Magdalena Posted March 23, 2024 Posted March 23, 2024 CoinGecko-ს მონაცემებით Solana-ზე დაფუძნებულმა დეცენტრალიზებულმა ბირჟებმა დაიკავა ბაზრის დაახლოებით ნახევარი ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით. წყარო: CoinGecko. სეგმენტის ლიდერი გახდა პლატფორმა Jupiter 2.66 მლრდ აშშ დოლარით, მას მოყვება Raydium (2.4 მლრდ აშშ დოლარი). DEX Uniswap-მა რეიტინგში მესამე ადგილი შეინარჩუნა, მას მოსდევს Solana-ს პლატფორმა Orca 1.4 მლრდ აშშ დოლარით. ყველაზე პოპულარული წყვილი ორ ამჟამინდელ ლიდერს შორის არის SLERF/SOL. იმის მიუხედავად, რომ meme token-ის პროექტს პრობლემები შეექმნა ლიკვიდობის პულის და airdrop მონეტების „შემთხვევით“ დაწვის სახით, საზოგადოებამ მხარი დაუჭირა მას. ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტივის ფასი შემცირდა დაახლოებით 25%-ით და დაალოებით 0.9 აშშ დოლარს შეადგენს. ტოკენის კაპიტალიზაცია 0.5 მლრდ აშშ დოლარს უახლოვდება. წყარო: CoinGecko. CryptoQuant-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კი იუნ ჯუმ გამოთქვა შეშფოთება Solana-ზე დამყარებული meme ტოკენის სეგმენტში აჟიოტაჟის გამო. მისი აზრით ასეთი პროექტები უბრალოდ აზიანებს ინდუსტრიას. ამ ფონზე SOL რჩება მეხუთე ადგილზე კაპიტალიზაციის მიხედვით, ბაზარზე ყოველკვირეული 14.5%-იანი ზრდით. ტოკენის მთლიანი მარაგის ღირებულება 78.2 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. წყარო: CoinGecko. Franklin Templeton-ის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ meme-ტოკენებს არ აქვთ „თანდაყოლილი“ ღირებულება და ახასიათებთ ძლიერი არასტაბილურობა. https://tinyurl.com/yc2kwcwe Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.