Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-მა წარმოადგინა ახალი თაობის მობილური პროცესორი, კოდური სახელწოდებით Lunar Lake. იგი Meteor Lake-ის მემკვიდრეა და ლეპტოპებში მიმდინარე წელს უნდა გამოჩნდეს. 

image.jpeg 

Lunar Lake-მა დაიკავა შუალედური ადგილი Meteor Lake-სა და Arrow Lake-ს შორის Intel-ის დედ დაფებში და, როგორც ჩანს, მასში არ იქნება წარმოდგენილი დესკტოპ ვერსია. ამავდროულად, Arrow Lake-ის გამოშვება, რომელიც, გეგმის თანახმად ხელმისაწვდომი იქნება დესკტოპ კომპიუტერებისთვისაც, ასევე დაგეგმილია მიმდნარე წლის ბოლოსთვის. თუმცა, Intel-მა ჯერჯერობით უარი თქვა Arrow Lake-ის შესახებ რაიმე დეტალის გაზიარებაზე და მთლიანად Lunar Lake-ზე გაამახვილა ყურადღება. 

image.jpeg 

როგორც ჩანს, Lunar Lake-ის წარდგენა დაკავშირებულია Intel-ის სურვილთან - სწრაფად გამოუშვას პროდუქტი, რომელიც შესაფერისია Copilot+ PC კლასის ლეპტოპებისთვის და შეუძლია მინიმუმ შეზღუდული კონკურენციის გაწევა AMD Ryzen AI 300-სა და Qualcomm Snapdragon X Elite-სთვის. 

Intel უწოდებს Lunar Lake-ს თავის მომავალ ფლაგმანურ პროცესორს მობილური კომპიუტერებისთვის, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. მის დიზაინში გამოყენებულია ახალი P- და E-ბირთვები, ახალი NPU და ახალი GPU მნიშვნელოვნად გაზრდილი წარმადობის მაჩვენებლით, თუმცა მაქსიმალურ კონფიგურაციებს ექნება 4P+4E ბირთვების ფორმულა, რომელიც კარგად არ ჯდება ფლაგმანის სტატუსში. 

image.jpeg 

თუმცა Intel აქცენტს აკეთებს სრულიად განსხვავებულ საკითხებზე: მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ენერგოეფექტურობა, რაც აისახება ენერგმოხმარების 40%-ით შემცირებაზე Meteor Lake-თან შედარებით და NPU-ის წარმადობის ოთხჯერ გაზრდა 48 TOPS-მდე. რაც შეეხება კლასიკურ წარადობას, ახალი P-cores Lion Cove არქიტექტურით გვპირდება IPC-ის 14%-ით ზრდას, ხოლო ახალი E-ბირთვები Skymont არქიტექტურით - ზრდას 38%-ით. საინტერესოა, რომ შედეგად Skymont-ის E-ბირთვები იდენტურ სიხშირეზე ოდნავ აღემატება Raptor Cove-ის (Raptor Lake დესკტოპის პროცესორებიდან) P-ბირთვებს.  

ასევე Lunar Lake-ში გამოყენებული იქნება Xe2 არქიტექტურაზე დამყარებული ახალი გრაფიკული ბირთვი Battlemage. შედეგად გრაფიკის წარმადობამ უნდა მიაღწიოს ერთნახევარჯერ ზრდას და გარდა ამისა, ახალი XMM ძრავები შეიძლება გამოყენებულ იქნას ნეიროქსელის ამოცანების შესასრულებლად NPU-სთან ერთად. მათ შეეძლებათ უზრუნველყონ ხელოვნური ინტელექტის წარმადობა 67 TOPS-მდე. 

როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, Lunar Lake-ზე დაფუძნებული ლეპტოპები საშობაო არდადეგებამდე გამოვა ბაზარზე. მწარმოებლები ფართოდ დაუჭერენ ახალ პროდუქტს - მობილური კომპიუტერების სხვადასხვა მოდელების რაოდენობა პირველ ტალღაში რვა ათეულს შეადგენს. 

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.