Magdalena Posted March 14, 2024 Posted March 14, 2024 Qualcomm-მა 18 მარტს სპეციალური ღონისძიება დაგეგმა, რომელზეც ახალ მობილურ პროცესორებს წარადგენს. თავის სარეკლამო მასალებში ამერიკული მწარმოებელი მიუთითებს "ახალი ფლაგმანური პროდუქტების" გამოშვებაზე. სავარაუდოდ, საუბარია ერთკრისტალიან პლატფორმა Snapdragon 8s Gen 3-ზე, ასევე მასთან ერთად მოსალოდნელია Snapdragon 7+ Gen 3-ის წარდგენა. ფოტოს წყარო: Qualcomm არაოფიციალური ცნობების თანახმად Snapdragon 8s Gen 3 არის ამჟამინდელ ფლაგმანურ პროცესორ Snapdragon 8 Gen 3-ის მოდიფიცირებული ვერსია. ახალი ჩიპი, სახელწოდებით SM8635, აგებულია TSMC-ის 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. პროცესორის მთავარი ბირთვი მუშაობს 2.9 გჰც სიხშირეზე. გარდა ამისა, ახალ ჩიპს აქვს Adreno 735 გრაფიკული ბირთვი 900 მჰც სიხშირით. Snapdragon 8 Gen 3-ის სტანდარტულ ვერსიას აქვს მთავარი ბირთვი 3.3 გჰც სიხშირით, ხოლო Adreno 750 გრაფიკული ბირთვი - 770 მჰც სიხშირით. გაცილებით ნაკლებია ცნობილი Snapdragon 7+ Gen 3 პროცესორის შესახებ. ჩიპის დასახელებაა SM7650. ცნობილია, რომ OnePlus Ace 3V ამ პროცესორზე დამყარებული პირველი სმარტფონი იქნება. რაც შეეხება Oryon ბირთვებზე დამყარებულ სრულიად ახალ ფლაგმანურ პროცესორ Snapdarong 8 Gen 4-ს, მისი ანონსი მოსალოდნელია არა უადრეს მიმდინარე წლის ოქტომბრისა. https://tinyurl.com/3ynyneza Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.