Magdalena Posted May 28, 2024 Posted May 28, 2024 ონლაინ წყაროების თანახმად ილონ მასკის კუთვნილი xAI გეგმავს შექმნას საკუთარი კომპიუტერი, რათა გააძლიეროს ხელოვნური ინტელექტის ბოტი Grok. ამის შესახებ მილიარდერმა ინვესტორებთან ბოლო შეხვედრის დროს ისაუბრა. ფოტოს წყარო: xAI მოხსენებაში ნათქვამია, რომ მასკი სუპერკომპიუტერის ამოქმედებას მომავალი შემოდგომისთვის გეგმავს. მან ასევე დაამატა, რომ xAI-მ შეიძლება ითანამშრომლოს Oracle-თან ამ პროექტზე. xAI-სა და Oracle-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. არსებული მონაცემებით xAI გეგმავს გამოიყენოს Nvidia H100 ამაჩქარებლები თავის სუპერკომპიუტერში. ზუსტად რამდენი ამაჩქარებლის გამოყენებას აპირებენ დეველოპერები ახალი სუპერკომპიუტერის შესაქმნელად, არ არის მითითებული. ცნობილია, რომ Grok 2-ის ენობრივი მოდელის მომზადებისთვის გამოყენებული იქნა 20 ათასი H100 ამაჩქარებლის რესურსი. მანამდე მასკმა განაცხადა, რომ შემდეგი თაობის ალგორითმის მომზადებას დასჭირდება 100 ათასი ამაჩქარებელი. შეგახსენებთ, რომ Nvidia H100 ამაჩქარებლები დომინირებენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში გამოყენებული მონაცემთა ცენტრების ჩიპების ბაზარზე. თუმცა, დიდი მოთხოვნის გამო ძალიან რთულია ასეთი ამაჩქარებლების დიდი რაოდენობით შეძენა. რაც შეეხება xAI-ს, მასკმა კომპანია გასულ წელს დააარსა, რათა კონკურენცია გაუწიოს Microsoft-ს, OpenAI-ს და Google-ს ხელოვნური ინტელექტის სფეროში. https://tinyurl.com/27m7sxdk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.