Jump to content

Recommended Posts

Posted

ადმინისტრაციისგან იყო თხოვნა დამეწერა PCIe სლოტზე მომუშავე SSD-ებზე...სამწუხაროდ ამ ტიპის SSD-ებში საკმაო მრავალფეროვნებაა და ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს არის ჩვეულებრივი SSD-ები, რომლებსაც აქვთ PCIe სალტის მხარდაჭერა (ზოგს x8, ზოგს x16) და ამ სალტის გამტარობის წყალობით დიდად იზრდება მათი სიჩქარე. მოკლედ მე ქრონოლოგიურად ჩამოვთვლი და დავახასიათებ რამდენიმე PCIe SSD-ს და დასკვნები თავად გამოიტანეთ...

2009 წლის მარტში კომპანია OCZ-მ წარმოადგინა თავისი "Z Drive". წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარე 600/500MB/s-ა. ამ SSD-ს არაფერი განსაკუთრებული არ აქვს, ის 4 ცალი 256GB-იანი MLC ტიპის SSD-სგან შედგება, რომელთაგან ერთი "master" არის, დანარჩენი 3 კი "slave". დრაივს 256MB DDR2 მეხსიერებაც აქვს, რომელიც ჩაწერა-წაშლის დროს ბუფერის ფუნქციას ასრულებს და იცავს SSD-ს შეცდომების გაპარვისგან. სხვათაშორის ამ SSD-დან "დაბუთვაც" შეიძლება :spiteful: , ოღონდ როგორ ახერხებს ამას PCIe-დან, არ ვიცი და არც არსად წერია :user: . კომპანია უკვე მუშაობს მის 4TB-იან ვერსიაზე, ხოლო 1TB-იანის შეძენა აშშ-ში 1500-დან 2000 დოლარამდე დაგიჯდებათ...ამას პლიუს შიპინგი, მიპინგი და .... :chojinfc:

f9028627005c.jpg

ამავე წლის მარტში კიდევ ერთი SSD გამოვიდა, სახელწოდებით HP StorageWorks IO Accelerator. ეს დრაივი PCIe x4 ინტერფეისს იყენებს და მეხსიერების გაცვლის სიჩქარე 800MB/s აქვს. ლატენტურობა - 50 მიკროწამი. აგებულია SLC NAND ჩიპებზე. აქვს PCIe-სთან პირდაპირ დაკავშირებული კონტროლერი (სურათზე - რადიატორის ქვეშ). გამოიყენება სერვერებისთვის. არ აქვს Boot ფუნქცია.

2297e8ff2007.gif

აპრილში აშშ-ში გამოუშვეს Texas Memory System RamSan-620 450GB ტევადობით. ეს საკმაოდ საინტერესო SSD-ა, რადგან იყენებს SLC FLASH მეხსიერებას, PCIe x4 ინტერფეისს და შეიძლება გაერთიანდეს რამდენიმე SSD-ს ბლოკში, როგორც ამ მოწრიპულ სურათზე ჩანს:

3e305ddf8e3a.jpg

ამ შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემისთვის უკვე ოპტიკურბოჭკოვანი სისტემა InfiniBand გამოიყენება.

f077b48caf4e.jpg

უბრალო, 1 ცალი RamSan-620 კი აი ასე გამოიყურება:

43cacc8ff976.jpg

მას აქვს Ecc სისტემა (შეცდომების გასწორების), 700MB/s გარე გადაცემის სიჩქარე, 120000 შიდა IOPS (Input/Output Operations Per Second) და RAID ტექნოლოგიის მხარდაჭერაც კი. მოკლედ გაშანშალებული სერვერია რა...

საინტერესო ექსპერიმენტია Ddrdrive x1 - SSD, რომელიც იყენებს როგორც DRAM , ასევე NAND ჩიპებს. როგორც უკვე იცით, DRAM მეხსიერებას რეფრეშერი ჭირდება, NAND-ს კი - არა. საინტერესოა როგორაა DRAM-ის პრობლემა მოგვარებული ამ SSD-ში, ფაქტია, რომ DRAM-იც ინფორმაციის შესანახად გამოიყენება. სამწუხაროდ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე იმის გარდა, რომ მას აქვს რაღაც განსაკუთრებული კონტროლერი (ალბათ ზესაიდუმლო :P) Backup ფუნქციით, რომელიც როგოღაც ახერხებს შეინახოს ინფორმაცია და დაიცვას იგი წაშლისგან DRAM-ის გათიშვის შემდეგაც კი. SSD-ს აქვს მაღალსიჩქარიანი IOPS (Input/Output Operations Per Second), რომელიც ძირითად I/O ოპერაციების ამაჩქარებლად გამოიყენება. სურათებზე თქვენ ხედავთ Ddrdrive x1-ის წარმადობის შედარებას სხვა SSD-ებთან.

ჩაწერა

b5d3cabcd14d.jpg

წაკითხვა

790b1f8fc84b.jpg

დრაივის ტევადობა მხოლოდ 8GB-ა. აქედან 4GB DRAM მეხსიერებაა, ხოლო დანარჩენი 4- NAND. მცირე ტევადობა მაფიქრებინებს, რომ ამ SSD-ს მიზანი სულაც არ არის სერიაში გასვლა (უახლოეს მომავალში მაინც). ესეც მისი სურათი

7a243f092848.jpg

აი ამ SSD-ს მგონი ყველა იცნობთ - PhotoFast-ის "საოცრებას" 1000MB/s გადაცემის სიჩქარე აქვს x8 PCIe სლოტის გავლით. მასაც, როგორც OCZ-ს Z-Drive-ს, აქვს 256MB DDR2 მეხსიერება შეცდომების გასწორებისთვის. 1TB ვერსია 4500$ ღირს (მახსოვს რა ამბავი იყო ამ სიახლეზე ორიოდე თვის წინ :P), ხოლო შედარებით ხელმოკლე მყიდველებს შეუძლიათ 1600 დოლარად შეიძინონ 128GB-იანი ვერსია.

68c3179df19c.jpg

დაბოლოს, წარმოგიდგენთ დღესდღეობით ყველაზე სწრაფ SSD-ს - Fusion ioDrive Duo. მას აქვს 1.5GB/s წაკითხვის სიჩქარე, 1.4GB/s ჩაწერის სიჩქარე და 200000 IOPS. მისი ტევადობა 640GB-ა. აქვს RAID-1 მხარდაჭერა, Ecc და Boot ფუნქცია და ჯერ-ჯერობით საუკეთესოა სისწრაფეშიც. თუ სადმე გადააწყდით მითხარით, რომ ვიყიდო :chojinfc:

a4eb50d58c91.jpg

იმედია ჩემი ნაღლაბუცები თემა ოდნავ მაინც დააკმაყოფილებს თქვენს ინტერესს...

  • Upvote 5
  • 1 year later...
Posted

ძალიან მაინტერესებს PCIe-დან როგორ უნდა დაბუთო :D

Posted

დაბუთვას თავი დაანებე მაგდენი ფულის გადამხდელი რომელია ამ საიტზე კი არადა საქართველოში თუნდაც :D

ლონგ ლივ ჰდდ!!!

:chojinfc:

Posted

მაგალითად ამას რომელი raid0 უტირებს დედას? http://www.amazon.com/OCZ-RevoDrive-Express-Solid-State/dp/B005F30JBM/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1343037551&sr=8-2&keywords=revodrive

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.