Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Apple არ გამოუშვებს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტ Apple Intelligence-ს ევროკავშირში 2024 წელსმარეგულირებელი გაურკვევლობის გამო, წერს CNBC. 

Apple Intelligence-ის გარდა ევროკავშირის მომხმარებლებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი iPhone Mirroring და SharePlay. კომპანია თვლის, რომ "DMA თავსებადობის მოთხოვნებმა შეიძლება დაარღვიოს პროდუქტის ერთიანობა, რაც საფრთხეს უქმნის მომხმარებლის კონფიდენციალურობას და მონაცემთა უსაფრთხოებას." 

iPhone Mirroring საშუალებას იძლევა ნახოთ და აკონტროლოთ თქვენი სმარტფონის ეკრანი თქვენს Mac-ზე. SharePlay-ით შეგიძლიათ გადაიტანოთ ეკრანის სურათი თქვენი iPad-დან ან iPhone-დან სხვა მოწყობილობაზე და ამით მოახდინოთ მედია ფაილების, ფილმების, სატელევიზიო შოუების ნახვის სინქრონიზაცია მეგობრებთან, ნათესავებსა და კოლეგებთან საუბრისას. 

ევროკავშირმა DMA მიიღო 2023 წელს Amazon-ის, Apple-ის, Alphabet-ის, Meta-ს, Microsoft-ისა და ByteDance-ის მონოპოლიის გამო. მარეგულირებლების თქმით ტექნოლოგიური გიგანტები მცირე კომპანიებს მათთან კონკურენციის გაწევის საშუალებას არ აძლევენ. სხვა საკითხებთან ერთად DMA მოითხოვს, რომ გაჯეტის საბაზისო ფუნქციებმა იმუშაონ კონკურენტ ეკოსისტემებსა და მოწყობილობებზე. 

მსხვილ კომპანიებს აგრეთვე ეკრძალებათ: 

  • უპირატესობა მიანიჭონ თავიანთ პროდუქტებს კონკურენტების პროდუქტების ნაცვლად; 
  • სხვადასხვა სერვისის პერსონალური მონაცემების გაერთიანება; 
  • გამოიყენონ მესამე მხარის გამყიდველების ინფორმაცია მათთან კონკურენციაში. 

სიაში შესულმა კომპანიამ მომხმარებლებს უნდა მისცეს ონკურენტი პლატფორმებიდან აპლიკაციების ჩამოტვირთვის საშუალება. 

Apple-მა განაცხადა, რომ იმუშავებს ევროპულ ხელისუფლებასთან და „შეეცდება იპოვო გამოსავალი, რომელიც საშუალებას მისცემს მას მიაწოდოს ფუნქციები ევროკავშირის მომხმარებლებს უსაფრთხოების დარღვევის გარეშე“.Bottom of Form 

ივნისში Apple-მა გამოაცხადა ChatGPT-ის ინტეგრაცია თავის მოწყობილობებში და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მასშტაბური ინიციატივა Apple Intelligence. ახალი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პროგრამული უზრუნველყოფა არ იქნება ხელმისაწვდომი ევროკავშირის 27 ქვეყნის მომხმარებლებისთვის, მაგრამ ხელმისაწვდომი გახდება სხვა იურისდიქციებში და მხოლოდ შერჩეულ მოწყობილობებზე ამერიკულ ინგლისურ ენაზე. 

შეგახსენებთ, Apple-მა მოლაპარაკება გამართა Meta-სთან ხელოვნური ინტელექტის სფეროში პოტენციური პარტნიორობის შესახებ. კომპანია ასევე კონტაქტშია სხვა მსხვილ დეველოპერებთან, როგორებიცაა: Google, Anthropic და Perplexity. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.