Jump to content

Recommended Posts

Posted

ორ კვირაზე ნაკლებ დროში დაიწყება დეველოპერებისთვის განკუთვნილი კონფერენცია Apple Worldwide Developers Conference 2024 (WWDC 2024). როგორც რესურს The Information-ისთვის გახდა ცნობილი, მასზე დაანონსდება Apple-ის გარიგება OpenAI-სთან, რომლის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება ხმოვან ასისტენტ Siri-ს ფუნქციონალის გასაფართოვებლად და, შესაძლოა, იგი გარდაქმნას ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: 9to5mac 

მანამდე გავრცელდა ხმები, რომ Apple აწარმოებდა მოლაპარაკებებს OpenAI-თან iOS 18-ში GPT ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ. The Information წყაროების მიხედვით მოლაპარაკებები ორ კომპანიას შორის დაახლოებით ერთი წელია მიმდინარეობს. Apple-ის მანქანური სწავლები გუნდის თანამშრომლები შეხვდნენ OpenAI-ს აღმასრულებელ დირექტორ სემ ოლტმენს და კომპანიის სხვა თანამშრომლებს 2023 წლის შუა რიცხვებში გასული წლის WWDC კონფერენციაზე. უცნობია, რას შეეხო საუბარი, მაგრამ მხარეებმა შემდგომში მიაღწიეს შეთანხმებას, რომ Apple-ის თანამშრომლებს მიეცეთ წვდომა OpenAI API-ზე შიდა ტესტირებისთვის. 

„ამ ტესტებში Apple-ის ინჟინრებმა დააკავშირეს ChatGPT Siri-სთან, შექმნეს შთამბეჭდავი დემონსტრირება იმისა, თუ როგორ ამუშავებს Siri ჩვეულებრივზე უფრო რთულ შეკითხვებს, მათ შორის მომხმარებლების ნათქვამის კონტექსტის უკეთ აღქმით“, აცხადებს The Information. რესურს 9to5Mac-ი თანახმად კი iOS 17.4 კოდში აღმოაჩინა Apple-ის მიერ API-ების გამოყენების მტკიცებულება, რომელიც შეიძლება დაეხმაროს Siri-ს რეალურ დროში თარგმნაში. 

The Information-ის თანახმად Microsoft შეშფოთებულია Apple-ისა და OpenAI-ის პარტნიორობით. Microsoft ფლობს თანამშრომლობის ხელშეკრულება OpenAI-თან, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი მისთვის უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას, რომელიც საფუძვლად უდევს Copilot-ს, ხოლო Microsoft უზრუნველყოფს თავის მონაცემთა ცენტრებს OpenAI-ს ChatGPT-ის მხარდასაჭერად. 

The Information ამტკიცებს, რომ ოლტმენი ცოტა ხნის წინ შეხვდა Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორ სატია ნადელას ამ საკითხთან დაკავშირებით. Microsoft ასევე შეშფოთებულია როგორ დააკმაყოფილოს სერვერებზე მოთხოვნა, რადგან Apple უშვებს ახალ ფუნქციებს iPhone-ის და iPad-ის მომხმარებლებისთვის. მან ასევე შესთავაზა OpenAI-ს სამომავლო მოგების შემცირება სტარტაპში მისი წინა 13 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის კომპენსაციის მიზნით. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.