Jump to content

Recommended Posts

Posted

კრიპტოვალუტების ბაზარმა განაგრძო ზრდა გავრცელებული ხმების ფონზე, რომ აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) სპოტ Ethereum ETF-ების დამტკიცებას აპირებს. როგორც ცნობილი გახდა, კომისიამ ETF-ის პოტენციური ემიტენტებისა და ბირჟებისგან განახლებული დოკუმენტაცია გამოითხოვა, რამაც ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების იმედები გააძლიერა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Kanchanara/unsplash.com 

კვირის დასაწყისში, ორშაბათს 20%-იანი ზრდის შემდეგ Coin Metrics-ის მონაცემებით Ethereum-ის (ETH) ფასი სამშაბათს კიდევ 9%-ით გაიზარდა და 3680.98 აშშ დოლარამდე შეადგინა. „ETH-ის ღირებულება გაიზარდა მალევე მას შემდეგ, რაც გავრცელდა ხმები, რომ SEC-მა შესაძლოა საბოლოოდ დაამტკიცოს Spot ETH ETFs მიმდინარე კვირაში, - განაცხადა Cube Exchange-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Bartosz Lipiński-მ. 

საბოლოო გადაწყვეტილებები VanEck-ისა და Ark Invest-ის განაცხდებებ შესახებ მიიღება ხუთშაბათს და პარასკევს, შესაბამისად. BlackRock-ის, Fidelity-ის, Invesco-ს, Grayscale-ისა და Bitwise Asset Management-ის განაცხადებზე სავარაუდოდ გადაწყვეტილებებს მიიღებენ მიმდინარე წლის ბოლოს. 

კრიპტოვალუტების ბაზრის ზრდის ფონზე Bitcoin-ის ფასი სამშაბათს 2%-ით გაიზარდა და 71 350 აშშ დოლარი შეადგინა. ამან დადებითად იმოქმედა Bitcoin-ის მაინინგის კომპანიების საფონდო ბირჟაზე არსებულ პოზიციებზე, მათ შორის Marathon Digital-ზე, რომლის აქციების ღირებულება 3%-ით გაიზარდა. კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კომპანიების აქციების ფასიც გაიზარდა - Coinbase-ის და Microstrategy-ს შემთხვევაში ზრდამ შეადგინა 2%, ხოლო Robinhood-ის - 3%. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.