Magdalena Posted May 10, 2024 Posted May 10, 2024 Apple-მა დააჩქარა თავისი პირველი დასაკეცი მოწყობილობების განვითარება. ამის შესახებ წერს პორტალი 9to5Mac Haitong International Securities-ის ანალიტიკოს Jeff Pu-ს მიერ ინვესტორებისთვის განკუთვნილ განცხადებაზე დაყრდნობით. მისი მოხსენების თანახმად, Apple გეგმავს დასაკეცი ეკრანის მქონე 20.3-დუიმიანი MacBook-ის მასობრივი წარმოების დაწყებას 2025 წლის ბოლოს, ხოლო დრეკადი iPhone-ის წარმოებას - 2026 წლის ბოლოსთვის. ფოტოს წყარო: 9to5Mac TF Securities-ის ცნობილ ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს ადრინდელი განცხადებების თანახმად Apple ქმნის 20.3-დუიმიან MacBook ლეპტოპს დასაკეცი ეკრანით. Kuo-ს თქმით, კომპანია გეგმავს მოწყობილობის გამოშვებას 2027 წელს. ის ფაქტი, რომ Apple დაინტერესებულია დრეკადი ეკრანის მქონე MacBook-ის გამოშვებით, ასევე დააფიქსირეს Display Supply Chain Consultants-ის ანალიტიკოსმა Ross Young-მა, Bloomberg-ის წარმომადგენელმა მარკ გურმანმა და სამხრეთკორეულმა რესურსმა - The Elec. ყველა მათგანი პროგნოზირებს ამ მოწყობილობის წარმოების დაწყებას 2026-2027 წლებში. Pu-ის მოხსენებიდანნ ჩანს, რომ Apple-მა "დააჩქარა" დასაკეცი მოწყობილობების განვითარება. Apple-ის კომპონენტების მიწოდების ჯაჭვების ანალიზი აფიქსირებს დასაკეცი მოწყობილობების განვითარების „მზარდ ხილვადობას“, განაცხადა მან. Pu ასევე აცხადებს, რომ Apple-ის დასაკეცი მოწყობილობები წარმოადგენენ "პროდუქტების ახალ ხაზს", რომელიც ორიენტირებულია "ულტრა მაღალი დონის მოწყობილობების ბაზრისკენ". ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ Apple ავითარებს დასაკეცი iPhone სმარტფონებს ორი ზომით - 7.9 და 8.3 დუიმი. https://tinyurl.com/4w4h7xmr Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.