Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

გაკოტრებულმა ბირჟა FTX-მა დაასრულა აუქციონების სერია 2.6 მლრდ აშშ დოლარი ღირებულების Solana-ს (SOL) ტოკენების საბაზრო ფასთან შედარებით მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გასაყიდად. ამის შესახებ აცხადებს Bloomberg. 

გამოცემის წყაროების თანახმად Figure Markets-მა, რომელმაც აუქციონში მიიღო მონაწილეობა, იყიდა 800 000 SOL - თითო მონეტა დაახლოებით 108 აშშ დოლარად. ბოლო 24 საათის განმავლობაში ტოკენი ფასი თითქმის 5%-ით დაეცა და იყიდება დაახლოებით 167 (CoinGecko) აშშ დოლარად. 

აუქციონის მსვლელობისას Pantera Capital-მა აქტივის გაურკვეველი ოდენობა შეიძინა, ისა წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს რიცხვის გამჟღავნებაზე. წლის დასაწყისში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანიამ მიზანმიმართულად შეაგროვა 250 მლნ აშშ დოლარი FTX-ისგან SOL-ის გამოსყიდვის მიზნით. 

მონეტები, რომლებიც ბირჟას ეკუთვნოდა, დაცულია ოთხი წლის ვადით, თუმცა ეტაპობრივი განბლოკვა რამდენიმე თვეში დაიწყება. 

აპრილის დასაწყისში გამართულ პირველ აუქციონს 62%-იანი ფასდაკლების გამო კრედიტორების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. SOL-ის მთავარი მყიდველები (1.9 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით) იყვნენ Pantera და მაიკ ნოვოგრაცის Galaxy Digital-ის შვილობილი Galaxy Trading. 

თვის ბოლოს შედგა მორიგი აუქციონი დაახლოებით 100 აშშ დოლარის ფასად. 

მაისში FTX-ის ლიკვიდატორებმა შეთავაზების სახით წარმოდგინეს კომპენსაციის მორიგი გეგმა, რომლის მიხედვითაც კრედიტორების 98% მიიღებდა მინიმუმ 118%-ს, სხვებისთვის კი თანხის დაბრუნება 100%-ს შეადგენს. 

დაზარალებულთა უდიდესმა ჯგუფმა წინააღმდეგობა გაუწია წინადადებას და მის ნაკლოვანებებს შორის დაასახელა ფიატში გადახდა. ამ სქემის მიხედვით, მაგალითად, Bitcoin-ისთვის კომპენსაცია იქნება 16.800 აშშ დოლარი, ხოლო აქტივის ფასი ამჟამინდელი კოტირებით დაახლოებით 67.500 აშშ დოლარს შეადგენს. 

შეგახსენებთ, რომ მარტში FTX-ის დამფუძნებელ და ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ სემ ბენკმენ-ფრიდს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.