Jump to content

Recommended Posts

Posted

Qualcomm-მა 18 მარტს სპეციალური ღონისძიება დაგეგმა, რომელზეც ახალ მობილურ პროცესორებს წარადგენს. თავის სარეკლამო მასალებში ამერიკლი მწარმოებელი მიუთითებს "ახალი ფლაგმანური პროდუქტების" გამოშვებაზე. სავარაუდოდ, საუბარია ერთკრისტალიან პლატფორმა Snapdragon 8s Gen 3-ზე, ასევე მასთან ერთად მოსალოდნელია Snapdragon 7+ Gen 3-ის წარდგენა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Qualcomm 

რაოფიციალური ცნობების თანახმად Snapdragon 8s Gen 3 არის ამჟამინდელ ფლაგმანურ პროცესორ Snapdragon 8 Gen 3-ის მოდიფიცირებული ვერსია. ახალი ჩიპი, სახელწოდებით SM8635, აგებულია TSMC-ის 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. პროცესორის მთავარი ბირთვი მუშაობს 2.9 გჰც სიხშირეზე. გარდა ამისა, ახალ ჩიპს აქვს Adreno 735 გრაფიკული ბირთვი 900 მჰც სიხშირით. Snapdragon 8 Gen 3-ის სტანდარტულ ვერსიას აქვს მთავარი ბირთვი 3.3 გჰც სიხშირით, ხოლო Adreno 750 გრაფიკული ბირთვი - 770 მჰც სიხშირით. 

image.jpeg 

გაცილებით ნაკლებია ცნობილი Snapdragon 7+ Gen 3 პროცესორის შესახებ. ჩიპის დასახელებაა SM7650. ცნობილია, რომ OnePlus Ace 3V ამ პროცესორზე დამყარებული პირველი სმარტფონი იქნება. 

რაც შეეხება Oryon ბირთვებზე დამყარებულ სრულიად ახალ ფლაგმანურ პროცესორ Snapdarong 8 Gen 4-ს, მისი ანონსი მოსალოდნელია არა უადრეს მიმდინარე წლის ოქტომბრისა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.