Magdalena Posted April 1, 2024 Posted April 1, 2024 კრიპტო ბირჟა FTX-ის თანადამფუძნებელ და ხელმძღვანელ სემ ბენკმენ-ფრიდს მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა 11 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონების კონფისკაციით. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის შვიდ ბრალდებაში, მათ შორის თაღლითობასა და თანხის გაფლანგვაში. სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ბენკმენ-ფრიდის ქმედებების გამო FTX-ის მომხმარებლებმა დაკარგეს 8 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო ინვესტორებისა და კრედიტორებისთვის მიყენებული ზარალი შეფასდა 1.7 მლრდ აშშ დოლარად და 1.3 მლრდ აშშ დოლარად, შესაბამისად. ამასთან, სამმა ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოსამართლე ლუის კაპლანის თქმით ბენკმენ-ფრიდმა ცრუ ჩვენება მისცა სულ მცირე სამჯერ. ამის მიუხედავად, მოსამართლემ მხარი არ დაუჭირა პროკურატურას, რომელიც 40-წლიან პატიმრობას ითხოვდა, ასევე დაცვის მხარეს, რომელიც ბრალდებულისთვის ფსიქიკური პრობლემების მოტივით 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა. სასამართლო პროცესის შეჯამებისას მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბენკმენ-ფრიდმა კარგად იცოდა, რომ მომხმარებლების ფული მას არ ეკუთვნოდა, რომ არასწორად მოქმედებდა და ბირჟას მეტად სარისკო მდგომარეობაში აყენებდა. თავად ბრალდებულის თქმით, იგი იმედოვნებდა, რომ მართლმსაჯულებას თავს აარიდებდა და დაუსჯელი დარჩებოდა. ბენკმენ-ფრიდი იყო 2019 წელს დაარსებულ კრიპტო ბირჟა FTX-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც სწრაფად გახდა ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში. სასამართლო პროცესის დროს მისმა თანამზრახველებმა დაადასტურეს, რომ მანიპულირებდნენ რიცხვებით, რათა ბირჟა უფრო უსაფრთხო გამოჩენილიყო, ვიდრე სინამდვილეში იყო. პრობაციის დეპარტამენტი დაჟინებით მოითხოვდა 100-წლიან თავისუფლების აღკვეთას, რომელიც, ბენკმენ-ფრიდის ადვოკატების აზრით, არანაკლებ „გროტესკული“ იქნებოდა პონცის სქემის ორგანიზატორ, 71 წლის ბერნი მედოფისთვის 150 წლიან სასჯელთან შედარებით. https://tinyurl.com/ynatpv4m Quote
George Posted April 1, 2024 Posted April 1, 2024 ორ-ორჯერ დაიპოსტა ერთიდაიგივე თემა და დუბლიკატები წავშალე, ისე კი ხვონსაც იგივე დღე ელის, ბანკმანმა და ხვონმა ჯამში 10000$ დამაკარგინეს და პირველ რიგში ეგ ყველაფერი გათვლილი იყო გამოუცდელ მელკი ტრეიდერებზე, დიდმა ტრეიდერებმაც დაკარგეს დობრათ მაყუთი, მაგრამ ყველაზე მეტათ ისევ მელკი ტრეიდერები დაზარალდენ 2022-ში ხვონის და ბენკმენის ოინების შემდეგ, თუმცა ხვონის მახინაციები გაცილებით უფრო სერიოზული და მძიმე იყო კრიპტობაზრისთვის, რახან მაგ მომენტისთვის საკმაოთ მაღალი კაპიტალიზაცია იყო 2022 წლის მაისის დასაწყისისთვის,ბენკმანმა უბრალოთ ლურსმანი დაასვა რასაც ქვია და მთლათ ბოლო მოუღო ყველაფერს, მაგრამ კი ავიდა მაგის შემდეგ უკვე 73000$ ბიტკოინი, მანამდე კი 15500$ დაცემაც მოასწრო და მთავარი დამნაშავე მაგაში ხვონი და ბანკმანია და ორი საკმაოთ დიდი კრიპტობაზრის განგებ დაგდების მცდელობა 2022 წლის მაისში და მერე მოგვიანებით უფრო სექტემბრისკენ რომ დაფიქსირდა ბაზარზე Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.