Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

საგადახდო გიგანტმა Mastercard-მა გამოაცხადა Crypto Credential სერვისის საპილოტე გამოშვების შესახებ მომხმარებლებს შორის კრიპტოვალუტების გადარიცხვებისთვის. 

ტრანზაქციის განხორციელებამდე თითოეული მომხმარებელი მიიღებს ადამიანისთვის წასაკითხად მოსახერხებელ, ENS დომენების მსგავს იდენტიფიკატორს. ტრანზაქციის მონაწილეებს არ მოუწევთ კრიპტო საფულის მისამართების წარმოდგენა, ხოლო Mastercard, თავის მხრივ, უზრუნველყოფს თითოეული მომხმარებლის გადამოწმებას. 

Crypto Credential წარადგენს ცნობას - რომელ აქტივებს ან ქსელებს უჭერს მხარს მიმღები, და ზრდის ნდობას ამ ტრანზაქციებში“, - აცხადებენ კომპანიაში. 

სერვისი მხარს უჭერს შიდა და საერთაშორისო გადარიცხვებს, თანაც შეესაბამება Travel Rule-ს, ე.ი. აგროვებს და ინახავს ინფორმაციას გარიგების შესახებ. 

სერვისი ამჟამად ხელმისაწვდომია Bitcoin-ბირჟების - Bit2Me-ის, Lirium-ის, Mercado-ს, ასევე Foxbit-ის და Lulubit-ის საფულეების მომხმარებლებისთვის არგენტინაში, ბრაზილიაში, ჩილეში, საფრანგეთში, გვატემალაში, მექსიკაში, პანამაში, პარაგვაიში, პერუში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და ურუგვაიში. 

მომავალში, P2P ტრანზაქციების გარდა, Crypto Credential გეგმავს NFT გადარიცხვების, ბილეთების შესყიდვისა და სხვა საგადახდო გადაწყვეტილებების მხარდაჭერას. 

შეგახსენებთ, რომ აპრილში Mastercard-მა DeFi პროექტ 1inch Network-სა და Crypto Life-თან ერთად Web3 სადებეტო ბარათი წარადგინა. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.