Magdalena Posted May 11, 2024 Posted May 11, 2024 Apple-მა ღონისძიება Let Loose-ის ფარგლებში წარმოადგინა iPad Pro-ს ახალი ვერსიები. ახალ 11- და 13-დუიმიან პლანშეტებს აქვთ განახლებული დიზაინი, უახლესი ძლიერი M4 პროცესორები და სრულიად ახალი OLED დისპლეები. ფოტოს წყარო: Apple Apple-ის გადაწყვეტილებას LCD-დან OLED-ზე გადასვლის შესახებ ბევრი უპირატესობა აქვს. ახლა iPad Pro-ს ექნება კონტრასტულობის ბევრად მაღალი დონე, რეალისტური შავი ფერი და უკეთესი გამოცდილება ვიდეოების ყურებისას. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს აღარ შეექმნებათ ე.წ. „Blooming-ის“ პრობლემა, როდესაც სურათის ნათელი ელემენტები "აღწევენ" ეკრანის მიმდებარე ბნელ ადგილებში. გარდა ამისა, iPad Pro-ს ორივე ვერსიას ექნება ერთნაირი დისპლეები (ზომის და გაფართოების გარდა), რაც საბოლოოდ აღმოფხვრის განსხვავებას უმცროს და უფროს iPad Pro-ს შორის - ადრე 12.9-დუიმიანი ვერსია წარმოდგენილი იყო Mini LED ეკრანით, ხოლო 11-დუიმიანი ვერსია - ჩვეულებრივი Retina დისპლეით. პლანშეტში გამოყენებულია ორმაგი OLED პანელი, რომელსაც Apple უწოდებს Tandem OLED-ს. ფაქტობრივად, ეს გახლავთ ორი პანელი ორგანული შუქდიოდებით, რომლებიც ერთმანეთზეა განთავსებული. დისპლეი, რომელსაც Apple უწოდებს Ultra Retina XDR-ს, უზრუნველყოფს პლანშეტისთვის შთამბეჭდავ 1000 კდ/მ2 სიკაშკაშეს და 1600 კდ/მ2-ს HDR კონტენტისთვის. Apple-მა ასევე პირველად წარმოადგინა არეკვლის საწინააღმდეგო მინა ნანოტექსტურით iPad-ისთვის. Apple-მა iPad Pro-ში წარმოადგინა ყველაზე თანამედროვე პროცესორი - M4 ჩიპი, რომელიც დამზადებულია TSMC-ის მეორე თაობის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. Apple ამტკიცებს, რომ ეს 10-ბირთვიანი პროცესორი 50%-ით უფრო სწრაფია წინა თაობის iPad Pro-ში წარმოდგენილ M2 ჩიპთან შედარებით. რაც შეეხება გეიმინგ წარმადობას, Apple-ის მტკიცებით M4-ს შეუძლია M2-ის მსგავსი წარმადობის უზრუნველყოფა ნახევარი სიმძლავრის გამოყენებისას. ახალი გრაფიკული პროცესორის შედეგად iPad-ში პირველადაა უზრუნველყოფილი რეითრეისინგის აჩქარება და ბადისებრი დაჩრდილვა (mesh shading), ხოლო რენდერინგის ჯამური წარმადობა M2-თან შედარებით ოთხჯერ გაიზარდა. Apple-ის თქმით, ახალი ნეირონული ძრავი და CPU-ის მანქანური სწავლების ამაჩქარებლები M4 ჩიპს აქცევს “დაუჯერებლად მძლავრ ჩიპად ხელოვნური ინტელექტისთვის”. OLED პანელები LCD-სთან შედარებით უფრო თხელი და მსუბუქია, რის შედეგად მოწყობილობებიც უფრო თხელი და მსუბუქი აღმოჩნდა, თანაც განახლებული დიზაინით. ახალი 11-დუიმიანი მოდელის სისქეა 5.3 მმ, 13-დუიმიანის - 5.1 მმ, რაც, Apple-ის თქმით, ყველაზე თხელია მის მიერ ოდესმე შექმნილ ყველა პროდუქტს შორის. ამასთან, Apple-მა იმუშავა ახალი iPad Pro-ს ჩიპების გაგრილებაზე - შეტანილი ცვლილებების შედეგად გაგრილება 20%-ით გაუმჯობესდა. ახალ iPad Pro-ს ექნება მინიმუმ 256 გბ მეხსიერება, რაც ორჯერ მეტია წინამორბედებთან შედარებით. 11-დუიმიანი მოდელის ფასი 999 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო 13-დუიმიანის - 1299 აშშ დოლარიდან. მათი შეკვეთა უკვე შესაძლებელია, მიწოდება დაიწყება 15 მაისს. https://shorturl.at/gkK34 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.