Magdalena Posted May 31, 2024 Posted May 31, 2024 CryptoQuant-ის კვლევის ხელმძღვანელმა Julio Moreno-მ განაცხადა, რომ გამყიდველების მხრიდან Bitcoin-ის კურსზე მნიშვნელოვანი ზეწოლა არ არსებობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაციის თანაფარდობა რეალიზებულ კაპიტალიზაციასთან (MVRV მაჩვენებელი) გასული ციკლების მაქსიმალური მაჩვენებლებისკენ მიმავალი გზის ნახევარზე იმყოფება. ამჟამად ეს მაჩვენებელია 2.78 - მაქსიმალური კი დაფიქსირებული იყო 4.83 - აცხადებს CryptoQuant. პლატფორმის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Bitcoin-ის კურსის შემდგომ ზრდას უნდა ველოდოთ საშუალოვადიან პერიოდში. თუმცა CryptoQuant არ აკონკრეტებს ზუსტად რამდენად გაიზრდება პირველი კრიპტოვალუტის ღირებულება. მანამდე საგადახდო სერვის Strike-ის გენერალურმა დირექტორმა Jack Mallers-მა ივარაუდა, რომ კრუიპტოვალუტების ბაზარზე მიმდინარე ხარული ტრენდის დროს Bitcoin-ის ფასმა შესაძლოა 250 ათას აშშ დოლარს მიაღწიოს ან გაიზარდოს 1 მლნ აშშ დოლარამდეც კი. https://tinyurl.com/2j38v6vh Quote
George Posted May 31, 2024 Posted May 31, 2024 ნუ ჯერ-ჯერობით არც ეგეთი კარგი სიტუაციაა, ნუ კი ავიდა 56500$-ან 71800$-მდე, მე მოვასწარი 70400$ დახურდავება, მერე დააგდეს დღეს უკვე 66800$-მდეც კი კურსი, ეხლა 67400$, ანუ რაღაცა საშვალოა, ეხლა ან ისევ დაგაზავს ან კიდე უფრო დასუსტდება ჯერ დროებით, ანუ თითქოს არ სურთო ჯერ მაინდაიმაც 80000$+ გაცდენა თუნდაც, გაცდება ალბათ წელს ან საკმაოთ მალეც კი შეიძლება მაგ ატმეტკას პირველათ ბიტკოინი, მაგრამ ჯერ-ჯერობით აჟიდატენლი პოზიცია უკავიათ დიდ ინვესტორებს, დაჟე ეთერეუმის ზრდაც დატორმუზდა, ავიდა ეგ კოინიც 3080$-ან 3-4 დღეში ლამის 3900$+ მინიმუმ მაგრამ მერე ისევ დასუსტდა დროებით და ეხლა უკავია 3800$ პოზიცია, თუმცა 3650$ დააგდეს ლამის მანამდე, თუმცა ეგ უკვე 1 კვირის უკან იყო, წინა კვირას ქონდა ძალზე მოშნი დაპამპვა ეთერეუმს, მაგრამ მეტი ზრდა აღარ მომხდარა დიდათ მაგის შემდეგ, შეიძლება იმიტომ რომ ბიტკოინზე ვეღარ შეძლეს 75000$ ასვლა მაინც ჯერ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.