Magdalena Posted June 25, 2024 Posted June 25, 2024 Datacenter Dynamics-ის თანახმად კომპანია xAI-ის ყველაზე მძლავრი ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერის აღჭურვილობას, რომელსაც ილონ მასკი ზედამხედველობს, Dell-ი და Supermicro-ს მიაწვდიან. საუბარია სერვერებზე, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება NVIDIA-ს მაღალი წარმადობის NVIDIA ამაჩქარებლები. სიახლის გამოცხადების შემდეგ ორივე კომპანიის აქციების ღირებულება გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ xAI ცდილობს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი გამოთვლითი კომპლექსის შექმნის პროექტის რეალიზებას, რომელიც ორიენტირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის ამოცანებზე. სუპერკომპიუტერის აწყობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს სისტემა, რომელიც შეიცავს 100 ათას NVIDIA H100 ამაჩქარებელს. ხოლო 2025 წლის ზაფხულში იგეგმება NVIDIA B200-ის უახლესი ამაჩქარებლების 300 ათასიანი კლასტერის ექსპლუატაციაში გაშვება. იმის შესახებ, რომ Dell Corporation იღებს მონაწილეობას xAI-ის მასშტაბურ პროექტში, მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ დელმა განაცხადა. თავად მასკმა დაადასტურა ეს ინფორმაცია: მისი თქმით, Dell „აწყობს თაროების ნახევარს, რომლებიც სუპერკომპიუტერის ნაწილი იქნება“. Supermicro პასუხისმგებელი იქნება სისტემის დანარჩენი ნაწილის აწყობაზე. არსებული ინფორმაციით, xAI-ის უზარმაზარი მონაცემთა ცენტრი, სახელად "AI Gigafactory", განთავსდება მემფისის მიმდებარედ, ტენესის შტატში. ამჟამად არ არის ცნობილი, თუ რა პროპორციით იქნება განაწილებული მანქანების სამშენებლო სამუშაოები Dell-სა და Supermicro-ს შორის. პროექტის ღირებულება მილიარდობით აშშ დოლარად არის შეფასებული. ფოტო: Michael Dell xAI ამჟამად ქირაობს დაახლოებით 16 ათას NVIDIA H100 ამაჩქარებელს Oracle Cloud-ში, ასევე იყენებს Amazon-ის ვებ-სერვისებს და თავისუფალ სიმძლავრეებს X/Twitter-ის მონაცემთა ცენტრის პლატფორმებზე. 2024 წლის მაისში სტარტაპმა დაასრულა სერიის B დაფინანსება, რომლის დროსაც შეგროვდა 6 მლრდ აშშ დოლარი, რის შედეგადაც xAI-ს საბაზრო ღირებულებამ მიაღწია 24 მლრდ აშშ დოლარს. შექმნილი სუპერკომპიუტერი, სხვა საკითხებთან ერთად, გამოყენებული იქნება შემდეგი თაობის xAI Grok ჩატ-ბოტის მუშაობის მხარდასაჭერად. https://tinyurl.com/4xc4zevj Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.