Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung-მა CES 2024-ზე წარადგინა Flex In & Out Flip კონცეფციის სმარტფონი დრეკადი დისპლეით, რომელიც იკეცება როგორც შიგნით, ასევე გარეთ. გასულ წელს გამოშვებული Galaxy Z Flip5-ისგან განსხვავებით კონცეპტის 6.7-დუიმიანი დისპლეის გამოყენება შეიძლება დახურულ მდგომარეობაშიც. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: cnet.com 

Samsung-ის სტენდის მნახველებს უფლებას არ აძლევდნენ თავად დაეკეცათ მოწყობილობა, თუმცა დეტალურად უჩვენებდნენ მის მუშაობას. როდესაც Flex In & Out Flip გარე მიმართულებითაა დაკეცილი, ერთი ნახევარი მეორეზე მოკლეა და არ ფარავს კამერას. შედარებით გრძელი მხარე საკმარისად დიდია იმისთვის, რომ გამოჩნდეს სმარტფონის მენიუს რამდენიმე პიქტოგრამა, მედიაფაილების ელემენტები, ბატარეის დამუხტვის დრო და დონე. ეკრანზე ჩანდა სადემონსტრაციო ვიდეო და არა მოწყობილობის რეალური ინტერფეისი, თუმცა ეს საკმარისი იყო გასაგებად, თუ როგორ არის სამომხმარებლო სივრცე ადაპტირებული კორპუსის მდგომარეობასთან. 

image.jpeg 

ადრე Samsung-მა საზოგადოებას უჩვენა დასაკეცი Galaxy Z Fold სმარტფონის კონცეპტი ეკრანის ორივე მიმართულებით დაკეცვის შესაძლებლობით, ახლა კი მსგავსი კონცეფცია Flip ფორმატშია დანერგილი. გაყიდვაში არსებულ Samsung Galaxy Z Flip5 მოდელს აქვს საკმაოდ დიდი გარე ეკრანი წინამორბედთან შედარებით, მასზე ბევრად უფრო მოსახერხებელია ზოგიერთი აპლიკაციის გამოყენება და შეტყობინებების წაკითხვა. მაგრამ ეს მაინც ცალკე დისპლეია და საჭიროა დააკონფიგურიროთ იგი ცალკე და აირჩიოთ რომელი აპლიკაციები იქნება მასზე ხელმისაწვდომი.  

image.jpeg 

Samsung-მა აღნიშნა, რომ უკვე გამოცადა შემდეგი თაობის დასაკეცი დისპლეი ექსტრემალურ -20-დან +60 ° C-მდე ტემპერატურზე და კალათბურთის ბურთის მოხვედრის შემთხვევაში. CES 2024-ზე კომპანიამ ასევე წარმოადგინა სხვა საინტერესო პროექტები, მათ შორის Flex Liple სმარტფონის კონცეპტი ეკრანით, რომელიც იკეცება ზედა კიდესთან; დასაკეცი Rollable Flex, რომლის დისპლეი ხუთჯერ იზრდება გაშლისას და მაღალი გაფართოების ეკრანები შერეული რეალობის ჰედსეტებისთვის. 

Posted

კომპანია Samsung-მა წარადგინა Galaxy XCover7 და Galaxy Tab Active5 - სმარტფონი და პლანშეტი, რომლებიც განკუთვნილია ექსტრემალურ გარემო პირობებში გამოყენებისთვის. ორივე მოწყობილობას აქვს დაცული კორპუსი, უზრუნველყოფილია გაზრდილი მობილურობა მეხუთე თაობის (5G) ქსელში მუშაობის მეშვეობით, ასევე გააჩნიათ წინა თაობის მოდელებთან შედარებით გაზრდილი წარმადობა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

Galaxy XCover7-ს აქვს 6.6.-დუიმიანი დისპლეი 2408 × 1080 პიქსელი (FHD+)ფართოებით და 6 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მექანიკური დაზიანებისგან ეკრანი დაცულია Corning Gorilla Glass Victus+ მინით. მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია IP68 და MIL-STD-810H სტანდარტების შესაბამისად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი გაუძლებს 1.5 მეტრამდე წყალში ყოფნას და 1.8 მეტრი სიმაღლიდან ვარდნას. 

image.jpeg 

დისპლეის ზედა ნაწილში მოცემულია წვეთის ფორმის ჭრილი, რომელშიც განთავსებულია 5-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა (f/2.0). კორპუსის უკანა მხარეს წარმოდგენილია 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა (f/1.8). მხარდაჭერილია ვიდეოს გადაღება 1080p გაფართოებით, წამში 30 კადრი სიჩქარით. 

image.jpeg 

სმარტფონის აპარატულ საფუძველს წარმოადგენს 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოებული მიკროპროცესორი MediaTek Dimensity 6100+. ხელმისაწვდომია 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება. მხარდაჭერილია 1 ტბ-მდე microSD მეხსიერების ბარათის განთავსება. უსადენო კავშირს უზრუნველყოფს ინტეგრირებული Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac და Bluetooth 5.3 მოდულები. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 4050 მა/სთ მოცულობის ბატარეა 15-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. დამტენ მოწყობილობასთან დაკავშირებისთვის განკუთვნილია ინტერფეისი USB Type-C. 

Galaxy XCover7-ის ზომაა 169 × 80.1 × 10.2 მმ და იწონის 240 გრამს, პროგრამული პლატფორმის სახით გამოიყენება Android 14 საფირმო ინტერფეისით One UI 6. მოწყობილობა ხელმისაწვდომია მხოლოდ შავი ფერის ვარიანტად. 

image.jpeg 

პლანშეტ Galaxy Tab Active5-საც დაცული კორპუსი აქვს და შეესაბამება IP68 და MIL-STD-810H სტანდატებს. აქვს 8-დუიმიანი დისპლეი 1920 × 1200 პიქსელი გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. შესაძლებელია პლანშეტის გამოყენება საფირმო სტაილუს S Pen-ის მეშვეობით. დაზიანებისგან ეკრანს იცავს Corning Gorilla Glass 5. ხელმისაწვდომია 5 მპ ფრონტალური (f/2.2) და ძირითადი 13 მპ კამერა (f/1.9), შესაძლებეია 4K ვიდეოს გადაღება წამში 30 კადრი სიჩქარით. 

Galaxy Tab Active5-ის წარმადობაზე პასუხისმგებელია უცნობი 8-ბირვიანი, 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოებული მიკროპროცესორი. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება 6/128 გბ და 8/256 გბ მეხსიერების მოდელებად. პლანშეტს შეუძლია იმუშაოს ბატარეის გარეშე 20 ვატი სიმძლავრის კვების წყაროდან. 

image.jpeg 

პლანშეტის ზომაა 231.8 × 126.8 × 10.1 მმმ და იწონის 43 გრამს. იგი მუშაობს Android 14-სა და საფრმო One UI 6-ზე. 

ორივე მოწობილობა გაყიდვაში მიმდინარე წელს გამოვა, მათი ფასები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. 

Posted

Samsung-მა ფლაგმანურპროცესორი Exynos 2400 ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში წარადგინა ოფიციალურად. შემდეგ მწარმოებელმა გამოაცხადა, რომ ჩიპი ფლაგმანური Galaxy S24 სერიის ზოგიერთი სმარტფონის საფუძველი გახდებოდა, მაგრამ ამის შესახებ თითქმის არაფერი უთქვამს. ამჟამად Samsung-მა გამართა პრეზენტაცია Galaxy Unpacked, რომელზეც დააანონსა Galaxy S24 სერი, მაგრამ პროცესორის მახასიათებლებზე ისევ მოკრძალებულად დუმდა. საბედნიეროდ, მონაცემები მალევე გამოჩნდკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

Samsung-მა დაადასტურა, რომ Exynos 2400 - ეს არის 10-ბირთვიანი პროცესორი. მისი მთავარი ბირთვი Cortex-X4 მუშაობს 3.20 გჰც სიხშირეზე. ჩიპის შეადგენლობაში ასევე შედის ორი Cortex-A720 ბირთვი 2.9 გჰც სიხშირით, სამი Cortex-A720 ბირთვი 2.6 გჰც სიხშირით და ოთხი 2.0-გიგაჰერციანი Cortex-A520 ბირთვი. ეს გახლავთ Samsung-ის პირველი პროცესორი, რომელიც დამზადებულია ახალ საფირმო ტექნოპროცეს 4LPP-ის საფუძველზე შეფუთვის ტექნოლოგი FOWLP-ის (Fan Out Wafer Level Packaging) გამოყენებით. 

Exynos 2400-ში აგრეთვე შედის AMD RDNA 3 არქტექტურის საფუძველზე შექმნილი გრაფიკული ამაჩქარებელი Samsung Xclipse 940. მასზე მხარდაჭერილია აპარატული რეითრეისინგი, ცვლადი ჩრდილების ტექნოლოგია, აგრეთვე მასშტაბირების ტექნოლოგია FidelityFX Super Resolution (FSR). სამწუხაროდ კომპანიას არ გაუსაჯაროვებია iGPU-ის ორი მნიშვნელოვანი დეტალი - WGP ბლოკების რაოდენობა და სიხშირე. ადრეული არაოფიციალური ცნობების თანახმად გრაფიკული ბირთვი Xclipse 940 მუშაობს დაახლოებით 1.1 გჰც სიხშირეზე. Samsung აღნიშნავს, რომ Exynos 2400-ზე მხარდაჭერილია 4K გამოსხულების გამოტანა წამში 120 კადრამდე სიხშირით ან 1440p გაფართოება წამში 144 კადრი სიხშირით გარე მოწობილობის გამორთვის შემთხვევაში. 

image.png 

კომპანია ამტკიცებს, რომ Exynos 2400-ში ინტეგრირებული ნეირონული ძრავი (NPU) 14-ჯერ მაღალი წარმადობისაა წინამორბედ Exynos 2200-ის NPU-თან შედარებით. განახლებული ნერონული ძრავის შემადგენლობაში გამოყენებულია ორი GNPU (საეთო დანიშნულების NPU) და ორი SNPU (მცირე NPU). TOPS (ტრილიონი ოპერაცია წამში) წარმადობის ზუსტ მაჩვენებელს კომპანია არ ასახელებს. 

პროცესორი Samsung Exynos 2400 წარმოდგენილი იქნება Galaxy S24 და Galaxy S24+ სმარტფონების საერთაშორისო ვერსიებში გარდა იმ მოწყობილობებისა, რომლებიც გაიყიდება აშშ-ში, ჩინეთში, კანადასა და იაპონიაში. ამ ბაზრებზე კომპანია გაყიდის მოწყობილობებს, რომლებიც დამყარებული იქნება Qualcomm-ის პროცესორ Snapdragon 8 Gen 3-ზე. 

  • 1 month later...
Posted

ღონისძიება Samsung Galaxy Unpacked-ის წინ, რომელიც ივლისში გაიმართება, ინტერნეტში გამოჩნდა დასაკეც სმარტფონ Samsung Galaxy Z Fold 6-ის პირველი რენდერები. სმარტფონის პრეზენტაცია სავარაუდოდ ამ ღონისძიებაზე შედგება. 

image.png 

ფოტოს წყარო: Onleaks/Smartprix/The Verge 

SmartPrix-ისა და OnLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული არაოფიციალური რენდერები მიხედვით Galaxy Z Fold 6-ის ბევრად უფრო კუთხოვან დიზაინი აქვს Galaxy Z Fold 5-ისგან განსხვავებით, ითაც უფრო ახლახან გამოშვებულ Galaxy S24 Ultra-ს წაგავს. 

დანარჩენ შემთხვევაში Galaxy Z Fold 6 მრავალი თვალსაზრისით Galaxy Z Fold 5-ის მსგავსია. მის უკანა პანელზე განთავსებულია იგივე სამკამერიანი სისტემა, კორპუსის ზედა ნაწილში მოცემულია სამი მიკროფონი და დინამიკის ჭრილი, ქვედა მხარეს - კიდევ ერთი მიკროფონი, დინამიკის ჭრილი და USB-C პორტი. Galaxy Z Fold 5-ის მსგავსად ხმის მარეგულირებელი და ჩართვის ღილაკი კორპუსის მარჯვენა მხარესაა, SIM ბარათის სლოტი - მარცხენა მხარეს. 

Smartprix-ის ცნობებით Galaxy Z Fold 6-ის ზომა 153.5 x 132.5 x 6.1 მმ გაშლილ მდგომარეობაში, შესაბამისად იგი ოდნავ უფრო მოკლე და განიერია წინამორბედთან შედარებით. შიდა ეკრანის დიაგონალია 7.6 დუიმი, ხოლო გარე დისპლეის ზომა - დაახლოებით 6.2 დუიმი. 

როგორც Smartprix ვარაუდობს, ახალ სმარტფონში წარმოდგენილი იქნება Snapdragon 8 Gen 3 ჩიპი, 12/16 გბ ოპერატიული და 1 ტბ ფლეშ მეხსიერება. ეკრანები, სავარაუდოდ, იქნება OLED პანელები 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მთავარი კამერა, როგორც ჩანს, მოიცავს 50-მეგაპიქსელიან სენსორს, 12-მეგაპიქსელიან ულტრა ფართო კუთხის სენსორს და 10-მეგაპიქსელიან ტელეობიექტივს. ფრონტალური კამერის გაფართოება სავარაუდოდ 10 მეგაპიქსელი იქნება. 

 

  • 3 months later...
Posted

Samsung Galaxy Z Fold6-ის ოფიციალური ანონსის მოლოდინში მწარმოებელმა რამდენჯერმე დაუშვა მოწყობილობის სურათების გავრცელდება, ამჯერად კი მისი ტექნიკური მახასიათებლები გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი - Samsung-ის ვებ-გვერდზე არსებული სქრინშოტები გამოქვეყნდა Smartprix რესურსის მიერ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: smartprix.com 

გასული წლის Samsung Galaxy Z Fold5 იწონიდა 253 გრამს, ზომები შეადგენს 154.9 × 67.1 × 13.4 მმ-ს დაკეცვისას და 154.9 × 129.9 × 6.1 მმ გაშლილ მდგომარეობაში. ახალი მოდელის წონა იქნება 239 რამი, ხოლო ზომები - შესაბამისად 153.5 × 68.1 × 12.1 მმ და 153.5 × 132.6 × 5.6 მმ. ახალი სმარტფონი იქნება უფრო თხელი და მსუბუქი, შედარებით მოკლე, მაგრამ განიერი. დაკეცვისას გი უფრო მეტად ჰგავს ტრადიციულ მოწყობილობას. ახალ პროდუქტსა და მის წინამორბედს შორის ეკრანის ასპექტის თანაფარდობის სხვაობა უფრო მნიშვნელოვანი იქნება. 

image.jpeg 

Samsung Galaxy Z Fold6-ის გარე დისპლეის დიაგონალი იქნება 6.3 დუიმი, გაფართოებით 968 × 2376 პიქსელი - ასპექტის თანაფარდობა22.1:9, ხოლო ძველ მოდელს ჰქონდა 23.1:9; გარდა ამისა, ეს არის LTPS პანელი 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით. შეიცვლება შიდა ეკრანიც: მისი დიაგონალი იქნება 7.6 დუიმი გაფართოებით 1856 × 2160 შარშანდელი 1812 × 2176 პიქსელის ნაცვლად. ახალი ასპექტის თანაფარდობა10.5:9 - ეკრანი უფრო კვადრატის მსგავსია. 

image.jpeg 

image.jpeg 

პროცესორის მოდელი ცალსახად არ არის მითითებული - Samsung ამას იშვიათად აკეთებს - მაგრამ ცნობილია, რომ საუბარია 8-ბირთვიან ჩიპზე, რაც ნიშნავს, რომ ეს არის Qualcomm Snapdragon და არა 10-ბირთვიანი Exynos. ოპერატიული მეხსიერება იმავე, 12 გბ მოცულობის იქნება, ხოლო ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა - 512 გბ. 

image.jpeg 

image.jpeg 

Galaxy Z Fold6-ის ბატარეას კვლავ 4400 მა/სთ მოცულობა ექნება და მისი დამუხტვის სიმძლავრე თითქმის არ შეიცვლება. USB Type-C პორტი შეესაბამება USB 3.2 Gen 1 მახასიათებელს, მათ შორისაა Wi-Fi 6 (ax), Bluetooth 5.3, NFC, UWB და, რა თქმა უნდა, 5G. 

image.jpeg 

სამ ძირითად კამერაში წარმოდგენილი იქნება 50-მეგაპიქსელიან მთავარი მოდული (f/1.8, ოპტიკური სტაბილიზაცია, ვიდეო გადაღების მხარდაჭერა 8K გაფართოებით 30 კადრ წამში); 10-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო ობიექტივი 3x ზუმით და ოპტიკური სტაბილიზაციით; ასევე 12-მეგაპიქსელიანი ულტრა ფართო კუთხი(120°) კამერა. გარე დისპლეი წარმოდგენილი იქნება წინა 10-მეგაპიქსელიანი კამერით, ხოლო შიდა ეკრანზე ხელმისაწვდომია 4-მეგაპიქსელიანი კამერა. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით Samsung Galaxy Z Fold6-ის ფასი გაიზრდება 100 აშშ დოლარით წინამორბედთან შედარებით. დასაკეცი სმარტფონის ანონსი მოსალოდნელია ღონისძიება Galaxy Unpacked-ზე, რომლის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ მოსალოდნელია 10 ივლისს. 

  • 2 weeks later...
Posted

მორიგი საზაფხულო ღონისძიება Samsung Unpacked გაიმართება 10 ივლისს პარიზში, განაცხადა კორეელმა კომპანიამ. საპრეზენტაციო ვიდეო მიუთითებს დასაკეცი მოწყობილობებზე და თავად კომპანია განმარტავს: „მოემზადეთ აღმოაჩინოთ Galaxy AI-ის ძალა, რომელიც ახლა ჩაშენებულია Galaxy Z-ის უახლეს სერიასა და მთელ Galaxy ეკოსისტემაში“. ასევე მოსალოდნელია სიახლე Samsung Galaxy Ring-ის შესახებ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: news.samsung.com 

თუ დაუდასტურებელ ინფორმაციას დავიჯერებთ, Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6 სმარტფონებში ცვლილებები უმნიშვნელო იქნება: Z Flip6 მიიღებს ოდნავ უფრო დიდ ბატარეას, ხოლო Z Fold6-ს ექნება უფრო კვადრატული კორპუსი. არაფერია რევოლუციური, Samsung-ის დასაკეცი მოწყობილობების ხაზი მართლაც ნელა ვითარდება. 

ღონისძიებაზე ყველაზე საინტერესო ანონსი შეიძლება იყოს არა რომელიმე სმარტფონი, არამედ სიახლე სმარტ-ბეჭედ Galaxy Ring-ის გამოშვების შესახებ, რომელიც გამოცხადდა წლის დასაწყისში ზამთრის ღონისძიება Unpacked-ზე და პირდაპირ ეთერში იქნა ნაჩვენები Mobile World Congress-ზე. 

ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, სავარაუდოდ, ისევ Galaxy AI იქნება - პირველი Unpacked პრეზენტაცია, ისევე როგორც Google I/O, Microsoft Build და Apple WWDC ღონისძიებები, მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის თემას. Samsung ასევე გადასცემს Unpacked-ს პირდაპირ ეთერში თავის მთავარ ვებ-გვერდზე, სიახლეების განყოფილებაში, ასევე YouTube არხზე - ღონისძიება დაიწყება 10 ივლისს. 

  • 2 weeks later...
Posted

Samsung-ის ზაფხულის ღონისძიება Galaxy Unpacked 10 ივლისს გაიმართება, სადაც კომპანია სავარაუდოდ წარადგენს დასაკეც Galaxy Z Fold6 და Z Flip6 სმარტფონებს. ინსაიდერმა ევან ბლასმა უკვე გამოავლინა ორივე მოწყობილობის მახასიათებლები და ასევე გამოაქვეყნა მათთვის მიძღვნილი მარკეტინგული მასალები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Evan Blass 

სმარტფონები უფრო მსუბუქი და თხელი გახდა, მათი ეკრანები ოდნავ შეიცვალა და ბატარეის მოცულობა გაიზარდა წინამორბედებთან შედარებით. გარდა ამისა, Samsung Galaxy Z Flip6-მა მიიღო მთარგმნელის რეჟიმი: მის ორ ეკრანზე ნაჩვენებია ტექსტი სხვადასხვა ენაზე, რათა დიალოგის ორივე მონაწილემ შეძლოს მისი წაკითხვა. მოწყობილობებს გააჩნია IP48 დაცვა, თუმცა ეს დიდად არ არის წინგადადგმული ნაბიჯი: ეს სტანდარტი გულისხმობს დაცვას 1 მმ-მდე ზომის მცირე ნაწილაკებისგან და არა მტვრისგან, რამაც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში დააზიანოს დრეკადი ეკრანის სახსრები. 

Samsung Galaxy Z Fold6-ს ექნება 7.6-დუიმიანი შიდა და 6.3-დუიმიანი გარე ეკრანები - პირველის სიკაშკაშე გაიზარდა 2600 კდ/მ²-მდე - გასული წლის მოდელს ჰქონდა 1750 კდ/მ². სმარტფონი მუშაობს აქტუალურ Qualcomm Snapdragon 8 Gen 3 პროცესორზე; ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა LTE ინტერნეტ რეჟიმში გაიზარდა ერთი საათით, ხოლო ვიდეოს გაშვებისას - ორით. წინა თაობასთან შედარებით მოწყობილობა 14 გრამით მსუბუქია, 1.4 მმ-ით მოკლე, 1 მმ-ით განიერი და 1.3 მილიმეტრით უფრო თხელი დაკეცილ მდგომარეობაში; ხოლო 1.4 მმ-ით მოკლე, 2.7 მმ-ით განიერი და 0.5 მმ-ით თხელი, როდესაც გაშლილია. 

Samsung Galaxy Z Fold6 წარმოდგენილია უფრო გამძლე ალუმინის კორპუსით (Armor Aluminum); გარე ეკრანი გაიზარდა 0.1 დუიმით. მთავარი ეკრანის გაფართოება შეიცვალა 2176 × 1812-დან 2160 × 1856 პიქსელამდე. კამერები, 4400 მა/სთ მოცულობის ბატარეა და ეკრანის დაცვა Gorilla Glass Victus 2 უცვლელი დარჩა. 

image.jpeg 

Samsung Galaxy Z Flip6-ის შიდა და გარე ეკრანების დიაგონალების ზომებია 6.7 და 3.4 დუიმი, შესაბამისად. გარე ეკრანი IPS პანელზეა აგებული და არა OLED-ზე. მთავარ კამერაში 12 მეგაპიქსელიანის ნაცვლად მოცემულია 50-მეგაპიქსელიანი სენსორი იმავე f/1.8 დიაფრაგმით. სმარტფონი მუშაობს მძლავრ Qualcomm Snapdragon 8 Gen 3 პროცესორზე, ოპერატიული მეხსიერება 8-დან 12 გბ-მდე გაიზარდა. 

დაკეცვისას მოწყობილობა 0.2 მმ-ით უფრო თხელი გახდა, დანარჩენი ზომები და წონა უცვლელი დარჩა. ბატარეის მოცულობა გაიზარდა 3700-დან 4000 მა/სთ-მდე. LTE ინტერნეტის რეჟიმში მუშაობის დრო ორი საათით გაიზარდა, ხოლო ვიდეოს ჩართვისას – სამით. ახალ მოდელზეც წარმოდგენილია დამცავი მინა Gorilla Glass Victus 2. 

Posted

image.jpeg 

Samsung Corporation-მა წარმოადგინა დასაკეცი სმარტფონები Galaxy Z Fold 6, Galaxy Z Flip 6, ასევე ყურსასმენები Galaxy Buds 3 და Galaxy Buds 3 Pro ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციებით. 

image.png 

Galaxy Z Fold 6. წყარო: Samsung 

1900 აშშ დოლარიანი Galaxy Z Fold 6 უფრო მსუბუქი და თხელია, პროცესორი ოპტიმიზბულია ხელოვნური ინტელექტის ამოცანები დამუშავებისთვის. 1100 აშშ დოლარიან Galaxy Z Flip 6-ს აქვს ბატარეის მუშაობის უფრო დიდი ხანგრძლივობა, მაღალი გაფართოების კამერა და გაგრილების რეჟიმი. 

image.png 

Galaxy Z Flip 6. წყარო: Samsung.  

სმარტფონები გვთავაზობენ ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებულ ინსტრუმენტებსა და ფუნქციებს. მათ შორისაა თარგმანი, შეჯამება და ჩანაწერების ავტომატური ფორმატირება ხმოვანი ჩანაწერების მხარდაჭერით, ტექსტის თარგმნა PDF ფაილებში, ელ.ფოსტის ტექსტის გენერირება საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით, სურათების შექმნა და სხვა. 

image.png 

Galaxy Buds. წყარო: Samsung. 

ნეიროქსელების გამოყენების წყალობით Galaxy Buds-ს დაემატამოსმენის რეჟიმ“, რომელიც გთავაზობთ რეალურ დროში ხმოვან თარგმან, მაგალითად, როდესაც უსმენთ ლექციას უცხო ენაზე. გაუმჯობესდა ხმის და კავშირის ხარისხი. 

Google-ის აპლიკაცია Gemini ინტეგრირებულია Galaxy Z-ის ახალ სერიებში და მომხმარებლებს ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პერსონალურ ასისტენტგამოყენების შესაძლებლობას ანიჭებს. გასააქტიურებლად შეგიძლიათ გადაფურცლთ ეკრანის კუთხეში ან თქვთ „Hey Google“. ჩატ-ბოტი დაემატა უამრავ აპლიკაციას, როგორიცაა Google Maps და YouTube. 

Samsung-ის ინოვაციების ხანგრძლივმა ისტორიამ შესაძლებლობა მოგვცა გავმხდარიყავით ლიდერები სმარტფონების ინდუსტრიაში, შეგვექმნა დასაკეცი მოწყობილობები და შეგვებიჯებინა მობილური ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ახლა ჩვენ მოხარული ვართ, რომ გავაერთიანოთ ეს ორი დამატებითი ტექნოლოგია და ხელმისაწვდომად ვაქციოთ ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის მთელს მსოფლიოში. ჩვენი დასაკეცი მოწყობილობები აკმაყოფილებს თითოეული მომხმარებლის უნიკალურ საჭიროებებს. ახლა კი, გაძლიერებული Galaxy AI-ს ძალით, ისინი გვთავაზობენ სრულიად ახალ გამოცდილებას“, - განაცხადა ტაე მუნ რომ, პრეზიდენტმა და Samsung Electronics-ის განყოფილება Mobile Experience-ის ხელმძღვანელმა. 

Apple-მა ადრე გამოაცხადა ChatGPT-ის ინტეგრაციის და ფართომასშტაბიანი AI ინიციატივის, Apple Intelligence-ის წამოწყების შესახებ. ლონ მასკი იმუქრება, რომ აკრძალავს კომპანიის მოწყობილობებს, თუ მათში ChatGPT იქნება ინტეგრირებული. 

შეგახსენებთ, რომ ივნისში Samsung-მა წარმოადგინა წარმოების ტექნოლოგიების მთელი რიგი მომავალი გაუმჯობესება, რომლებიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შემქმნელების მოზიდვას. 

  • 1 month later...
Posted

მედია წერდა Samsung-ის გეგმების შესახებ, გამოეშვა დასაკეც სმარტფონ Galaxy Z Fold6-ის „თხელი“ ვერსია მიმდინარე წლის დასაწყისში. ახლა ცნობილი გახდა, რომ ამ მოწყობილობის გამოშვება, რომელსაც სავარაუდოდ Galaxy Z Fold6 Slim ერქმევა, შესაძლოა 25 სექტემბერს სამხრეთ კორეაში მოხდეს. 

image.jpeg 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი დასაკეცი Samsung სმარტფონის სისქე 10 მმ-ზე ოდნავ მეტი იქნება. მოწყობილობას ექნება უფრო დიდი 8- და 6.5-დუიმიანი დისპლეებ ორიგინალ Galaxy Z Fold6-თან შედარებით, რომელიც წარმოდგენილია 7.6- და 6.3-დუიმიანი ეკრანებით. აღნიშნულია, რომ Samsung „ყველაფერს აკეთებს“, რათა ახალი სმარტფონი „კიდევ 0.1 მილიმეტრით უფრო თხელი“ გახდეს. 

Galaxy X Fold6 Slim-ში კიდევ ერთი საინტერესო ცვლილება შეიძლება იყოს ეკრანის უკან მდებარე ტიტანის უკანა პანელის გამოჩენა. წყაროს ცნობით, Samsung-მა დაასრულა ტიტანის უკანა პანელის შემუშავება, თუმცა ახალ სმარტფონში მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუ Galaxy Z Fold6 Slim-ს ფოლადის ნაცვლად ტიტანის უკანა პანელი ექნება, ეს შეამცირებს მოწყობილობის წონას.  

გარდა ამისა, Samsung-მა შესაძლოა გააუმჯობესოს ეკრანში ჩაშენებული კამერა. არაოფიციალური ცნობებით იგეგმება გამოიყენონ 5-მეგაპიქსელიანი სენსორი 4-მეგაპიქსელიანი კამერის ნაცვლად, რომელიც 2021 წლიდან გამოიყენება Galaxy Z Fold სერიის სმარტფონებში. Samsung სავარაუდოდ გამოუშვებს Galaxy Z Fold6 Slim-ს სამხრეთ კორეასა და ჩინეთში, ხოლო სტანდარტული Galaxy Z Fold6 გაიყიდება დანარჩენ მსოფლიოში. 

  • 1 month later...
Posted

2025 წელს სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung-მა შესაძლოა გამოუშვას სმარტფონი დრეკადი დისპლეით, რომელიც სამად იკეცება. ამის შესახებ პორტალი GSMArena ინდუსტრიის ინსაიდერებზე მითითებით წერს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მწარმოებელი უკვე მზად არის აწარმოოს ტექნოლოგიური თვალსაზრისით ახალი სმარტფონი და ასევე მოამზადა მიწოდების ჯაჭვი საჭირო კომპონენტებისთვის. 

image.jpeg 

სამჯერ კეცვადი სმარტფონი Huawei XT / ფოტოს წყარო: Huawei 

თუმცა, ახალ მოწყობილობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ყოფილა ოფიციალური კომუნიკაცია Samsung Mobile Experience განყოფილებისგან, რომელიც პასუხისმგებელია დასაკეცი სმარტფონების წარმოებაზე. წყაროს ცნობით Samsung-მა 10%-ზე მეტით შეამცირა შეკვეთები დასაკეც OLED პანელებზე, რადგან მოთხოვნა Galaxy Z Fold6 და Galaxy Z Flip6 სმარტფონებზე მწარმოებლის მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა. 

მოხსენებაში ნათქვამია, რომ Samsung Display წელს გამოუშვებს 12 მილიონ დასაკეც OLED პანელს, რაც 40%-ით ნაკლებია შარშან მიწოდებულ 20 მილიონ დისპლეისან შედარებით. ეს რიცხვი მოიცავს დისპლეებს Galaxy-სერიის  პროდუქტებისთვის, ასევე სხვა მწარმოებლების მოწყობილობებისთვის, როგორებიცაა Xiaomi, Vivo და Oppo. 

Galaxy Z Fold6-სა და Galaxy Z Flip6-ზე დაახლოებით 8 მილიონი დისპლეი მოდის, მწარმოებელი კი თავდაპირველად გეგმავდა 10 მილიონი სმარტფონის მიწოდებას. როგორც ახალი, ისე ძველი მოწყობილობების გაყიდვების კლების ტენდენცია ნარჩუნდება რამდენიმე წელია. Samsung-ის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ეს ვითარება, არის უფრო იაფი Galaxy Flip-ის გამოშვება, რაც მოქნილი დისპლეის ფორმ-ფაქტორს უფრო ფართო აუდიტორიისთვის მისაწვდომს გახდის. 

  • 2 months later...
Posted

Samsung Galaxy S25 სერიის სმარტფონების დებიუტი სავარაუდოდ 22 იანვარს ღონისძიება Galaxy Unpacked-ის ფარგლებში შედგება. რაც უფრო ვუახლოვდებით ამ თარიღს, უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება სამხრეთკორელი კომპანიის ახალი ფლაგმანების შესახებ. ამჯერად ინტერნეტში გამოჩნდა ცისფერი კორპუსის მქონე Galaxy S25-ისა და Galaxy S25 Ultra-ს სურათები, რისი წყალობით უკვე შეგიძლია შეაფასოთ მომავალი ახალი პროდუქტების დიზაინი. 

image.jpeg 

Galaxy S25 Ultra / ფოტოს წყარო: gizmochina.com 

წყაროს ცნობით, გამოქვეყნებულ ფოტოებზე მოცემული Galaxy S25 და Galaxy S25 Ultra ვერსიები დამზადებულია Icy Blue და Titanium Blue ფერებში, შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დასახელება მიუთითებს, რომ ფერებში არსებობს გარკვეული განსხვავებებ, ეს არც ისე შესამჩნევია მოწოდებულ სურათებზე. 

image.jpeg 

Galaxy S25 

ორივე სმარტფონი წარმოდგენილია Spigen Crystal Flex-ის გამჭვირვალე ქესებით, რაც საშუალებას გაძლევთ ნახოთ Samsung-ის ფლაგმანების დიზაინის ყველა დეტალი. დისპლეის გარშემო არსებული ჩარჩოები თხელია ბოლო დროს გამოშვებულ ნებისმიერ ფლაგმანთან, მათ შორის Apple iPhone 16 Pro Max-თან შედარებით. 

image.jpeg 

Galaxy S25 Ultra 

ეს დეტალი ემთხვევა ცნობილ ინსაიდერ Ice Universe-ის ბოლო განცხადებას, რომელმაც დაწერა, რომ Galaxy S25 სმარტფონებს ექნება ყველაზე თხელი ჩარჩო ბაზარზე. ჩარჩოების ზუსტი სიგანე ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ვიზუალურად ისინი უფრო თხელია Galaxy S25-ის ბევრ პოტენციურ კონკურენტთან შედარებით. ამავდროულად, სმარტფონების ზომები, როგორც ჩანს, წინამორბედების მსგავსია. 

image.jpeg 

Galaxy S25 

არსებული მონაცემებით, Galaxy S25-ს ექნება მაგნიტურ უსადენოამუხტვის მხარდაჭერა, რაც Apple-ის MagSafe-ის ერთგვარი ანალოგი გახდება. გამოქვეყნებულ სურათებზე ნაჩვენებია MagSafe-ის სტილის რგოლი ორივე სმარტფონის უკანა მხარეს. თუმცა, ზოგიერთი ინსაიდერი თვლის, რომ Samsung-ის სმარტფონებში ეს ტექნოლოგია არ იქნება ინტეგრირებული ისე, როგორც Apple-ის მოწყობილობებში, არამედ განხორციელდება გარე აქსესუარების მეშვეობით, როგორიცაა სპეციალური ქეისები. ეს ნიშნავს იმას, რომ Galaxy S25 სერიის სმარტფონებს დიდი ალბათობით არ ექნება ჩაშენებული მაგნიტები Qi2 უსადენო დამუხტვის მხარდასაჭერად. 

  • 1 month later...
Posted

ცნობები Samsung-ის განზრახვის შესახებ, გამოუშვას თავისი პირველი სამჯერ კეცვადი სმარტფონი მიმდინარე წელს, საკმაოდ დიდი ხანია ვრცელდება. მიიჩნევა, რომ მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება ორი სახსრით, რაც უზრუნველყოფს გვერდების შიგნით დაკეცვის შესაძლებლობას, ისევე როგორც მოცემული იყო ადრე წარმოდგენილ Flex G კონცეპტში. 

image.jpeg 

გამოფენა MWC 2025-ზე, რომელიც ამჟამად ბარსელონაში მიმდინარეობს, სამხრეთკორეულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ აჩვენა კონცეპტ მოდელები Flex G და Flex S, ასევე დრეკადი დისპლეის მქონე უჩვეულო სმარტფონი და პორტატული გეიმინგ კონსოლის კონცეფცია. 

image.jpeg 

სმარტფონის კონცეპტს მიენიჭა საკმაოდ ზუსტი სახელი Asymmetric Flip და ვიზუალურად ის ჰგავს Galaxy Z Flip-ს, ოღონდ აქვს ორი სახსარი, რომლებიც განლაგებულია კორპუსის ზედა და ქვედა ზედაპირიდან სხვადასხვა მანძილზე. 

image.jpeg 

სახსრების ამ უჩვეულო განთავსების წყალობით ეკრანის ვიწრო ნაწილი ღია რჩება მაშინაც კი, როცა სმარტფონი იკეცება. 

image.jpeg 

იმის გამო, რომ სმარტფონის დისპლეი ნაწილობრივ ხილული რჩება დაკეცვისას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დარჩენილ ღია ზონას შეუძლია ყოველთვის ჩართული ეკრანის ფუნქციის მხარდაჭერა. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს დიზაინი უფრო წარმატებული აღმოჩნდეს, ვიდრე Galaxy Z Flip-ში გამოყენებული. 

image.jpeg 

მიუხედავად იმისა, რომ Asymmetric Flip-ის დიზაინი შეიძლება არ იყოს განსაკუთრებულად თვალშისაცემი, Samsung-ის სტენდზე ნაჩვენები პორტატული გეიმინგ კონსოლის კონცეფცია უფრო დახვეწილი ჩანს. მისი გარეგნობა წააგავს დახვეწილ Nintendo Switch-ს შუაში დამატებიითი სახსრით, რომელიც საშუალებას აძლევს მოწყობილობას დაიკეცოს შუაზე. 

image.jpeg 

კორპუსის ორივე მხარეს მოცემულია ჯოისტიკები, რომლებიც მოწყობილობის დაკეცვისას უნდა ემთხვეოდეს D-pad-ის მრგვალი ელემენტების ჭრილებს. პორტატული სათამაშო კონსოლის კონცეფცია ჰგავს მოწყობილობას, რომელიც თითქმის მზად არის ბაზარზე გამოსასვლელად. 

image.jpeg 

სავსებით შესაძლებელია, რომ Samsung-მა გარკვეულ მომენტში რეალურად დაიწყოს დასაკეცი გეიმინგ კონსოლების დამზადება. თუმცა, მოწყობილობის ამ ვერსიაში ეკრანზე აშკარად ჩანს ნაკეცები სახსრების ადგილას, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თამაშის პროცესზე. შესაძლოა კომპანიამ იფიქროს იმაზე, თუ როგორ მოიშოროს ეკრანს ნაკეცები, სანამ მოწყობილობა მასობრივ წარმოებაში შევა. 

  • Power_VANO changed the title to Samsung - სიახლეები
Posted

გამოჩნდა მომავალ ფლაგმან Samsung Galaxy S26 Ultra-ს ფოტოებ - დიზაინის ცვლილებები მინიმალურია 

გამოქვეყნდა მომავალ ფლაგმანურ სმარტფონ Samsung Galaxy S26 Ultra-ს რენდერები. ამ სურათებისა და ვიდეოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოწყობილობას ექნება იგივე ბრტყელი ეკრანი, გვერდითი ჩარჩოები და ოთხი უკანა კამერა, როგორც S25 Ultra-ს, თუმცა კამერის მოდულის დიზაინი ოდნავ განსხვავებული იქნება. 

image.png 

ფოტოს წყარო: @Onleaks და @Android Headlines 

სამი კამერა ახლა ვერტიკალურადაა განლაგებული უკანა პანელის მარცხენა მხარეს, ხოლო მეოთხე კამერა, LED განათება და დამატებითი სენსორის ჭრილი ჩვეული კონფიგურაციის სახით რჩება. სმარტფონის ჩარჩო სრულიად ბრტყელია, ხოლო კიდეები მომრგვალებულია წინა და უკანა მხარეს კომფორტული გამოყენებისთვის. 

image.png 

სმარტფონის ზომა 163.4 x 77.9 x 7.9 მმ (12.4 მმ გამოწეული კამერების ჩათვლით), შესაბამისად იგი 8.2 მმ-იან S25 Ultra-ზე ოდნავ თხელ და გრძელია, მიუხედავად იმისა, რომ იგივე 6.9-დმიანი დისპლეი აქვს. 

image.png 

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად სმარტფონი შეინარჩუნებს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეას, ხოლო 60 ვატიანი სწრაფი სადენიანი დამუხტვის შესახებ დეტალები ურთიერთწინააღმდეგობრივია. როგორც ცნობილია, სმარტფონს ექნება Qi2.2 სტანდარტის მხარდაჭერა მაგნიტური სამაგრით. მოსალოდნელია, რომ S26 Ultra წარმოდგენილი იქნება Snapdragon 8 Elite Gen 5 ჩიპსეტით და 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით. 

Samsung Galaxy S26 სერიის პრეზენტაცია 2026 წლის დასაწყისში იგეგმება. დამატებითი დეტალები მომდევნო თვეებში გახდება ცნობილი. 

Posted

ცნობილი გახდა Apple Vision Pro-ს კონკურენტ Samsung Galaxy XR VR ჰედსეტის მახასიათებლები 

Android Headlines-ის ცნობით ინტერნეტში გამოჩნდა Samsung Galaxy XR VR ჰედსეტის, რომელიც ასევე ცნობილია Project Moohan-ის სახელით, რენდერები და ტექნიკური მახასიათებლები. Samsung-ის ჰედსეტი Google-ის Android XR პლატფორმაზეა დაფუძნებული და შექმნილია ისე, რომ დამოუკიდებლად იმუშაოს, კომპიუტერთან ან სმარტფონთან დაკავშირების გარეშე. 

 image.png

ფოტოს წყარო: Samsung 

ჰედსეტის დიზაინი სხვადასხვა კუთხიდან არის ნაჩვენები, გარსის შიგნით ჩანს ორ ლინზა, რომელთა მეშვეობით მომხმარებელი ვირტუალურ გარემოს აღიქვამს. ლინზები რბილი მასალით არის გარშემორტყმული, რაც უზრუნველყოფს კომფორტს ხანგრძლივი ტარების დროს. ჰედსეტის წინა ნაწილი დიდი ზომისაა და მოწყობილობის მთელი წონა ნაწილდება რეგულირებადი თავის თასმით და ამორტიზებადი ბალიშით, რაც გამორიცხავს ჰედსეტისგან ცხვირზე ნებისმიერ დატვირთვას, წერს Android Headlines. 

 image.png

გარე დიზაინის გარდა გამოქვეყნდა One UI XR-ის მომხმარებლის ინტერფეისის სკრინშოტებიც. გამშვები პანელი აჩვენებს როგორც Samsung-ის საფირმო აპლიკაციებსა და Google-ის სერვისებს, ასევე გარე მხარის აპლიკაციებს, მათ შორის Netflix-ს. Home, Google და Gemini ხატულები, ასევე ჰედსეტის პარამეტრების დამატებითი მართვის საშუალებები, ინტერფეისის ზედა ნაწილშია განთავსებული. 

 image.png

Galaxy XR-ის ვიზუალური სისტემა აღჭურვილია 4K მიკრო-OLED დისპლეით, რომლის პიქსელების სიმჭიდროვეა 4032 PPI. ორივე თვალისთვის პიქსელების საერთო რაოდენობა დაახლოებით 29 მილიონია, რაც აღემატება Apple Vision Pro-ს 23 მილიონ პიქსელს. Samsung-ი ასევე გვპირდება ფერების მაღალ სიზუსტესა და მაღალი ხარისხის გამოსახულებას, რაც შეესაბამება მიკრო-OLED ტექნოლოგიის მოლოდინებს. 

 image.png

მოწყობილობის გამომთვლელი სიმძლავრე უზრუნველყოფილია Snapdragon XR2+ Gen 2 პროცესორით, რომელიც Qualcomm-მა Samsung-სა და Google-თან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა. ამ ჩიპს შეუძლია გამოსახულებების ფორმირება 4.3K-მდე გაფართოებით თითოეულ თვალზე, უზრუნველყოფს 15%-ით მაღალ მაქსიმალურ GPU სიხშირეს და 20%-ით მაღალ CPU-სიხშირეს წინა თაობასთან შედარებით. პროცესორი ასევე მხარს უჭერს სივრცით აუდიო დამუშავებას, ჟესტების ამოცნობას, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს და რეალურ დროში ყველა საჭირო თვალთვალის ფუნქციას. 

 image.png

Galaxy XR-ის შეყვანის სისტემა აერთიანებს ჟესტებს, თვალის მოძრაობებსა და ხმოვან ბრძანებებს. ჰედსეტის წინა პანელზე მინის ქვეშ მრავალი სენსორია განთავსებული. ოთხი მათგანი კუთხეებშია მოცემული (ზედა მარცხენა, ზედა მარჯვენა, ქვედა მარცხენა და ქვედა მარჯვენა) და გამოიყენება ხელის მოძრაობის თვალყურის დევნებისთვის. ორი დამატებითი წრიული სენსორი ცხვირის მახლობლად მდებარეობს და ასევე ხელს უწყობს ჟესტების ამოცნობას. 

სიღრმის სენსორი დამონტაჟებულია წინა პანელის ზედა ცენტრში, მომხმარებლის შუბლთან ახლოს. მისი დანიშნულებაა გარემოს ანალიზი, მაგალითად, კედლების, იატაკის, ჭერის და სხვა ობიექტების ამოცნობა, რათა ვირტუალური ელემენტები სწორად განთავსდეს ფიზიკურ სივრცეში. 

 image.png

თვალების მოძრაობის თვალყურის მიდევნებისთვის გამოიყენება ოთხი ინფრაწითელი კამერა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებთან ერთად მუშაობენ. ისინი განუწყვეტლივ აფიქსირებენ თვალს გუგის პოზიციას და უზრუნველყოფენ თვალის მოძრაობის დეტალურ თვალყურის დევნებას. ხმოვანი ბრძანება ხორციელდება მიკროფონების მეშვეობით, რომლებსაც შეუძლიათ ხმის დაფიქსირება ყველა მიმართულებით და მომხმარებლის მეტყველების გარჩევა ფონური ხმებისგან. 

 image.png

ჰედსეტის ჩაფხუტის წონა 545 გრამია. ერგონომიკის უზრუნველსაყოფად Samsung-მა გამოიყენა ფართო ამორტიზატორი და უკანა თასმა აღჭურვა რეგულირებადი დისკით, რათა ზუსტად მოერგოს მომხმარებლის თავის ფორმას. გვერდითი თასმები ზრდის სტაბილურობას აქტიური გამოყენების დროს. 

კორპუსის წინა მხარეს ექვსი კამერაა განთავსებული, მათ შორის ორი გარეთ მიმართული, ასევე LED ინდიკატორი, რომელიც ჰედსეტის მიმდინარე სტატუსს მიუთითებს. შიდა მხარეს მოსახსნელი, სინათლისგან დამცავი ქამრები გარე სინათლეს ბლოკავს, ხოლო გვერდებზე ჩაშენებული დინამიკებია განთავსებული. 

 image.png

ჰედსეტის მარცხენა მხარეს გარე ბატარეის შესაერთებელია. მარჯვენა სამაგრზე, გარე მხარეს, სენსორული პანელია. ორმაგი შეხებით ჰედსეტი VR რეჟიმსა და Pass-Through რეჟიმს შორის გადადის, ხოლო ხანგრძლივი დაჭერით კონტენტი ცენტრში მოთავსდება. 

ჰედსეტის ზედა პანელს ორი ღილაკი აქვს: მარცხენა - ხმის რეგულირებისთვის, მარჯვენა (ზედა ღილაკი) - ერთი დაჭერით რთავს გამშვებ მოწყობილობას და დაჭერისას ააქტიურებს Google Assistant Gemini-ს. 

ჰედსეტის ქვედა ნაწილში განთავსებულია ვენტილაციის ჭრილები, დამატებითი ჟესტების სენსორები და რამდენიმე მიკროფონი. მოყვება ორი 6 DoF კონტროლერი ანალოგური სტიკებით. ისინი უზრუნველყოფენ მოძრაობის ზუსტ 3D თვალყურის დევნებას და აქვთ ტაქტილური უკუკავშირი გაძლიერებული შეგრძნებისთვის. 

 image.png

ბატარეის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა ვიდეო კონტენტის ნახვისას უწყვეტი მუშაობის შემთხვევაში 2.5 საათამდეა, ხოლო ვირტუალური გარემოს აქტიური გამოყენებისას - უწყვეტად 2 საათამდე. აუდიო სისტემას ორივე მხარეს აქვს ორმხრივი დინამიკები, რომელთაგან თითოეული აღჭურვილია მაღალი და დაბალი სიხშირის დინამიკებით, რაც ყურსასმენების გარეშე სრულ სივრცულ ხმას უზრუნველყოფს. 

Posted

Samsung-ის სმარტფონები მობილურ ინტერნეტს შეანელებენ ბატარეის დაზოგვის მიზნით 

Samsung ამჟამად აქტიურად ახდენს თავისი მოწყობილობების One UI 8-ზე განახლებას და გაჟონილი მონაცემები გვეხმარება გავიგოთ, თუ რა ფუნქციები მოამზადა სამხრეთკორეულმა მწარმოებელმა მომავალი განახლებებისთვის. მაგალითად, Android Authority-ის ცნობით, One UI 8.5, რომელიც დაფუძნებულია Android 16 QPR2-ზე, დანერგავს ბატარეის დაზოგვის ფუნქციას ქსელის ზოგიერთი ფუნქციის შეზღუდვით. 

image.png

One UI 8.5 firmware-ის ვერსიების კოდის ანალიზმა გამოავლინა მითითებები ქსელის ბატარეის დამზოგავი ფუნქციის შესახებ - Network Battery Saver, რომელიც შექმნილია „ბატარეის დაზოგვისთვის ქსელის მუშაობის შეზღუდვით, როდესაც სმარტფონის გამოყენების ალბათობს ნაკლებად სავარაუდოა, მაგალითად, ძილის დროს“. ამ ფუნქციის გამართულად მუშაობისთვის, მომხმარებლებს ურჩევენ ჩართონ პირადი ქსელის გამოყენების სტატისტიკის შეგროვება. 

Samsung Galaxy სმარტფონებსა და პლანშეტებზე პერსონალური მონაცემების ინტელექტის (Personal Data Intelligence) მექანიზმი აგროვებს სტატისტიკას, სწავლობს მომხმარებლის აქტივობას მოწყობილობაზე და ამ ინფორმაციის საფუძველზე ქმნის პერსონალიზებულ რეკომენდაციებს. Samsung ასევე უწოდებს ამ ტექნოლოგიას პერსონალური მონაცემების ძრავს (Personal Data Engine). სისტემა ქმნის მომხმარებლის ჩვევების ცოდნის გრაფიკებს, რათა სისტემასთან მუშაობა უფრო მოსახერხებელი გახადოს. ხაზგასმულია, რომ მონაცემები არ იგზავნება ქლაუდ ინფრასტრუქტურაში, არამედ მუშავდება ლოკალურად მოწყობილობაზე. 

  • 3 weeks later...
Posted

Samsung: Galaxy S26 სმარტფონებ ახალ კამერებ, სპეციალურ პროცესორ და ახალი თაობის ხელოვნურ ინტელექტ ექნება 

Samsung-მა 2025 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგების ღონისძიება გამართა, სადაც Samsung Mobile Experience-ის ვიცე-პრეზიდენტმა Daniel Araujo- მომავალი Galaxy S26 სერიის სმარტფონების შესახებ ახალი დეტალები გაამხილა. 

image.png 

Galaxy S26 Pro-ს რენდერი, წყარო: Android Headlines 

Araujo-მ განაცხადა, რომ Galaxy S26 სერია „რევოლუციას მოახდენს სამომხმარებლო გამოცდილებაში მომხმარებელზე ორიენტირებული, ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტით, მაღალი წარმადობის მეორე თაობის სპეციალიზებული პროცესორით და ახალი კამერის სენსორებით“. 

Android Authority-ს ცნობით, Samsung-ის ერთ-ერთმა ტოპ-მენეჯერმა დაადასტურა, რომ Galaxy S26 სერია გამოიყენებს Exynos 2600 პროცესორს, სულ მცირე ზოგიერთ რეგიონში. როგორც ამბობენ, Exynos 2600 Samsung-ის პირველი 2-ნანომეტრიანი ჩიპია. ადრე ინსაიდერები აცხადებდნენ, რომ Samsung Galaxy S26 სერიისთვის გამოიყენებდა Qualcomm Snapdragon 8 Elite Gen 5 ჩიპს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ კომპანია გააგრძელებს სხვადასხვაჩიპიანი სმარტფონების მიწოდებას რეგიონების მიხედვით. 

წყაროების ცნობით, Exynos პროცესორი მხოლოდ Galaxy S26-ის საბაზისო მოდელში იქნება გამოყენებული, ხოლო ახალი სერიის დანარჩენი მოდელები Qualcomm-ის ჩიპს გამოიყენებენ. 

შესაძლოა, Araujo Galaxy S26-ისთვის სპეციალიზებულ ჩიპზე საუბრისას Snapdragon For Galaxy პროცესორს გულისხმობდა. ჟურნალისტების ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხად მან განაცხადა, რომ Galaxy S26 ჩიპსეტის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ კომპანიას ჯერ არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რომელი ჩიპი იქნება გამოყენებული მომავალი წლის ფლაგმანურ სმარტფონებში. 

Samsung-მა განაცხადა, რომ მომავალში ყურადღებას გაამახვილებს ხელოვნური ინტელექტით მომუშავე სმარტფონებზე, მათ შორის Galaxy S26 სერიასა და ახალ დასაკეც მოდელებზე. 2026 წელს კომპანია ფოკუსირდება ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და ინოვაციურ ფორმ-ფაქტორებზე. კომპანია ასევე ელის ძირითადი კომპონენტების, როგორიცაა ოპერატიული მეხსიერება, ფასების ზრდას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სმარტფონების ფასებზე. 

  • 1 month later...
Posted

დასაკეცი სმარტფონი Samsung Galaxy Z TriFold შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც კომპიუტერის მეორე მონიტორი 

Samsung-მა დაამატა ახალი Galaxy Z TriFold დასაკეცი სმარტფონის Windows კომპიუტერის უსადენო მეორე მონიტორად გამოყენების შესაძლებლობა. Android Authority-ის ცნობით ეს ფუნქცია დანერგილია Second Screen ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც აქამდე მხოლოდ პრემიუმ Galaxy Tab პლანშეტებზე იყო ხელმისაწვდომი და იყენებს Miracast სტანდარტს სადანების გარეშე გამოსახულების და აუდიოს გადასაცემად. 

image.png 

ფოოტოს წყარო: Samsung 

Galaxy Z TriFold, რომელიც კომპანიამ თვის დასაწყისში წარადგინა, აღჭურვილია 6.5-დუიმიანი გარე დისპლეით და 10-დუიმიანი შიდა ეკრანით, რომელიც იმდენად დიდია, რომ პროგრამული უზრუნველყოფა მას პლანშეტად ცნობს, მათ შორის Samsung-ის დამოუკიდებელი DeX რეჟიმის და Extended Mode ფუნქციის მხარდაჭერით საკუთარი ეკრანის გარე მონიტორებზე პროეცირებისთვის. 

კავშირის დასამყარებლად საჭიროა გახსნათ Second Screen აპლიკაცია გაშლილ TriFold-ზე. ამის შემდეგ, Windows 10-ის ან უფრო ახალი ვერსიის მქონე კომპიუტერი შეძლებს მოწყობილობის ამოცნობას. შემდეგ დაიწყეთ დაკავშირება პარამეტრები > სისტემ > ეკრანის მეშვეობით, აირჩიეთ უსადენო ეკრანთან დაკავშირება ან უბრალოდ დააჭირეთ Windows კლავიშს + K ტრანსლირების მენიუში სწრაფად შესასვლელად. 

image.png 

Samsung Second Screen აპლიკაციის კომპიუტერზე ინსტალაცია გაფართოებულ პარამეტრებს გახსნის. ესენია ასპექტის თანაფარდობის კონტროლი, კვების სინქრონიზაცია და ავტომატური დაკავშირების პარამეტრები. ეს პარამეტრები არასავალდებულოა, მაგრამ ისინი ამ ფუნქციის გამოყენებას აადვილებენ და განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს მოგზაურობისას, როდესაც სასწრაფოდ გჭირდებათ დამატებითი ეკრანი მრავლობითი ამოცანებისთვის და ხელთ არ გაქვთ სრული ზომის მონიტორი. 

  • 2 weeks later...
Posted

Samsung Apple-ის მსგავსად Wide Fold-ს, 4:3 გვერდების შეფარდების მქონე დასაკეც სმარტფონს ამზადებს 

Samsung Electronics ცდილობს, კონკურენტებს ფეხი აუწყოს დასაკეცი სმარტფონების სეგმენტში. Galaxy Z TriFold ცოტა ხნის წინ წარადგინეს, როგორც პასუხი Huawei-ს მსგავს გადაწყვეტილებაზე, თუმცა, როგორც ETNews აღნიშნავს, Galaxy Wide Fold, მსგავსი დასაკეცი ეკრანითა და ზომებით, სავარაუდოდ, Apple-ის პირველ დასაკეც iPhone-ს დაუპირისპირდება.  

image.png

Samsung Galaxy Z TriFold. ფოტოს წყარო: Samsung Electronics 

მომავალი შემოდგომისთვის, Samsung, სავარაუდოდ, Galaxy Wide Fold-ს წარადგენს, დასაკეც სმარტფონს 7.6-დუიმიანი შიდა OLED დისპლეით, რომელსა გაშლისას 4:3 გვერდების თანაფარდობა ექნება, რაც მას ფოტოებისა და ვებგ-ვერდების სანახავად უფრო მოსახერხებლად აქცევს. პირველ დასაკეც iPhone-ს, სავარაუდოდ, 7.58-დუიმიანი დისპლეი ექნება მსგავსი პროპორციებით. Apple ასევე იკვლევს ულტრათხელი, ცვლადი სისქის მინის საფარის გამოყენებას წარმოებაში, რომელიც შექმნილია ზედაპირზე ხილული ნაკეცების შესამცირებლად გახსნის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინელი კონკურენტებიც მზად არიან გამოიყენონ ეს მინა, Apple შესაძლოა არ იყოს პირველი მწარმოებელი, რომელიც მას დასაკეც სმარტფონში გამოიყენებს. 

Samsung Galaxy Wide Fold-ს ასევე ექნება 5.4-დუიმიანი გარე დისპლეი და 25-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა, რომლის დებიუტი 2026 წლის დასაწყისში Galaxy S26 Ultra-სთან ერთად შედგება. TrendForce პროგნოზირებს, რომ Apple-ის პირველი დასაკეცი სმარტფონის გამოშვება კატეგორიის გლობალურ ბაზარზე წილს ამჟამინდელი 1.6%-დან 3%-მდე გაზრდის 2027 წლისთვის. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.