Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

OpenAI განიხილავს მართვის სტრუქტურის შეცვლას კომერციულ ბიზნესად. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ოლტმენმა აქციონერებთან განცხადა, წერს The Information ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. 

კომერცილ კორპორაცია B-Corp-ის შექმნა არის ერთ-ერთი სცენარი, რომელსაც დირექტორთა საბჭო სავარაუდოდ განიხილავს. ეს ნაბიჯი გზას გაუხსნის პოტენციურ IPO-ს. თებერვალში OpenAI-მ დახურა აქციების კერძო გაყიდვა 86 მლრდ აშშ დოლარის ღირებულებით. 

ამ შემთხვევაში კომპანიას შეეძლება მიიღოს მოგება და ამავდროულად მიაღწიოს თავდაპირველ მიზანს - წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ სიკეთეში. 

„ჩვენ ვრჩებით ორიენტირებულნი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს. არაკომერციული ორგანიზაცია არის ჩვენი მისიის ბირთვი და გააგრძელებს არსებობას“, - განაცხადეს OpenAI-ის წარმომადგენლებმა Reuters-ისთვის მიცემულ კომენტარში. 

შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს ილონ მასკმა OpenAI-სა და ოლტმენს უჩივლა შეთანხმების დარღვევისთვის „ტექნოლოგიის განვითარების შესახებ კაცობრიობის საკეთილდღეოდ და არა მოგებისთვის“. 

ივნისში მილიარდერმა სარჩელი მოხსნა საქმის განახლების შესაძლებლობით. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.