაქციების მოცულობით. FTX-ის დაშლის შემდეგ Bybit-მა გამოუშვა სავაჭრო ანგარიში, რომელიც საშუალებას აძლევს 160-ზე მეტი ტოკენის გამოყენებას ჯვარედინი მარჟინალური ვაჭრობისთვის. თუმცა, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ არარეალიზებული მოგება ახალი პოზიციების გასახსნელად. ”ჩვენ გავაკეთეთ ისეთი რამ, რაც არავის ჰქონდა”, - თქვა ჩჟოუმ. და ზოგადად, კომპანიისთვის ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, რადგან კრიპტოვალუტების ბაზარი ახალ ზრდას განიცდის Bitcoin-ის განახევრების და 2022 წელს FTX-ის დაშლასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ. Bybit-ის უმსხვილესი ბაზარი ამჟამად ევროპაა, რომელიც სავაჭრო მოცულობის დაახლოებით 30-35%-ს შეადგენს. ცალკე, დაახლოებით მეხუთედი მოდის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე (დსთ). თუმცა, Bybit-ს მანევრირება უწევს დასავლეთისა და შეერთებული შტატების სანქციების გამო. ბირჟა ამოწმებს რუს მომხმარებლებს და იცავს „ძალიან მკაცრ სანქციების წესებს“, ხაზს უსვამს ჩჟოუ. საინტერესოა, რომ კომპანია გეგმავს ოფისის გახსნას საქართველოში - ყაზახეთში ბირჟის მუშაობის ნებართვის მიღების შემდეგ. აგვისტოში ასევე იგეგმება ოფისის გახსნა ნიდერლანდებში. Bybit ასევე ყურადღებას ამახვილებს პლატფორმებსა და პრემიუმ ბროკერებს შორის ურთიერთობაზე, რომლებიც მთავარ როლს ასრულებენ კრიპტო ბაზარზე ლიკვიდობის უზრუნველყოფაში. მაისში ბირჟამ დაიწყო ამ ბროკერებთან ურთიერთობის გადახედვა, რათა უზრუნევლეყო მათზე უფრო მკაცრი კონტროლი. კომპანიას ჰყავს 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი და არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტო ბირჟა მსოფლიოში. გასულ წელს პლატფორმაზე ვაჭრობის მოცულობამ 2.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც Binance-ის 6.3 მლრდ აშშ დოლარის სავაჭრო მოცულობის ნახევარს უახლოვდება. https://tinyurl.com/2cw8thda Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.