Jump to content

Recommended Posts

Posted

Arm-მა წარმოადგინა ახალი თაობის პროცესორის ბირთვები Cortex-X925, Cortex-A725, Cortex-A520, ასევე გრაფიკული პროცესორი Immortalis G925. ახალი პროდუქტები შევიდა ერთკრისტალიან პლატფორმაში, რომელიც განკუთვნილია Client Compute Solutions (CSS) მოწყობილობებისთვის - ეს არის გასული წლის Total Compute Solutions 2023 (TCS23) პლატფორმის პირდაპირი მემკვიდრე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Arm 

Client Compute Solutions (CSS) პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია მისი მასშტაბირება სხვადასხვა სეგმენტში, როგორებიცაა მობილური მოწყობილობები, ლეპტოპები და კომპიუტერები. პლატფორმაზე მხარდაჭერილია კლასტერებ, რომლებიც მოიცავს 14 ბირთვს. თეორიულად, Arm CSS პლატფორმაზე დაფუძნებულ პროცესორებს შეეძლებათ კონკურენცია გაუწიონ არა მხოლოდ Qualcomm Snapdragon X-ის დონის SoC-ებს, არამედ AMD-სა და Intel-ის x86-თან თავსებად პლატფორმებს. 

image.png 

image.png 

Client Compute Solutions (CSS) პლატფორმის ფარგლებში Arm პირველად შესთავაზებს თავის ლიცენზიანტებს ახალი გამოთვლითი და გრაფიკული არქიტექტურის სტრუქტურის "ოპტიმიზებულ განლაგებას" სხვადასხვა ამოცანებისთვის, რაც, მისი თქმით, SoC-დეველოპერებს საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად გააერთიანონ ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებში, ხოლო მწარმოებლების მოწყობილობებს რაც შეეხება -  მათზე დაფუძნებული მოწყობილობები უფრო სწრაფად შემოვა ბაზარზე. ამ მიზნებისათვის კომპანიამ ასევე მოამზადა ახალი პროგრამული ინსტრუმენტების სრული სტეკი. 

image.png 

image.png 

კომპანია გვთავაზობს Cortex-X925, Cortex-A725 და Cortex-A520 გამოთვლითი ბირთვების გამოყენებას ჩიპებში, რომლებიც წარმოებულია მოწინავე 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესების გამოყენებით. Cortex-X925-ის შემთხვევაში პროგნოზირებულია 3.6 გჰც-ზე მაღალი ტაქტის სიხშირე. 

image.png 

Arm-მა გადაწყვიტა შეცვალოს Cortex-X ბირთვების ნუმერაცია, რათა ხაზი გაუსვას მათ მნიშვნელოვნად გაზრდილ წარმადობას წინამორბედთან შედარებით. 

image.png 

Arm-ის განცხადებით, Cortex-X925-ის ერთბირთვიანი წარმადობა 36%-ით უფრო სწრაფია Cortex-X4-თან შედარებით (Geekbench-ის ტესტებზე დაყრდნობით), ხოლო მისი AI-წარმადობა (ტოკენის გენერირების დრო) 46%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე მისი წინამორბედი. 

image.png 

კომპანია აღნიშნავს Cortex-X925 ბირთვის ხელოვნური ინტელექტის ეფექტურობის ზრდას 80 TOPS-მდე (ტრილიონი ოპერაცია წამში), ისი წყალობით მას შეუძლია გაუმკლავდეს ხელოვნური ინტელექტის რთულ ამოცანებს, ბუნებრივი ენის დამუშავებიდან დაწყებული - კომპიუტერულ ხედვით დამთავრებული. 

image.png 

წარმადობის ზრდა აიხსნება Cortex-X925-ის მეორე დონის ქეშის 3 მბ-მდე გაზრდით (Cortex-X4-ს აქვს L2 ქეში 2 მბ). გარდა ამისა, Cortex-X925-ში გაორმაგდა L1 ინსტრუქციის ქეშის სიჩქარე და გაზარდა L1 ინსტრუქციების გადაცემის ბუფერის (iTLB) მოცულობა ანალოგიური რაოდენობით. 

image.png 

ასევე, 25-40%-ით გაიზარდა ბრძანებების შესრულების ეფექტურობა რიგის ცვლილებით. ეს საშუალებას აძლევს Cortex-X925-ს, უფრო მოქნილად და ეფექტურად შეასრულოს ინსტრუქციები, შეამციროს შეფერხების დრო და გააუმჯობესოს საერთო წარმადობა. გარდა ამისა, გაუმჯობესდა ბირთვის რეგისტრის ფაილის სტრუქტურა, გაიზარდა ბუფერის ზომა და ინსტრუქციების გამოცემის რიგი, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ინსტრუქციის უფრო გამარტივებას და, შესაბამისად, მის უფრო სწრაფ შესრულებას. 

image.png 

Cortex-X925 ასევე შეიცავს ენერგიის მართვის მოწინავე ფუნქციებს, როგორიცაა თითობირთვიანი DVFS და გაუმჯობესებული ძაბვის რეგულირება. ეს ფუნქციები ხელს უწყობს იმართოს ენერგმოხმარება უფრო ეფექტურად და უზრუნველყოფილ იყოს ბირთვის მაღალი წარმადობა ენერგოეფექტურობის გაუარესების გარეშე. 

image.png 

Cortex-A725 და Cortex-A520 ბირთვები არის მოწინავე Cortex-A720 და Cortex-A520 ბირთვები და შესაბამისად, ოპტიმიზებულია 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესისთვის. 

image.png 

Cortex-A725-ისთვის Arm ხაზს უსვამს L1 ქეში მეხსიერების მოცულობის გაზრდას 1 მბ-მდე და 20 პროცენტით შეფერხების შემცირებას L3 ქეშ-მეხსიერებაზე წვდომისას. ამის წყალობით, Cortex-A725 აფიქსირებს წარმადობის 35 პროცენტით ზრდას. 

image.png 

ბირთვს ასევე აქვს ენერგიის მართვის მოწინავე შესაძლებლობები, მათ შორის დინამიური ძაბვისა და სიხშირის მასშტაბირება (DVFS) ნახევარი სიმძლავრის რეჟიმში. ეს ფუნქციები Cortex-A725-ს საშუალებას აძლევს დაარეგულიროს ენერგიის მოხმარება მიმდინარე დატვირთვის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს ენერგიის ეფექტურ გამოყენებას წარმადობის გაუარესების გარეშე. ამის გამო Cortex-A725-ს აქვს ენერგოეფექტურობის 25%-იანი ზრდა Cortex-A720-თან შედარებით. 

image.png 

განახლებულ Cortex-A520 ბირთვს არ განუცდია რაიმე არქიტექტურული ცვლილება შარშან წარმოდგენილ Cortex-A520-თან შედარებით. თუმცა Arm-მა იგი გააუმჯობესა 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესისთვის, რაც ტრანზისტორების უფრო მაღალი სიმკვრივისა და ენერგეფექტურობის 15%-ით გაზრდის საშუალებას იძლევა. 

image.png 

რაც შეეხება ახალ Immortalis G925 GPU-ს, Arm უწოდებს მას "ყველაზე სწრაფ და ენერგოეფექტურ" GPU-ს თავის პორტფელში. იგი უზრუნველყოფს 37%-ით უფრო სწრაფ წარმადობას შარშანდელ Immortalis G720-სთან შედარებით, 52%-ით უფრო სწრაფ წარმადობას კომპლექსური ობიექტების მიკვლევაში და 34%-ით გაუმჯობესებულ წარმადობას ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების დატვირთვებში. ამავდროულად, ახალი GPU წინამორბედთან შედარებით 30%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. 

image.png 

ასევე ცნობილია, რომ რექითრეისინგის ტექნოლოგია Lumen, როგორც Unreal Engine გრაფიკული ძრავის ნაწილი, ახლა მხარდაჭერილია Immortalis GPU-ზე. თუმცა, ჯერ უცნობია, იქნება თუ არა ეს საკმარისი სტიმული გეიმინ-დეველოპერებისთვის, რომ დაამატონ რეითრეისინგი თავიანთ მობილურ თამაშებზე, ან როგორ იმოქმედებს იგი საბოლოოდ ამ თამაშების წარმადობაზე. 

Arm ელოდება, რომ პირველი მობილური მოწყობილობები შემდეგი თაობის Immortalis G925 გრაფიკით გამოჩნდება მიმდინარე წლის ბოლოსთვის. თუმცა, არ გმოცხადებულა, რომელი კომპანიებიდან იქნება ეს მოწყობილობები. თავის მხრივ, MediaTek-მა აღნიშნა, რომ უახლესი Cortex-X925 ბირთვები და Immortalis-G925 GPU გამოყენებული იქნება მის ახალ ფლაგმანურ პროცესორში Dimensity 9400. ამრიგად, ასეთი აპარატული უზრუნველყოფის კონფიგურაციების ხილვა მოსალოდნელია მომავალ Vivo ან Oppo სმარტფონებში. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.