Jump to content

Recommended Posts

Posted

Nvidia-მ გამოუშვა GeForce RTX 4070 Ti Super-ის ახალი ვერსია, რომელიც ორიგინალისგან გრაფიკული პროცესორით განსხვავდება. AD102 გრაფიკული ჩიპის შემცირებული ვერსია აღმოაჩინეს მომავალ MSI GeForce RTX 4070 Ti Super Ventus 3X Black OC-ში. მახასიათებლების მიხედვით ახალი ვიდეო ბარათი თითქმის არაფრით განსხვავდება ადრე გამოშვებული Ventus 3X მოდელისგან, რომელიც დამყარებულია AD103-ზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

GeForce RTX 4070 Ti Super გამოვიდა იანვარში და აქვს AD103-275 გრაფიკული პროცესორი 8448 CUDA ბირთვით. ჩვეულებრივ RTX 4070 Ti-ში გამოყენებულია AD104-400 GPU 7680 CUDA ბირთვით. VideoCardz-ის თანახმად GeForce RTX 4070 Ti მალე გაყიდვაში გამოვა Ada Lovelace თაობის მოდიიცირებული ფლაგმანურ გრაფიკული პროცესორის - AD102-225-ის ბაზაზე. 

image.jpeg 

MSI GeForce RTX 4070 Ti Super გრაფიკულ პროცესორ AD102-ის ბაზაზე. ფოტოს წყარო: MSI 

გავრცელებული ინფორმაციით, AD102-ზე დამყარებულ GeForce RTX 4070 Ti Super-ს ექნება 8448 CUDA ბირთვ, როგორც AD103 ჩიპი მქონე ვერსიას. სავარაუდოა, რომ საუბარი ეხება ფლაგმანურ AD102 პროცესორის ჩვეულებრივ წუნდებაზე, რომელიც არ იყო შესაფერისი GeForce RTX 4090 და RTX 4090D ვიდეო ბარათების უფროს მოდელებში გამოსაყენებლად. 

AD102-ზე დაფუძნებულ MSI RTX 4070 Ti Super-ს ასევე აქვს ვიზუალური განსხვავებები. მისი ზომა 322 × 136 × 62 მმ, ხოლო AD103 ვერსიის ზომებია 308 × 120 × 52 მმ. გარდა ამისა, "ახალი" ვერსიის წონაა 1464 გრამი, ხოლო "ძველი" - 1107 გრამი. ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება კი დაკავშირებულია ენერგმოხმარებასთან. AD102 ვერსიის შემთხვევაშიგი გაიზარდა 285-დან 295 ვატამდე. AD102-ზე დამყარებულ ბარათს ასევე აქვს კონდენსატორების განსხვავებული რაოდენობა, რომლებიც გამოიყენება PCB-ის უკანა მხარეს, სადაც მდებარეობს GPU. 

image.jpeg 

AD102 ჩიპის მქონე ვერსია 

image.jpeg 

AD103 ჩიპის მქონე ვერსია 

როგორც გაირკვა, MSI-ის გარდა, AD103 ჩიპის საფუძველზე GeForce RTX 4070 Ti Super ვიდეო ბარათს ასევე ამზადებს Inno3D. GPU-Z პროგრამის სკრინშოტი თავისი მახასიათებლებით გააზიარა მომხმარებელმა Wnxod-მა. ჯერჯერობით არცერთი ეს ბარათი არ არის გასაყიდად ხელმისაწვდომი. 

image.jpeg 

Inno3D-ის GeForce RTX 4070 Ti Super AD102-ის ბაზაზე. ფოტოს წყარო: X/@wnxod 

  • Thanks 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.