გიაჩხეო Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 გამარჯობა ბატონებო და ქალბატონო (რამდენადაც ვიცი ფორუმზე ერთი უკვე არის),სათაურიდან ალბათ უკვე მიხვდით რაც მჭირდება,მაქვს ბევრი ფოტო ფირები (ციფრულ ერამდე გადაღებული) და მინდა კომპში მათი შენახვა,როგორ მოვიქცე.წინასწარ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
მიშა Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 გაგიმარჯოოს! რამდენადაც ვიცი ფორუმზე ერთი უკვე არის ორია. ფოტოფირის დასკანერებისთვის სპეციალური "რაღაც" არის საჭირო. დაახლოებით ასეთია: მაგაში იდება ფოტოფირი და როგორც ვიცი უკნიდან ხდება მინათება, რომ ფირზე რაცაა აღბეჭდილი ის გამოვიდეს განათებული. რამდენიმე უბრალო სკანერზე ვცადე მაგის გარეშე დასკანერება და არაფერი გამომივიდა...
გიაჩხეო Posted April 10, 2011 Author Posted April 10, 2011 (edited) მიშას გაუმარჯოს,რომელიღაც სკანერზე კეთდებოდა სპეციალური მოწყობილობა და ის აკეთებდა მაგ საქმეს,აი რომელ სკანერზე და სად შეიძლება მაგის ყიდვა ეგ არ ვიცი. http://www.popgadget.net/2008/10/firebox_usb_neg.php Edited April 10, 2011 by გიაჩხეო
მიშა Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 მეც მაქვს ოხრად ფოტოფირები, მამაჩემი ყოფილი მოყვარული ფოტოგრაფია და მინდოდა რომ გადამეყვანა "ციფრულ ფორმატში" ის ფირები (მისი გადაღებულიც და ჩემიც) და ასეთი ამბავი მოიტანა (რაც ზემოთ დავწერე)... მერე მინდოდა მეცადა და ჩემით გამეკეთებინა ისეთი რამე, რომ უკნიდან მიენათებინა ფირისთვის და ასე განათებული დამესკანერებინა, მაგრამ ხომ იცი, ყველაფერს "მუღამი" უნდა. ეგ მუღამი კი გამიქრა რატომღაც... მიშას გაუმარჯოს,რომელიღაც სკანერზე კეთდებოდა სპეციალური მოწყობილობა და ის აკეთებდა მაგ საქმეს,აი რომელ სკანერზე და სად შეიძლება მაგის ყიდვა ეგ არ ვიცი. http://www.popgadget.net/2008/10/firebox_usb_neg.php ეს საკმაოდ ძვირი რაღაც ჩანს.
walkman Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 ეს საკმაოდ ძვირი რაღაც ჩანს. http://www.amazon.com/SVP-FS1000-DIGITAL-NEGATIVES-SCANNER/dp/B00427WEJC/ref=sr_1_6?s=electronics&ie=UTF8&qid=1302441477&sr=1-6
გიაჩხეო Posted April 10, 2011 Author Posted April 10, 2011 ეს საკმაოდ ძვირი რაღაც ჩანს. არ ვიცი ძვირია თუ არა მთავარია ჩვენ მაღაზიებში თუ არის მსგავსი რაღაცwalkman კარგი რამე ჩანს შეიძლება მაგისი გამოწერა არც ისე ძვირია მადლობა
მიშა Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 http://www.amazon.com/SVP-FS1000-DIGITAL-NEGATIVES-SCANNER/dp/B00427WEJC/ref=sr_1_6?s=electronics&ie=UTF8&qid=1302441477&sr=1-6 "ის" (წინა ლინკი) 150$ ღირდა. "ეს" 39$. მაგრამ ორივე ძვირია მაინც. იმის კვალობაზე, რასაც აკეთებს...
გიაჩხეო Posted April 10, 2011 Author Posted April 10, 2011 ჩემს შემთხვევაში მიღირს,დაახლოებით 600 სურათი მაინც მექნება შესანახიალტაში ესეთი რამ ყოფილა ეხლა ვნახე http://www.alta.ge/geo/products.php?action=details&id=26364
მიშა Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 ჰო, მაგას აქვს ისეთი რაღაც, მე რომ დავდე ჩემ პირველ პოსტში.უფრო სწორად, როგორც სახელიდან ვხვდები, მთლიანი ფირის კიარა, სლაიდების ადაპტერი აქვს.
მიშა Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 ფირებისთვის მეც მასე ვფიქრობ... თუმცა ალტაში მისვლაც ღირს, ეგებ უშუალოდ ფირსაც ასკანერებს ეგ სკანერი და თუ მასეა, მართალია 180 ლარამდე დაჯდება, მაგრამ სკანერად მაინც დარჩება და ის რაღაც ფირის გარდა ვერაფერს ასკანერებს :(
გიაჩხეო Posted April 10, 2011 Author Posted April 10, 2011 გეთანხმები მიშა,ამ დღეებში მივალ ვნახავ და დავწერ რას წარმოადგენს,თუ გამოდგება ვიყიდი და შენც გათხოვებ,მანამდე იყოს ეს თემა და მერე დავხუროთ,ყველას დიდი მადლობა
მიშა Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 გეკადრება? რაის თხოვება კაცო, თუ ივარგებს მეც ვიყიდი
walkman Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 მეზობელს აქვს მსგავსი სკანერი და საერთოდ არ მომეწონა დასკანერებული (ფირი), ან მე ვერ გავაკეთე კარგად ან სკანერი არ ვარგა ვიდზე ეგეთი სკანერია.
გიაჩხეო Posted April 10, 2011 Author Posted April 10, 2011 მეზობელს აქვს მსგავსი სკანერი და საერთოდ არ მომეწონა დასკანერებული (ფირი), ან მე ვერ გავაკეთე კარგად ან სკანერი არ ვარგა ვიდზე ეგეთი სკანერია. ალბათ სკანერი არ ვარგა,თორემ რას ვერ გააკეთებდი,ფირი უნდა ჩადო და სეთინგები მისცე,მეტი რა ფილოსოფია იქნება
walkman Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 ალბათ სკანერი არ ვარგა,თორემ რას ვერ გააკეთებდი,ფირი უნდა ჩადო და სეთინგები მისცე,მეტი რა ფილოსოფია იქნება ზუსტად ეგრე გავაკეთე, მაგრამ ეს იყო რამდენიმე წლის წინ. ერთი სიტყვით სანამ იყიდი (ალტაში) თუ არის საშუალება "გასინჯვის" წაიღე რიმე ფირი და დაასკანერებინე, თუ მოგეწონა ხო იყიდი :)
გიაჩხეო Posted April 10, 2011 Author Posted April 10, 2011 ეხლა ვნახე კომპლექს პროშიც ჰქონიათ მანდაც ვნახავ,იმედია ადგილზე გასინჯვის საშუალება იქნება
გიაჩხეო Posted April 12, 2011 Author Posted April 12, 2011 მოკლედ ვიყავი კომპლექს პროში,ვნახე და გავსინჯე კიდეც,თავისი სოფტი რაც მოყვება იმით არა უშავს რა ხარისხია,შეიძლება ფოტოშოფით უკეთ დამუშავდეს.ცუდი ის აქვს რომ ორი კადრი იდება ფირის ჩასადებში და ფასიც 184 ლარი. ასეთი ამბებია.ალბათ თემის დახურვა შეიძლება
Recommended Posts