Jump to content

Recommended Posts

Posted

ღონისძიებ WWDC 2024-ის ფარგლებში Apple-მა გამოაცხადა, რომ გამოუშვებს შერეული რეალობის ჰედესტ Vision Pro-ს შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ - მოწყობილობა ამ დრომდე მხოლოდ აშშ-ში იყიდებოდა 3499 აშშ დოლარად. ჰედსეტის საერთაშორისო გაყიდვები 28 ივნისს დაიწყება. 

image.jpeg 

პირველი ქვეყნები, რომლებიც Vision Pro გახდება ხელმისაწვდომი, იქნება ჩინეთი, იაპონია და სინგაპური. 12 ივლისიდან მოწყობილობა გაიყიდება გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. მაისში საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-მა განაცხადა, რომ Apple ატარებდა ტრენინგს თავისი თანამშრომლებისთვის Vision Pro-ის საერთაშორისო გაყიდვების დასაწყებად. 

მოწყობილობის წინასწარი შეკვეთები ჩინეთში, იაპონიასა და სინგაპურში 13 ივნისს დაიწყება. ჰედსეტი ხელმისაწვდომი იქნება ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში 28 ივნისიდან. 

Apple-ს არ გაუზიარებია Vision Pro-ს აშშ-ში გაყიდვების მაჩვენებლები, მაგრამ მთლიანი აჟიოტაჟი მოწყობილობის გარშემო შემცირდა მას შემდეგ, რაც მოწყობილობა გაყიდვაში გამოვიდა მიმდინარე წლის თებერვალში. ზოგიერთი საინფორმაციო წყარო იტყობინება, რომ კომპანიამ დაბალი მოთხოვნის გამო Vision Pro-ს წარმოების მოცულობაც კი შეამცირა. მოწყობილობის მიმართ ინტერესი შესამჩნევად შესუსტდა მეორად სავაჭრო პლატფორმებზე, წერს The Verge. eBay-ზე შესანიშნავ მდგომარეობაში არსებული ჰედსეტი შეგიძლიათ შეიძინოთ Apple-ის მიერ დადგენილ ღირებულებაზე 1000 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.