Jump to content

Recommended Posts

Posted

Geekerwan-ის გუნდის ერქლოქერებმა გატესტეს Apple M4 პროცესორი ახალ iPad Pro-ში ექსტრემალურ აჩქარებაში თხევადი აზოტის გამოყენებით. Geekbench v6 ბენჩმარკზე აჩქარებული Apple M4 აღმოჩნდა 28%-ით უფრო სწრაფი ერთბირთვიანი წარმადობაში, ვიდრე 16-დუიმიან MacBook Pro-ში წარმოდგენილი M3 Max და 44%-ით უფრო სწრაფი Mac Studio-ში არსებულ M2 Ultra-სთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Geekerwan 

Apple M4 პროცესორი, 28 მილიარდზე მეტი ტრანზისტორით, დამზადებულია TSMC-ის მეორე თაობის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. მისი დებიუტი შედგა Apple-ის ახალ პლანშეტ iPad Pro-ში და შემოთავაზებულია ორ კონფიგურაციაში, რომლებიც განსხვავდება მძლავრი ბირთვების რაოდენობით. ერთ ვერსიაში მასში შედის 10 CPU დამუშავების ბირთვი (ოთხი მაღალი წარმადობის და ექვსი ენერგოეფექტური), მეორეში - ერთი ნაკლებ მაალი წარმადობის ბირთვი (3+6). უფრო მძლავრ ვერსია აქვს 16 გბ ოპერატიული მეხსიერებ, ხოლო ნაკლებად მძლავრ მოდელს - 8 გბ ოპერატიული მეხსიერებ. 

Geekerwan-ის გამოცდელებმა განათავსეს Kingpin Cooling T-Rex Rev 4 CPU LN2 თხევადი აზოტის ავზი პირდაპირ iPad Pro-ზე იმ ადგილას, სადაც M4 პროცესორია განთავსებული. ჩიპი აჩქარდა 4.41 გჰც სიხშირემდე. ოვერქლოქერები გვპირდებიან, რომ გამოაქვეყნებენ ვიდეოს აჩქარებისა და ტესტირების პროცესის დეტალურ ჩანაწერს. 

iPad Pro M4-მა ერთბირთვიან რეჟიმში მიიღო ქულა 4001, რაც 28%-ით აღემატება M3 Max-ს 16-დუიმიან MacBook Pro-ში. ახალი Apple M4 ასევე აღემატება M2 Ultra-ს მნიშვნელოვანი 44%-იანი სხვაობით, რომელიც განთავსებულია Mac Studio-ში. აღსანიშნავია, რომ თხევადი აზოტის გამოყენების გარეშეც M4-ის ერთბირთვიანი წარმადობა ძალიან მაღალია - მისი შედეგი ერთბირთვიან Geekbench v6 ტესტში აღწევს 3767 ქულას. 

თუმცა, M4-ის მრავალბირთვიანი წარმადობა არც ისე შთამბეჭდავია. იგი აღმოჩნდა 54%-ით ნელი 16-ბირთვიან M3 Max-თან შედარებით და ჩამორჩებოდა 24-ბირთვიან M2 Ultra-ს თითქმის 57%-ით. Geekerwan-ის გუნდის მიერ მრავალბირთვიან Geekbench v6 ტესტში მიღებული რამდენიმედან ყველაზე მაღალი ქულა იყო 14.785 ქულა. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესორი გამოიცადა სამი მაღალი წარმადობის და ექვსი ენერგოეფექტური ბირთვის მქონე კონფიგურაციაში. ოვერქლოქრებმა განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში უფრო მაღალი წარმადობის ვერსიის გამოცდას აპირებენ. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.