Magdalena Posted June 20, 2024 Posted June 20, 2024 OpenAI განიხილავს მართვის სტრუქტურის შეცვლას კომერციულ ბიზნესად. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ოლტმენმა აქციონერებთან განაცხადა, წერს The Information ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. კომერცილ კორპორაცია B-Corp-ის შექმნა არის ერთ-ერთი სცენარი, რომელსაც დირექტორთა საბჭო სავარაუდოდ განიხილავს. ეს ნაბიჯი გზას გაუხსნის პოტენციურ IPO-ს. თებერვალში OpenAI-მ დახურა აქციების კერძო გაყიდვა 86 მლრდ აშშ დოლარის ღირებულებით. ამ შემთხვევაში კომპანიას შეეძლება მიიღოს მოგება და ამავდროულად მიაღწიოს თავდაპირველ მიზანს - წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ სიკეთეში. „ჩვენ ვრჩებით ორიენტირებულნი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს. არაკომერციული ორგანიზაცია არის ჩვენი მისიის ბირთვი და გააგრძელებს არსებობას“, - განაცხადეს OpenAI-ის წარმომადგენლებმა Reuters-ისთვის მიცემულ კომენტარში. შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს ილონ მასკმა OpenAI-სა და ოლტმენს უჩივლა შეთანხმების დარღვევისთვის „ტექნოლოგიის განვითარების შესახებ კაცობრიობის საკეთილდღეოდ და არა მოგებისთვის“. ივნისში მილიარდერმა სარჩელი მოხსნა საქმის განახლების შესაძლებლობით. https://tinyurl.com/mpwh3dkv Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.