Magdalena Posted March 5, 2024 Posted March 5, 2024 TSMC ტრადიციულად არ ასაჯაროებს მომხმარებლებთან ურთიერთობის დეტალებს, მაგრამ აშშ-ის კანონმდებლობით მას მოეთხოვება გაამჟღავნოს მონაცემები იმ მომხმარებლების შესახებ, რომელთა წილზე მოდის მისი შემოსავლის 10%-ზე მეტი. ფინანსურ ანალიტიკოს Dan Nystedt-ის შეფასებით NVIDIA-ს წილზე გასულ წელს მოდიოდა TSMC-ის შემოსავლის 11%. ფოტოს წყარო: nvidia.com გასულ წელს Apple-მა, რომელიც TSMC-ის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილ ანგარიშში მოხსენიებულია, როგორც „მომხმარებელი A”, უზრუნველყო ტაივანური კომპანიის შემოსავლის 25% - მის მომსახურებაში გადაიხადა 17.52 მლრდ აშშ დოლარი. NVIDIA-მ, რომელიც მოხსენიებულია, როგორც „მომხმარებელი B”, ტაივანურ კომპანიას გადაუხადა 7.73 მლრდ აშშ დოლარი და მისმა წილმა 11% შეადგინა. „TSMC-ის ათ უმსხვილეს მომხმარებელზე გასულ წელს მოდიოდა წმინდა მოგების 91%, 2022 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 82%-ს შეადგენდა. ამ კომპანიების რიცხვში ასევე შედიოდა MediaTek, AMD, Qualcomm, Broadcom, Sony და Marvell“ - განაცხადა Nystedt-მა. Apple მრავალი წლის განმავლობაში იყო TSMC-ის უმსხვილესი მომხმარებელი და სავარაუდოდ შეინარჩუნებს ამ სტატუსს მომდევნო წლებში. არცერთ სხვა დამკვეთს არ მოუტანია ტაივანური კონტრაქტორისთვის წმინდა შემოსავლის 10%-ზე მეტი დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა AMD, MediaTek და Qualcomm ბოლო წლებში ზრდიან შეკვეთების მოცულობას. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ბუმმა გამოიწვია უპრეცედენტო მოთხოვნა NVIDIA H100 და A100 ამაჩქარებლებზე, ასე რომ NVIDIA-მ გაზარდა შეკვეთების მოცულობა. კომპანიამ TSMC-ის სიმძლავრის ნაწილი ჯერ კიდევ 2021-2022 წლებში შეიძინა. NVIDIA-ს რთული პროდუქტები, მათ შორის H100 და A100 AI ამაჩქარებლები, არა მხოლოდ იწარმოება TSMC ქარხნებში, არამედ იქვე იფუთება საფირმო ტექნოლოგია CoWoS-ის გამოყენებით. ხელოვნური ინტელექტის აღჭურვილობაზე მოთხოვნა იზრდება და NVIDIA-ს წილი TSMC-ის შემოსავლებში 2024 წელს გაიზრდება. კომპანიას უკვე დაჯავშნილი აქვს საწარმოო და შესაფუთი შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოს პროდუქციის სტაბილური მიწოდება. ჯერჯერობით უცნობია, გადააჭარბებს თუ არა AMD-ის წილი TSMC-ის შემოსავალში 10%-ს. კომპანია აქტიურად ყიდის სასერვერო EPYC პროცესორებს, მის Instinct MI300 AI ამაჩქარებლებზეც დიდი მოთხოვნაა, ამიტომ ტაივანური კონტრაქტორის შემოსავალში შესაძლოა მისი წილიც გაიზარდოს. https://tinyurl.com/3f8wukyk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.