Magdalena Posted May 1, 2024 Posted May 1, 2024 Google Cloud-ის პლატფორმა Vertex AI-ის გამოყენებით Spot On Chain-ის ანალიტიკოსებმა შეიმუშავეს Bitcoin-ის ფასის პროგნოზები 2024-2025 წლებში. მოკლევადიანი პერსპექტივების კონტექსტში ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაისი-ივლისის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის ფასი დარჩება 56000-70000 აშშ დოლარის დიაპაზონში. 60 ათას აშშ დოლარზე დაბლა დაცემის ალბათობა 48%-ია. 2024 წლის მეორე ნახევარში ანალიტიკოსები ფასების ზრდას ელიან. 63%-იანი ალბათობით Bitcoin-ის ღირებულება 100 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება. ”ეს პროგნოზი მიანიშნებს ბაზარზე გაბატონებული ზრდის განწყობაზე, რომელსაც ხელლს შეუწყობს დეკემბრის FOMC-ის სხდომის შემდეგ მოსალოდნელი განაკვეთის შემცირება [...]. ამან შეიძლება გაზარდოს მოთხოვნა სარისკო აქტივებზე, როგორიცაა აქციები და Bitcoin“, - განმარტავენ Spot On Chain-ის წარმომადგენლები. S&P 500 ინდექსსა და Bitcoin-ს შორის დადებითი კორელაციის მაგალითი. წყარო: OKX, Spot On Chain. არსებობს 42%-იანი "დიდი ალბათობა", რომ ციფრული ოქრო 2025 წლის პირველ ნახევარში 150 ათას აშშ დოლარიან დონეს გადალახავს. ”შანსები, რომ Bitcoin-ის ფასი 150 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს, 70%-მდე იზრდება, თუ გავითვალისწინებთ მთლიან 2025 წელს,” - აღნიშნეს ექსპერტებმა. მათი დაკვირვებით პირველი კრიპტოვალუტა აახლებს ისტორიულ მაქსიმუმს ყოველი განახევრების შემდეგ. ჰალვინგები და Bitcoin-ის ფასი. წყარო: CoinDesk Spot On Chain-ის წარმომადგენლების თქმით, მათ მიერ შემუშავებული ანალიტიკური მოდელი ეფუძნება ვრცელ მონაცემებს, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა ისტორიულ ტენდენციას და ბაზრის ფაქტორებს. კერძოდ, იგი ითვალისწინებს განახევრებას, საპროცენტო განაკვეთის ციკლებს, ETF ფაქტორებს, ვენჩურული კაპიტალის ინვესტორების აქტივობას და Bitcoin-მაინერების გაყიდვებს. ადრე Pomp Investments-ის დამფუძნებელმა ენტონი პომპლიანომ ივარაუდა ციფრული ოქროს კორექტირება და შემდგომი ზრდა 100 ათას აშშ დოლარამდე - 150000-200000 აშშ დოლარამდე მიღწევის შანსებით. https://tinyurl.com/3uvjmn54 Quote
George Posted May 1, 2024 Posted May 1, 2024 ჯერ-ჯერობით მარტო ეცემა და შეიძლება ძალიან გაუჭირდესო წელსაც თუ ვერ დაწიეს interest rate ფედერალებმა, ისეთი პირი უჩანს რომ არ აპირებენ არც ზაფხულში არაფრის დაწევას და მაგ შემთხვევაში დოუ ჯონსიც მაგრა დაეცემაო და ბიტკოინიც, როგორც ალბათ ოქროს კურსი, ანუ ყველაფერი ჩაყვინთავსო სერიოზულათ, უკვე პრინციპში ბიტკოინი დაეცა 64000$-ან 56500$-მდეც კი, ეგ ყველაფერი მოხდა თან ფაქტიურათ 30 საათში, მეტი დრო არც დაჭირდა მაგხელა დაცემას https://markets.businessinsider.com/news/currencies/bitcoin-price-forecast-key-60000-technical-level-sell-signal-fairlead-2024-4 https://markets.businessinsider.com/news/stocks/stock-market-today-april-fed-rate-cut-fomc-inflation-earnings-2024-4 ანუ მინიმუმ 10% უკვე დააგდეს ბიტკოინი 2 დღეც არ გასულა ლამის Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.