Magdalena Posted June 3, 2024 Posted June 3, 2024 ორ კვირაზე ნაკლებ დროში დაიწყება დეველოპერებისთვის განკუთვნილი კონფერენცია Apple Worldwide Developers Conference 2024 (WWDC 2024). როგორც რესურს The Information-ისთვის გახდა ცნობილი, მასზე დაანონსდება Apple-ის გარიგება OpenAI-სთან, რომლის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება ხმოვან ასისტენტ Siri-ს ფუნქციონალის გასაფართოვებლად და, შესაძლოა, იგი გარდაქმნას ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტად. ფოტოს წყარო: 9to5mac მანამდე გავრცელდა ხმები, რომ Apple აწარმოებდა მოლაპარაკებებს OpenAI-თან iOS 18-ში GPT ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ. The Information წყაროების მიხედვით მოლაპარაკებები ორ კომპანიას შორის დაახლოებით ერთი წელია მიმდინარეობს. Apple-ის მანქანური სწავლების გუნდის თანამშრომლები შეხვდნენ OpenAI-ს აღმასრულებელ დირექტორ სემ ოლტმენს და კომპანიის სხვა თანამშრომლებს 2023 წლის შუა რიცხვებში გასული წლის WWDC კონფერენციაზე. უცნობია, რას შეეხო საუბარი, მაგრამ მხარეებმა შემდგომში მიაღწიეს შეთანხმებას, რომ Apple-ის თანამშრომლებს მიეცეთ წვდომა OpenAI API-ზე შიდა ტესტირებისთვის. „ამ ტესტებში Apple-ის ინჟინრებმა დააკავშირეს ChatGPT Siri-სთან, შექმნეს შთამბეჭდავი დემონსტრირება იმისა, თუ როგორ ამუშავებს Siri ჩვეულებრივზე უფრო რთულ შეკითხვებს, მათ შორის მომხმარებლების ნათქვამის კონტექსტის უკეთ აღქმით“, აცხადებს The Information. რესურს 9to5Mac-ი თანახმად კი iOS 17.4 კოდში აღმოაჩინა Apple-ის მიერ API-ების გამოყენების მტკიცებულება, რომელიც შეიძლება დაეხმაროს Siri-ს რეალურ დროში თარგმნაში. The Information-ის თანახმად Microsoft შეშფოთებულია Apple-ისა და OpenAI-ის პარტნიორობით. Microsoft ფლობს თანამშრომლობის ხელშეკრულებას OpenAI-თან, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი მისთვის უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას, რომელიც საფუძვლად უდევს Copilot-ს, ხოლო Microsoft უზრუნველყოფს თავის მონაცემთა ცენტრებს OpenAI-ს ChatGPT-ის მხარდასაჭერად. The Information ამტკიცებს, რომ ოლტმენი ცოტა ხნის წინ შეხვდა Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორ სატია ნადელას ამ საკითხთან დაკავშირებით. Microsoft ასევე შეშფოთებულია როგორ დააკმაყოფილოს სერვერებზე მოთხოვნა, რადგან Apple უშვებს ახალ ფუნქციებს iPhone-ის და iPad-ის მომხმარებლებისთვის. მან ასევე შესთავაზა OpenAI-ს სამომავლო მოგების შემცირება სტარტაპში მისი წინა 13 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის კომპენსაციის მიზნით. https://tinyurl.com/bde4reem Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.