Magdalena Posted May 7, 2024 Posted May 7, 2024 მსოფლიოში უმსხვილეს კრიპტო ბირჟა Binance-ის დამფუძნებელს და ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს მიესაჯა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ადეკვატური ზომების შეუსრულებლობის გამო. Binance-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ადრე აღიარა, რომ მომხმარებლებს ფულის გადარიცხვის უფლებას აძლევდა აშშ-ის სანქციების დარღვევით. განაჩენის გახმაურებას კრიპტო ბაზარი ვარდნით გამოეხმაურა. ფოტოს წყარო: Kanchanara/Unsplash მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ მსჯავრდებულ სემ ბენკმენ-ფრიდზე ნაკლებად ცნობილია, Zhao არის მთავარი ფიგურა კრიპტო ინდუსტრიაში, რომელმაც დააარსა Binance 2017 წელს. მიუხედავად იმისა, რომ იგი გადადგა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ბრალის აღიარების ფარგლებში, კვლავ რჩება კომპანიის მაკონტროლებელ აქციონერად. პროკურორები, რომლებიც მიუთითებდნენ Zhao-ს დანაშაულებრივ ქმედებებსა და შედეგებზე, მოითხოვდნენ მისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთას, რაც ანალოგიური საქმეებისთვის დაწესებულ 18 თვეს ორჯერ აღემატება. ასევე შემოთავაზებული იყო, რომ ვადას აესახა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიყენებული ზიანი. ბრალდების თანახმად Binance-მა „დაარღვია აშშ-ის კანონები უპრეცედენტო მასშტაბით“ 898 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. Zhao-მ და Binance-ის სხვა ტოპ-მენეჯერებმა ასევე უგულებელყვეს საბანკო საიდუმლოების აქტი (BSA) და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომები, რის შედეგად შესრულდა 1.1 მლნ აშშ დოლარის ტრანზაქცია ირანის მოქალაქეების მიერ ამერიკის მოქალაქეებთან სანქციების გვერდის ავლის მიზნით. სანქცირებული სხვა ქვეყნები, როგორიცაა კუბა და სირია, ასევე წარმატებით ახორციელებდნენ გარიგებებს. Zhao-ს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ის არ იმსახურებს ციხეს, რადგან "BSA-ს მსგავს საქმეში მონაწილე არცერთ ბრალდებულს არ მიუსაჯეს პატიმრობა", განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი ნებაყოფლობით ჩავიდა შეერთებულ შტატებში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, რათა ეღიარებინა დანაშაული და "მთელი ხუთთვენახევრის განმავლობაში სახლიდან შორს იმყოფებოდა.“ თუმცა, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ Zhao-მ დანაშაული აღიარა 2023 წლის ნოემბერში და დათანხმდა 50 მლნ აშშ დოლარის ჯარიმის გადახდას, რაც ზღვაში წვეთია მის კუთვნილ 33 მლრდ აშშ დოლართან შედარებით. მან ასევე პირობა დადო, რომ არ გაასაჩივრებდა განაჩენს. უმსხვილესმა კრიპტოვალუტებმა რეაგირება მოახდინეს Zhao-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის ამბავზე. მასალის წერის მომენტში Bitcoin-ის ფასი 4.6%-ით შემცირდა და 60 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა, ხოლო Ethereum-ის ფასი საერთოდ ჩამოვიდა ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი 3000 აშშ დოლარიანი დონის ქვემოთ. https://tinyurl.com/3kvxsuvu Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.